სამარხვო, მაგრამ გემრიელი: 7 შესანიშნავი კერძი ჩვეულებრივი პროდუქტებისგან

2254
სამარხვო, მაგრამ გემრიელი: 7 შესანიშნავი კერძი ჩვეულებრივი პროდუქტებისგან
სამარხვო, მაგრამ გემრიელი: 7 შესანიშნავი კერძი ჩვეულებრივი პროდუქტებისგან

მარხვის პერიოდი ეს ცალკე თემა არის. მათ, ვინც მარხვას იცავს და ვინც ხორცს, რძეს და კვერცხს (დროებით ან მუდმივად) გარკვეული მიზეზით რაციონიდან გამორიცხავს, საჭირო რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებები სხვა საკვებიდან უნდა მიიღონ. და ბევრს აწუხებს კითხვა, თუ რა მოამზადონ, რომ კერძი ნოყიერი და ამავდროულად გემრიელი იყოს? ვინეგრეტი – ყველაზე მარტივი და ნოყიერი ბოსტნეულის კერძია, რომელიც შესაძლოა ვიღაცას უკვე ძალიან მობეზრდა.

არა მხოლოდ მარხვის, ან დიეტის დროს, არამედ ყოველდღე ფაფით საუზმობა სასარგებლოა. ხოლო სადილსა და ვახშამზე ქვემოთ მოცემული რეცეპტებიდან შეგიძლიათ გემრიელი კერძები მოამზადოთ. დარწმუნებული ვარ, იმდენად მოგეწონებათ, რომ ამ კერძებით ოჯახის წევრების განებივრების სურვილი გაგიჩნდებათ.

ვეგეტარიანული ფლავი გოგრით

ინგრედიენტები:

  • 200 გრ გოგრა
  • 300 გრ ბრინჯი
  • 2 თავი ხახვი
  • 2-3 ც სტაფილო
  • 5-6 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ მარილი
  • მზესუმზირას ზეთი გემოვნებით
  • ქიშმიში, გარგარის ჩირი, შავქლიავას ჩირი გემოვნებით
  • კოწახური, კურკუმა და ძირა გემოვნებით

მომზადება:

1.ბრინჯი (უმჯობესია გრძელი მარცვლები) რამდენჯერმე ცივ წყალში გარეცხეთ. ხახვი ნახევარ რგოლებად, სტაფილო თხელ ზოლებად, გოგრა კუბებად დაჭერით.

2.სქელძირიან ქვაბში ზეთში ხახვი (გამჭვირვალობამდე) შეწვით. შემდეგ სტაფილო დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ და კოწახურით, კურკუმათი და ძირათი მორთეთ. თავსახური დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე 10-12 წუთით ადუღეთ.

3.შემდეგ გოგრის ნაჭრები, ოდნავ გაჭრილი (მთელი) ნიორი და ჩირი დაუმატეთ.

4.ყველაფერს ბრინჯი დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ. მდუღარე წყალი (მისი დონე ბრინჯის დონეზე 1-1,5 სმ-ით მეტი უნდა იყოს) დაასხით. ადუღებას დაელოდეთ, შემდეგ ქვაბს თავსახური დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთით თუშეთ.

5.მზა კერძი თეფშებზე გადაანაწილეთ. ასეთი ფლავი სჯობს არ აურიოთ, არამედ ისე ამოღება სცადეთ, რომ კერძის ფენები არ დაიშალოს.

კარტოფილი სოფლურად

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 ს/კ არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • სანელებლები, მწვანილი (კამა, ოხრახუში, როზმარინი, რეჰანი, ბეგქონდარა)

მომზადება:

1.კარტოფილი კარგად გარეცხეთ (შეგიძლიათ სახეხი გამოიყენოთ), მაგრამ კანი არ მოაშოროთ. ზომის მიხედვით თითოეული შუაზე ან ოთხად გაჭერით.

2.ნიორი დაჭყლიტეთ და მშრალ მწვანილებს, მარილს, წიწაკას და ზეთს აურიეთ. მიღებული ნარევი კარტოფილს წაუსვით, კარგად აურიეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ.

3.კარტოფილის ნაჭრები კანით პერგამენტ გადაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. შემდეგ 250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით გამოაცხვეთ. აცხვეთ, სანამ კარტოფილის კანი ოქროსფერი არ გახდება. სუფრაზე როგორც ცალკე კერძის ან ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის გარნირის სახით გაიტანეთ.

ხეკი გალისიურად

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ხეკის ფილე
  • 6-8 კარტოფილი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 2-3 კონა ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მომზადება:

1.თევზი გარეცხეთ და განივი სტეიკის სახით დაჭერით (ან ფილეს ძვალი სრულად მოაშორეთ). მარილი მოაყარეთ და ლიმონის წვენი მოასხით.

2.ღრმა ტაფაზე ან ღრმა ძირის მქონე ქვაბზე ზეითუნის ზეთი გააცხელეთ და მასზე დაქუცმაცებული ხახვი და ერთი დაჭყლეტილი ნივრის კბილი შეწვით. შემდეგ დაჭრილი კარტოფილი ( სისქით 1,5-2 სმ) დაუმატეთ და ორივე მხრიდან მსუბუქად შეწვით.

3.ბოსტნეულს თბილი წყალი დაასხით ისე, რომ წყალი ბოსტნეულს ბოლომდე ფარავდეს. მარილი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთით თუშეთ, სანამ კარტოფილი რბილი არ გახდება.

4.შემდეგ კარტოფილიდან წყალი გადაასხით. მზა ბოსტნეული საცხობ ფორმაში გადაიტანეთ, ზემოდან თევზის ნაჭერი დაადეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

5.ზეითუნის ზეთში ცალკე შეწვით მეორე კბილი ნიორი, ოღონდ წვრილად დაჭრილი. ძალიან დაბალ ცეცხლზე შეწვით, რომ ნიორმა ნელ-ნელა ზეთს საკუთარი არომატი მიანიჭოს.

6.მზა კარტოფილი თეფშებზე გადაიტანეთ ზემოდან თევზი დაადეთ და ზემოდან პაპრიკა არეული ნივრიანი ზეთი მოასხით. ოხრახუშის მწვანილით მორთეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

ნივრიანი კარტოფილი იტალიურად

ინგრედიენტები:

  • 3-4 ც კარტოფილი
  • 2-4 კბილი ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1.კარტოფილი კარგად დამარილებულ წყალში 25-30 წუთით ხარშეთ. მზა და გაგრილებულ კარტოფილს კანი მოაშორეთ, შემდეგ ჩანგლით დაჭყლიტეთ.

2.თუ თქვენ დიდი ტაფა (დიამეტრი 26 სმ) გაქვთ, ყველაფრის ერთდროულად მომზადებას შეძლებთ, თუ არა ორ ნაწილად გაყავით. ტაფაზე ზეითუნის ზეთი გააცხელეთ და დაჭრილი ნიორი შეწვით. როცა ის ოქროსფერს მიიღებს, გადმოიღეთ.

3.ტაფაზე კარტოფილი დაყარეთ, დაქუცმაცებული ოხრახუში დაუმატეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. გამოიყენეთ ჩანგალი, რომ კარტოფილის სქელი ბლითის ფორმა მიიღოთ.

4.ძლიერ ცეცხლზე 5 წუთით შეწვით, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ გადააბრუნეთ (ეს შეგიძლიათ სამზარეულოს დაფის დახმარებით გააკეთოთ, ტაფიდან კარტოფილის ბლითის ჯერ მასზე გადმობრუნება და შემდეგ გადმობრუნებულის ტაფაზე დადება).

5.კარტოფილი ხრაშუნა კანით მომზადების შემდეგ სუფრაზე ცხელი გაიტანეთ. კერძის სოუსის სახით იოგურტი გამოგადგებათ.

თევზი სიცილიურად

ინგრედიენტები:

  • 1 დიდი ზომის თევზი (მაგ., ფარგა)
  • 1 ლიმონი
  • 1 თავი ხახვი
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით
  • 1-2 კარტოფილი
  • 1 ყაბაყი
  • 4-5 ქამა სოკო

მომზადება:

1.თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და ორივე მხრიდან მსხვილად ჩაჭერით. მასში ნახევარი ლიმონის ნაჭერი ჩადეთ.

2.ასე მომზადებული თევზი ზეთ წასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. გვერდით ხახვის რგოლები, დაჭრილი კარტოფილი და ყაბაყი მოუწყვეთ, ასევე თხლად დაჭრილი ქამა სოკო.

3.თევზს მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, ზეთი და წყალი მოასხით. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მომზადებამდე აცხვეთ (გამოცხობის დრო თევზის ზომაზე არის დამოკიდებული)

ორაგული ტაილანდურად

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ორაგულის ფილე (დაახლოებით 6 ც)
  • 50 გრ მწვანე ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით
  • 100 გრ თხევადი თაფლი (ან შაქრის სიროფი)
  • 50 მლ წყალი
  • 2 ს/კ ძმარი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ ჩილეს წიწაკა

მომზადება:

1.ღრმა საცხობ ფორმაში ორაგულის ფილე ერთ რიგად დააწყვეთ. თითოეულ ფილეს მარილი მოაყარეთ და ზეთი მოასხით.

2.შემდეგ თითოეულ ზეთს 1 ს/კ ტკბილი ტაილანდური სოუსი ჩილეს წიწაკასთან ერთად წაუსვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ნაყიდი სოუსი ან თავად მოამზადოთ: პატარა თასში თაფლი, წყალი, ძმარი, სახამებელი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და ჩილეს წიწაკა აურიეთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლი მინიმუმამდე დაიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთით ადუღეთ ან სანამ სოუსი სქელი არ გახდება.

3.თევზის ფორმას თავსახური დაახურეთ ან საკვები ცელოფანი დააფარეთ, შემდეგ მაცივარში მინიმუმ 2 საათით, უმჯობესია 1 დღით მარინადისთვის შეინახეთ.

4.ორაგულის ფილე პერგამენტ დაფარებულ და ოდნავ ზეთ წასმულ საცხობ ფორმაზე კანით ქვემოთ დაალაგე. 7-10 წუთით აცხვეთ, შემდეგ კვლავ სოუსი წაუსვით და კიდევ ერთხელ ღუმელში შედგით 5 წუთით.

5.მზა ორაგული, ოქროსფერი კარამელის კანით სუფრაზე მომზადების შემდეგ გაიტანეთ, ზემოდან მწვანე ხახვით გააფორმეთ.

თაფლი-მსხლის ღვეზელი

ინგრედიენტები:

  • 3-4 მსხალი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5-ს ჭიქა წყალი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 0,5-1 ჩ/კ ლიმონის მჟავა
  • 50 გრ ნიგოზი
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1,5 – 2 ჭიქა საცხობი ფქვილი
  • 1 მწიკვი დარიჩინი

მომზადება:

1.შაქარი სოდას აურიეთ, ცოტა მცენარეული ზეთი დაუმატეთ, წყლის ორთქლზე გააცხელეთ და თაფლი დაუმატეთ. აურიეთ, რომ შაქარი და თაფლი კარგად გაიხსნას.

2.შემდეგ სოდა, ლიმონის მჟავა, დარიჩინი, გატარებული ნიგოზი და ფქვილი დაუმატეთ. იმდენი ფქვილი დაგჭირდებათ, რომ ცომის მასა სქელ არაჟანს გაგონებდეთ.

3.მსხალი გაასუფთავეთ, კუბებად დაჭერით და ცომს დაუმატეთ. აურიეთ და ცომი ზეთ წასმულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ.

მოგეწონათ რეცეპტები? არ დაგავიწყდეთ და მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს