აი, როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები. ყველა განსხვავებულად

2046
აი, როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები. ყველა განსხვავებულად
აი, როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები. ყველა განსხვავებულად

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს სიბერეს სხვადასხვანაირად გამოხატავს – ხასიათის, ძლიერი და სუსტი მხარეების მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი განსხვავებულად ბერდება, მაგრამ ასტროლოგია დიდწილად ზოგად სურათს გვისახავს!

ვერძი

ვერძს ურჩევნია საკუთარი ასაკი არ შეიმჩნიოს. ისინი ერთი წუთით ცხოვრობენ და არ ფიქრობენ, თუ მომავალში რა ელოდებათ. შესაძლოა, 60 წლის ასაკში შეიძლება ტყავის ქურთუკი არ ეცვას, მაგრამ მოტოციკლეტებით გატაცებას არ შეწყვეტს!

კურო

კუროები კარგ ჭამაზე გიჟდებიან, ამიტომ ასაკთან ერთად ჭარბი წონა უგროვდებათ. წლების განმავლობაში ჯიუტი კურო კიდევ უფრო ნაკლებად მოქნილი არსება ხდება – როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ისე ფიზიკური.

ტყუპები

ტყუპებს მიზნებს ისახავენ და ნელ-ნელა მათკენ მიისწრაფვიან და ასაკთან ერთად ტემპის შემცირებას სულ არ აპირებს. ხანდაზმულ ასაკშიც კი მათ დასვენებულს ვერ ნახავთ. მათი კარიერული ზრდა პენსიამდე და მის შემდეგაც გაგრძელდება.

კირჩხიბი

ორი სახის კირჩხიბი არსებობს: ის, რომელმაც გაზრდა ვერაფრით მოახერხა და ის, რომელსაც სიბერეში გარშემომყოფებზე ზრუნვა უყვარს ისე, როგორ დედა ტერეზას. კირჩხიბებიდან კარგი ბებია-ბაბუა გამოდის – სწორედ ისეთები, როგორებიც შვილიშვილების უმეტესობას სურს.

ლომი

ლომი ბუნებით შემწყნარებელი და გაწონასწორებულია. წლებთან ერთად ეს კიდევ უფრო მეტად გამოხატული ხდება. სიბერეში უკვე საკმაოდ მშვიდი, დედობრივი, დიდებული პიროვნება ხდება.

ქალწული

ბევრი ქალწული ასაკთან ერთად კიდევ უფრო ნეგატიურად აღიქვამს გარშემო სამყაროს, განსაკუთრებით თუ გადაჭარბებული კრიტიკის მიდრეკილების გამო კონტროლს დაკარგავენ. მათ კარგი სხეულის ფორმის და საღი აზრის შენარჩუნება უყვართ.

სასწორი

სასწორს გარეგნობა ყოველთვის ადარდებს, სწორედ ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ზედმეტი კილოგრამების და სახეზე ნაოჭების გაჩენა შეაფერხონ. როგორ წესი, ისინი ამას ახერხებენ!

მორიელი

მორიელი ასაკთან ერთად უფრო თვალტანადი და წარმოსადეგი ხდება. მათ საკუთარ თავზე, როგორ ფილოსოფოსზე ფიქრი უყვართ, რადგან წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრ სიბრძნეს აგროვებენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მთელი ძალებით ცდილობს, რომ სიბერეზე არ იფიქროს. ამასთან მშვილდოსანი, საკუთარ თავზე ზრუნვის სურვილის არ ქონის მიუხედავად, სექსუალურობის და მიმზიდველობის შენარჩუნებას ღრმა სიბერემდე ახერხებს.

თხის რქა

თხის რქა უკვე „პატარა მოხუცად“ , ასაკთან შეუფერებლად სერიოზული, გონიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე იბადება. წლებთან ერთად ხასიათში მასხარაობა და ბავშვურობა მატულობს. უკვე ხანდაზმულ ასაკში აბსოლუტურად ბავშვები ხდებიან.

მერწყული

წლებთან ერთად მერწყულის ექსცენტრიულობა მატულობს. ისინი აღარ ზრუნავენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე და 80 წლის ასაკში იქცევიან ისე, როგორც თავად გაუხარდებათ.

თევზები

თევზებს სიბერის პანიკურად ეშინიათ. სწორედ ამიტომ ყოველთვის ნახულობენ დროს იმისთვის, რომ შედეგები შეაჯამონ, დანაზოგი დათვალონ და ბალანსს შემატონ. მათგან ყველაზე საყვარელი ბებია და ბაბუა გამოდის!

და ახლა თქვენს ბებია-ბაბუას შეხედეთ და შეამოწმეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს