2019 მიწის ყვითელი ღორის წელია. ასტროლოგები გვპირდებიან, რომ ეს წელი მშვიდი იქნება, ოღონდ მხოლოდ გარეგნულად. ადამიანების ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ გაიგოთ, თუ აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით რომელიც ცხოველი არის „პასუხისმგებელი“ თქვენს დაბადების წელზე.
2019 წლის აღმოსავლეთი ჰოროსკოპი გიამბობთ, თუ ღორის წელში რა გელოდებათ. მოდით ერთად გავიგოთ ახლა!
1.ვირთხა
თქვენთვის ეს წელი სწრაფად და დინამიურად ჩაივლის. განწყობა გაგიუარესდებათ. სტრესს რომ თავი აარიდოთ, მეტი დაისვენეთ, სამსახურით თავი არ გადაიტვირთოთ, ახლობელ ადამიანებს უფრო ბევრი დრო დაუთმეთ.
ბრაზი და გაღიზიანებია არ შეიკავოთ. ადამიანებზე ბოროტება გულში არ ჩაიდოთ. მხოლოდ მაშინ, როცა სიამაყეს მოიშორებთ, თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდება. რაც უფრო მალე მოიშორებთ ყველაფერს ზედმეტს, მით უფრო მალე შემოვა თქვენს ცხოვრებაში სიყვარული და ჰარმონია.
2.ხარი
პრობლემების არ შეგეშინდეთ: თუ თქვენს გზაზე დაბრკოლება გაჩნდება, ის მადლიერებით მიიღეთ – სირთულე თქვენთვის რაღაც ახლის სასწავლებლად არის მოსული. მნიშვნელოვანია თითოეული სიტუაციიდან გარკვეული გაკვეთილი მიიღოთ.
თუ ახალი ცოდნის, შთაბეჭდილებების, ემოციების მიღებას ეძებთ, მაშინ მომავალი წელი იდეალური დროა. იღბალი გაუღიმებს მათ, ვინც სწავლის გაგრძელებაზე დაფიქრდება. გარშემომყოფებს პატივი ეცით და ახლობლების რჩევას მოუსმინეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
3.ვეფხვი
ვეფხვი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანს მიიღებს. თქვენ ძვირფას ნივთს შეიძენთ და ფულის პრობლემას მოაგვარებთ. ეს წელი სამართლიანობის აღსადგენად იდეალურია.
ჰოროსკოპის მიხედვით, ვეფხვი გარშემომყოფების და ახლობლების მიმართ უფრო მეტ პატივისცემას გამოხატავს. პრობლემების შესახებ ისაუბრეთ, არ გაჩუმდეთ – ეს თქვენს სიყვარულს მხოლოდ გააძლიერებს და ღალატს თავიდან აგაცილებთ.
4.კურდღელი
2019 წელს თქვენს ბედს შეცვლით და კარმას გაასუფთავებთ. თავად სამყარო დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები გელოდებათ – მას დიდი ყურადღება მიაქციეთ.
წლის დასაწყისი საკმაოდ წარმატებული იქნება. 2019 წლის ბოლოს სიტუაცია გართულდება და თქვენ ბოლომდე მოდუნებას ვერ შეძლებთ. დასვენებისთვის საუკეთესო დრო არის ზაფხული.
5.დრაკონი
ბედნიერი რომ იყოთ, ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწევთ. 2019 წელი – თვითგანვითარების და ახალი მწვერვალების მიღწევის პერიოდია. უკიდურესობაში არ გადახვიდეთ, იმპულსურ გადაწყვეტილებას და ქცევას მოერიდეთ.
უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ სამსახურს. სწავლას, სახლის საქმეებსა და მოვალეობას, და არა გართობას და დასვენებას. მომავალი 12 თვე ბევრი შრომა მოგიწევთ.
6)გველი
იმუშავეთ, ნიჭი განავითარეთ, თვითგანვითარებას დრო დაუთმეთ. თუ რაღაც არ მოგწონთ, შეცვალეთ რეალობა, სადაც ცხოვრობთ.
მომავალი 12 თვე თქვენ რუტინასთან შეგუების სწავლა მოგიწევთ. ეს წელი გრანდიოზული მოვლენებით სავსე არ იქნება, მაგრამ თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იქნება – თუ თქვენ ძალისხმევას არ დაიშურებთ და ხელს არ ჩაიქნევთ. საკუთარ თავს ენდეთ და ყველაფერი გამოგივათ.
7)ცხენი
ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ გამოცდილებას და ინტუიციას ენდეთ. ეს ფულის და ნერვების დაზოგვაში დაგეხმარებათ. თქვენს ცხოვრებაში მოშურნეები გამოჩნდებიან. ადამიანებს, რომელთაც კარგად არ იცნობთ, არ ენდოთ. თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც გაქებთ და გეპირფერებათ.
თქვენ იმწამსვე იგრძნობთ, რომ გატყუებენ. მთავარია – შინაგანი ხმა არ უგულებელყოთ. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, წლის ბოლოს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
8)ცხვარი
2019 წელი საკმაოდ დინამიური იქნება. მომავლის გეგმა შეადგინეთ, სწორი ხალხი შემოიკრიბეთ და კონფლიქტებს მოერიდეთ.
იპოვეთ მეთოდი, რომ უარყოფითი აზრები თავიდან მოიშოროთ. ფინანსურ სფეროში ინტუიციას არ ენდოთ. თქვენი ყველა ნაბიჯი კარგად მოფიქრებული და აწონილ-დაწონილი უნდა იყოს, განსაკუთრებით, თუ ძვირადღირებული ნივთის შეძენას ან ბიზნესში ფულის ინვესტირებას აპირებთ.
9)მაიმუნი
წლის დასაწყისში სასიყვარულო ფრონტზე, ასევე ფინანსური კუთხით გამარჯვება გელოდებათ. ზაფხული და წლის ბოლო შეიძლება რთული იყოს, ამ დროს სჯობს არ გარისკოთ და თაღლითობაში მონაწილეობა არ მიიღოთ. ასევე ფინანსური ინვესტიციებისგან თავი შეიკავეთ.
თქვენ საკუთარი თავის მიმართ შეიძლება ნდობა დაკარგოთ. თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდება – მისთვის მზად იყავით. ის ღირებული გამოცდილების მიღების და გაძლიერების საშუალებას მოგცემთ.
10)მამალი
თქვენ არამტკიცე პოზიციაზე ხართ. 2019 წელს მიზნების მისაღწევად ბევრი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, ასევე ზოგიერთი წესის დარღვევა, მაგრამ ეს თქვენთვის პირველად არ ხდება – ასეთ რიტმში ცხოვრებას უკვე მიეჩვიეთ, ბრძოლა არ გაშინებთ.
წლის დასაწყისში პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრას შეძლებთ, მაგრამ ზაფხულის დასაწყისში და დეკემბრის ბოლოს სჯობს არ გარისკოთ. გარშემომყოფების მოსაზრებას მოუსმინეთ, საკუთარ თავს და ძალებს ენდეთ. 2019 წლის პრობლემსა სუფთა სულიერი ხასიათი აქვს.
11)ძაღლი
სასიყვარულო სფეროში თქვენ სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ. დიდი შანსი გაქვთ, რომ ცხოვრების მეორე ნახევარს შეხვდეთ. მათ, ვინც უკვე იპოვეს სიყვარული, ურთიერთობის ახალ დონეზე გადატანას შეძლებენ.
2019 წელი შესანიშნავი დროა ქორწინებისთვის, ბავშვის გასაჩენად, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. უფრო მეტი ყურადღება ახლობლებს დაუთმეთ. არ გასცეთ პირობა, თუ მის შესრულებას არ აპირებთ.
12)ღორი
ღორის წელი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ სასიამოვნო იქნება. ეს ძალიან პროდუქტიული წელი იქნება: თქვენ ახალი უნარის და ცოდნის მიღების შანსი გაგიჩნდებათ. ეს არის დრო წარმატების მისაღწევად, საკუთარი თავის გადასალახავად და ეფექტურობის გასაძლიერებლად
მხოლოდ საკუთარი თავის უნდა ირწმუნოთ. პრიორიტეტები დასახეთ და მიზნების მიღწევაზე კონცენტრაცია გააკეთეთ.
თქვენ რა გეგმები გაქვთ 2019 წელს? დასახული მიზნების ასრულებაში რა გეხმარებათ?