ნომერი პირველი პროდუქტი: ჩვეულებრივი პურისგან მომზადებული 5 მოულოდნელი კერძი

1679

გამოიცანით რა მიგვაქვს პირველად მაგიდაზე? რა თქმა უნდა, პური! მის გარეშე, ძეხვი და კარაქი წარმოუდგენელია.

ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ პურისგან უჩვეულო და შთამბეჭდავი კერძები. წარმოგიდგენთ 5 უმაგრეს რეცეპტს.

ინგლისური პურის პუდინგი საუზმეზე

თუ საყინულეში ნებისმიერი კენკრა გაქვთ და ასევე გაქვთ პური, სამეფო საუზმე გარანტირებულია!

მასალები:

  • ხორბლის პური – 6-8 ნაჭერი (მოაცალეთ ქერქი)
  • გაყინული კენკრა – 300-400 გ
  • 3-4 ს.კ. შაქრის ფხვნილი
  • 2 ს.კ. წყალი

მომზადება:

1. მოათავსეთ კენკრა ტაფაზე, დაამატეთ შაქრის ფხვნილი, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და მოამზადეთ სიროფი.

2. აიღეთ პური, მოათავსეთ მასში კენკრა, მოასხით მიღებული სიროფი. პური უნდა იყოს ისე, რომ მასში მოთავსდეს კენკრა და არ გადმოვიდეს გარეთ. შემდეგ შედგით მაცივარში და დატოვეთ მთელი ღამით.

3. მომდევნო დილით გამოიღეთ ნაზად ისე, რომ ფორმა არ დაკარგოს და მიირთვით ნაყინთან ერთად.

გამომცხვარი პური ყველით და მწვანილებით

მოუმზადეთ ეს კერძი თქვენს მეგობრებს ჩვეულებრივი სენდვიჩების ნაცვლად. გარწმუნებთ, რომ ყველანი აღფრთოვანებულები იქნებიან.

მასალები:

  • 1 პური
  • 100 გ მყარი ყველი
  • 100 გ სულიგუნი
  • 0.5 კონა მწვანე ხახვი
  • 0.5 კონა კამა
  • 150 გ კარაქი
  • 2 კბილი ნიორი
  • შავი პილპილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. დავჭრათ პური ზემოდან 2 x 2 სმ კუბურებით, გავადნოთ კარაქი, დავჭრათ ორივე სახის ყველი თხელი ნაჭრებით. დაჭერით ყველა მწვანილი.

2. კარაქს დაამატეთ მარილი, წიწაკა, ნიორი და დაჭრილი მწვანილი.

3. მოათავსეთ პური საცხობ ფურცელზე, ცენტრი შეავსეთ კარაქით და ყველის ნაჭრებით.

4. მოათავსეთ პური ღუმელში 15 წუთით, 170 გრადუსზე.

თბილი ესპანური სალათი “მიგასი”

მასალები:

  • 250 გრამი ხორბლის პური ქერქის გარეშე
  • 150 გრამი შებოლილი ხორცი (ძეხვეული, ბეკონი)
  • 40 მლ ზეითუნის ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა, შავი პილპილი და ოხრახუში გემოვნებით

მომზადება:

1. დაჭერით პური პატარა კუბიკებად.

2. მოათავსეთ ნიორი ტაფაზე, დადგით ცეცხზე და მოასხით ზეთი.

3. მოათავსეთ ტაფაზე პური და დაელოდეთ სანამ ოქროსფერი არ გახდება. დაამატეთ შებოლილი ძეხვი, დაამატეთ ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და ოხრახუში.

4. კარგად აურიეთ, გააჩერეთ ცეცხლი 1 წუთი და მიირთვით.

ესპანური დესერტი ,,პან დე კალატრავა”

უჩვეულოდ დელიკატური, ელეგანტური და გემრიელი დესერტი.

მასალები:

  • 500 გ პური
  • 1 ლ რძე
  • 7 კვერცხი
  • 350 გ შაქარი
  • 1 დარიჩინის ჩხირი
  • 120 მლ წყალი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. ლიმონის ცედრა

მომზადება:

1. დაჭერით პური 1.5 სისქეზე.

2. ჩაასხით რძე თასში, დაამატეთ დარიჩინის ჯოხი, ლიმონის ცედრა და ადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ გააგრილეთ.

3. მოამზადეთ კარამელი. აურიეთ 6 ჩ.კ. წყალი და 6 ს.კ. შაქარი, დადგით ცეცხლზე. დაამატეთ 1 ს.კ. არომატიზებული რძე, ხარშეთ სანამ არ გასქელდება.

4. ღრმა თასში მოათავსეთ კვერცხი და მოაყარეთ დანარჩენი შაქარი.  ჩაასხით თბილი რძე თანდათან.

5. მოათავსეთ კარამელი სულ ქვედა ნაწილში, შემდეგ დააწყეთ პურის ნაჭრები, ჩაასხით კვერცხის და რძის ნარევი. მოათავსეთ საცხობ ფურცელზე, დაასხით წყალი და შედგით საცხობში 180 გრადუსზე.

პურის ლაზანია

მასალები:

  • 500 გ ძროხის ხორცის ფარში
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 პური
  • 4 დიდი პომიდორი
  • 2 ს.კ. იტალიური მწვანილი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. კარაქი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 300 მლ რძე
  • 200 გ მყარი ყველი

მომზადება:

1. ღრმა თასში მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ნიორი და ხორცი, ბოლოს წიწაკა. კარგად აურიეთ.

2. დაჭერით პური და მობრაწეთ სანამ ოქროსფერი არ გახდება. განათავსეთ ყველაზე ქვემოთ. მის ზემოთ მოათავსეთ ფარში, შემდეგ პომიდორი. დაამატეთ სურნელოვანი მწვანილი, შავი წიწაკა, შემდეგ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ გახეხილი ყველი. კიდევ გაიმეორეთ თავიდან.

3. საშუალო სითბოზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ფქვილი, დაასხით რძე. ჩაასხით სოუსი ინგრედიენტებში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთით.

თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს