სუპი ,,თოვლის გუნდა” – მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძი თქვენი შვილებისთვის

2045

ჩემი ქმრის ბებია, თამარა ნიკოლაევა, მზარეულად მუშაობდა საბავშვო ბაღში მთელი ცხოვრება. როდესაც მე პირველად შევეცადე მომმეზადებინა მისი კერძი “თოვლის გუნდა”, მან უნებურად წამოიძახა: “ეს იგივე სუპია! ის ისეთივე გემრიელია, როგორც ბაღში!”

გასაკვირია, რომ არაჩვეულებრივი რეცეპტი ხშირად იგნორირებულია და პოპულარობით აღარ სარგებლობს. სხვათა შორის, თამარა ნიკოლაევნა ამბობს, რომ იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც არ უყვართ სუპი, ამ კერძს სიამოვნებით მიირთმევენ.

მასალები:

  • 1 ლიტრი ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 საშუალო კარტოფილი
  • 1 პატარა სტაფილო
  • 1/2 საშუალო ხახვი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 1/2 დაკონსერვებული მწვანე ბარდა
  • 2 კვერცხი
  • მარილი, სანელებლები გემოვნებით
  • ახალი მწვანილი გემოვნებით

მომზადება:

1. გახეხეთ გარეცხილი ხახვი და სტაფილო. კარტოფილი და მაგრად მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბიკებად.

2. დაასხით ბოსტნეულისა და კარაქის ნარევი. მოხრაკეთ სანამ ოქროს ყავისფერი არ გახდება. გამორთეთ გაზი, მაშინ როდესაც სტაფილო რბილი, ხოლო ხახვი გამჭვირვალე იქნება.

3.  ბულიონს დაამატეთ კარტოფილი და მწვანე ბარდა. დადგით ცეცხლზე, სანამ არ ადუღდება, შემდეგ დაამატოთ მოხრაკული ბოსტნეული და დაჭრილი კვერცხი.

4. წვნიანს თავზე დაახურეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ სანელებლები და ახალი მწვანილი. მიირთვით ცხელი. ის იქნება ნაზი და კრემისებრი.  გემრიელად მიირთვით!

მსუბუქი წვნიანი, დაკონსერვებული ბარდა – ეს საუკეთესო არჩევანია ბავშვებისათვის. თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს