ყველამ ვიცით, რომ ვარსკვლავები გავლენას ახდენენ თითოეული ადამიანის პიროვნებასა და ხასიათზე. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, შეიძლება გაარკვიოთ ადამიანის ზოგიერთი დადებითი და უარყოფითი მხარე. ზოგჯერ ეს საოცრად ზუსტია. თითოეული ნიშანს, გარდა თილისმისა, აქვს საკუთარი “ბედნიერი” ფერი.
თუ თქვენ რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავთ, თუ გსურთ, რომ დღე წარმატებული იყოს, გამოიყენეთ იმ ფერის ტანსაცმელი, რომელიც საუკეთესოა თქვენი ნიშნისთვის.
ბევრი ჩვენგანი ამ ფერებს ინსტინქტურად გრძნობს. ჩვენ გეტყვით ფერებს, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანთ:
ვერძი
წითელი ფერი კარგად შეესაბამება ამ ნიშნის წარმომადგენლებს. უძველესი დროიდან ეს ფერი დაკავშირებულია საქმიანობასთან, ენერგიასთან, გამბედაობასა და სიძლიერესთან.
კურო
თქვენთვის საუკეთესო ფერი ლურჯია. ამ ფერს მოაქვს მშვიდობა და ნდობა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩაიცვათ ვარდისფერი: ნარევი წითელთან და თეთრთან, რომელიც კომფორტს მოგიტანთ.
ტყუპები
ტყუპებისთვის საუკეთესო ფერია ყვითელი, ეს ენერგიის და მუდმივი მოძრაობის სიმბოლოა. ეს ფერი ასტიმულირებს ძალას და შემოქმედებით საქმიანობას. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩაიცვათ მწვანე, რომელიც აძლიერებს ჯანმრთელობას და თავმოყვარეობას.
კირჩხიბი
კირჩხიბის ძირითადი ფერები ვერცხლისფერი და ნაცრისფერია. ისინი ასოცირდება სიმშვიდესთან და ამშვიდებს მათ სწრაფად ცვალებად ემოციებს. თქვენთვის ასევე კარგია ნარინჯისფერი – ოპტიმისტური ფერი, რომელიც გავსებთ სულისკვეთებით.
ლომი
ლომისთვის ოქროსფერი იწვევს კეთილდღეობას, სილამაზეს და სიკეთეს. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ფერი, რომელიც გააძლიერებს თქვენს ემოციებს.
ქალწული
ქალწულებს შეესაბამებათ მწვანე და ყავისფერი. კეთილშობილი ყავისფერი ფერი საუკეთესოდ შეეფერება ქალწულს რადგან მას საკმაოდ რაციონალური აზროვნება აქვს.
მწვანე ფერი გონების სტიმულირების და კეთილდღეობის ნიშანია.
სასწორი
სასწორებს ურჩევნიათ პასტელის ფერები, ძირითადად ლურჯი, მწვანე და ცისფერი. ცისფერი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძირითადი ფერია, რომელიც ეხმარება ბალანსისა და ჰარმონიის აღმოჩენაში.
მორიელი
მორიელის საკამათო ბუნებას სრულყოფილად შეესაბამება მეწამული და წითელი ფერი. ისინი დაკავშირებულია მის ძალაუფლებასა და საიდუმლოებასთან. შავი ასევე შესანიშნავია მორიელებისთვის.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ღრმა მეწამულ ფერებზე. ეს დაკავშირებულია მათ ამბიცასთან, ძალაუფლებასთან და ფუფუნებასთან.
ეს ფერია ლურჯის და წითელი ნაერთი, რომელიც აერთიანებს ორ მოპირდაპირე ფერს, ზუსტად ისე, როგორი მშვილდოსანია, სწორედ ასეთი წინააღმდეგობებია მასში.
თხის რქა
მტკიცე ხასიათის მქონე თხის რქას შეესაბამება ყავისფერი, რადგან იგი გამოხატავს ძალას და სტაბილურობას.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, პრინციპში, საუკეთესოდ არიან ამ ფერზე მორგებულნი, რადგან ეს ფერი ასევე უკავშირდება თავშეკავებულობას, სწორედ ასეთია თხის რქა.
მერწყული
მერწყულისთვის საუკეთესოა რბილი ფერები, ძირითადად ცისფერი და მწვანე.
ეს ფერები ხელს უწყობენ მათ აზროვნებას. კიდევ ერთი ფერი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის არის ვერცხლისფერი.
თევზები
ამ ნიშნისთვის ყველაზე შესაფერისია მეწამული იასამნისფერი. ეს უკავშირდება ცვლილებებს, რომლებსაც ამ ნიშნის წარმომადგენლები განიცნიან. მათ ასევე აქვთ, სხვების გრძნობებში და ემოციებში შეღწევის უნარი.
ემთხვევა თქვენი გემოვნება თქვენს ფერს?