ვინ არის სამყაროში საუკეთესო ქალი და მეუღლე? პასუხი ცხადია, მაგრამ მაინც! მოდით გადავხედოთ, ამის შესახებ ვარსკვლავები რას ამბობენ.
ერთად გავარკვიოთ, თუ ვინ არის საუკეთეო ცოლი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ხოლო რომელ ქალთან უნდა იყოთ ფრთხილად
ცოლები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მე-12 ადგილი – მორიელი
საშინლად ლამაზი, წარმოუდგენლად მიმზიდველი და ძალიან ჭკვინია ქალი მორიელი – მსოფლიოში ყველაზე ცუდი ცოლია. რადგან მამაკაცი, რომელიც მას ცოლად შეირთავს, საკუთარ თავს მონობაზე ყიდის! ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ღირსეული ქალის მსახურება საპატიო და სასიამოვნოა, მაგრამ სანამ მის რთულ ხასიათს შეეგუებით, თქვენ გამელოტებას, ერექციულ დისფუნქციას და სიბერეში პენსიას გამოიმუშავებთ.
მე-11 ადგილი – თევზები
თევზზე დაქორწინება – ეს იგივეა, რაც კატის სახლში აყვანა, რადგან მისგან სარგებელი არ არსებობს. თევზები არამიწიერი და მიმზიდველი არსებები არიან. თუ თევზი ცოლი კარგ განწყობაზე იქნება, შეგიძლიათ ხელში აიყვანოთ. რაღაც იდუმალი მიზეზის წყალობით, მამაკაცები ამ ნიშნის წარმომადგენელთან ფანატიკურ დამოკიდებულებაზე იმყოფებიან. და თუ ვინმე თევზთან ურთიერთობის გაწყვეტას ახერხებს – ცხოვრება უაზრო და ცარიელი ხდება.
მე-10 ადგილი – ლომი
ყველაზე თამამები ლომთან ბრძოლაში მიდიან. ცოლი ლომი ძვირფასი ვიტრინაა – მას ყველაზე ლამაზი სამკაულები, საუკეთესო ავტომობილი და ყველაფერი საუკეთესოთა შორის საუკეთესო აქვს. ყველაფერი მტაცებელი ცხოველის მადაზე არის დამოკიდებული. თეორიულად მტაცებელ ცხოველთან განშორება შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად – განქორწინების შემდეგ ყველა ქალი მოსაწყენ და უსახურ ნიმუშებად მოგეჩვენებათ. არადა, კიდევ ერთი სხვა ლომის შესანახად ფული უკვე აღარ გაქვთ!
მე-9 ადგილი – მშვილდოსანი
ცოლი-ეშმაკი! ყველაფერი, რაც მას სჭირდება – თქვენი უკვდავი სულია. როგორც ცოლი იტყვის, ისე იქნება და თან ყოველთვის. თუ მას არ მოუსმენთ – სამუდამოდ ჯოჯოხეთში დაიტანჯებით.
მე-8 ადგილი – ტყუპები
ცოლის ყველაზე სახიფათო ნიშანი. მან იცის, თუ მისი მეუღლე სინამდვილეში როგორი არის. და არაფრის დამალვა არ სცადოთ, მაინც არ გამოგივათ! მის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება, ასე რომ ეს ორცხობილა ადგილზე დადე, ისედაც მსუქანი ხართ.
მე-7 ადგილი – ვერძი
ცოლის ძალინ საინტერესო ტიპი. ის არის საუკეთესო რამ რაც მის მამაკაცს შეიძლება დამართნოდა, აი ცოლი ვერძი ამაში 100 %-ით დარწმუნებული არის! ის ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ ქმარს თავიდან აღზრდის. ამასთან უკანასკნელის სასარგებლოდ.
მე-6 ადგილი – სასწორი
მარჯვე მზარეული, ლამაზი, შესანიშნავი საყვარელი – დიახ, ეს ცოლი სასწორია. ოცნებაა, არა? ოღონდ მხოლოდ იმ დღეებში, როცა მისი უდიდებულესობა კეთილი და ნაზია. ყველა სხვა თავისუფალ დღეებში სასწორი დროს სკანდალებს, ყვირილს და სხვისი ორცხობილის განუწყვეტლივ ჭამას უთმობს.
მე-5 ადგილი – ქალწული
ცოლი ქალწული – შესანიშნავი მეგზური, საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა. დარწმუნებულია, რომ წყვილი ერთ მხარეს უნდა იყურებოდეს, ამასთან იმ მხარეს, რომელსაც ქალწული აირჩევს. ლიდერიც თავად იქნება. ფორმალურად ლიდერი აქ თქვენ ხართ, მაგრამ მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მგელი იღებს. და თუ ხელის თხოვნის დროს მოისმენთ: „მოვიფიქრებ“ – გაიქეცი!
მე-4 ადგილი – კურო
ასეთ ქალბატონზე დაქორწინება ღირს, თუ ძალიან მხიარული ხართ და არც თუ ისე ძალიან მდიდარი. ის უკან არ დაიხევს, სანამ თქვენგან წარმატებულ მამაკაცს არ გაზრდის. მართალია მთელი თქვენი მხიარულება სადღაც გაქრება. მაგრამ თუ თვლი, რომ მეასეჯერ თქვენს თავზე მოფრიალე თეფში – ეს კიდევ თუ მხიარულია, მაშინ გაბედეთ!
მე-3 ადგილი – თხის რქა
იდეალური მამაკაცი იდეალური ქალის მეუღლე უნდა იყოს, ყველაფერი მარტივადაა! პარტნიორის არჩევის დროს თხის რქა მოგებით და სარგებლით ხელმძღვანელობს და არა სიყვარულით. და თუ ცოლმა თხის რქამ აგირჩიათ, თქვენ ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი იქნებით. მართალია, თუ შეცდომას არ დაუშვებთ….
მე-2 ადგილი – მერწყული
საპატიო მეორე ადგილი მერწყულს ეკუთვნის. მუდმივად ახალგაზრდა მომღიმარი, ჰაეროვანი და ნაზი – ეს ქალბატონი ნებისმიერი მამაკაცისთვის საოცნებოა. მართალია, ბედნიერებისთვის ბრძოლა ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან მისი ქორწინებაზე დათანხმება ადვილი საქმე არაა.
1-ელი ადგილი – კირჩხიბი
კირჩხიბისთვის ოჯახი პირველ ადგილას არის! ამ ქალბატონზე ჩივილი უბრალოდ ცოდვა არის. ის ჭკვიანიც არის და ლამაზიც და სახლსაც შესანიშავ უვლის და ქმრის ნათესავებზეც ზრუნავს. განა ოცნება არაა? მისთვის ხომ ოჯახი მთავარია. ასე რომ ოჯახურ მოვალეობაზე უარის თქმა არც გაბედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსახურებულს მიიღებთ! და არ იწუწუნოთ, რომ ვიღაც ქალწულზე არ დაქორწინდით…არ შეიძლება!
ეს ჰოროსკოპი სახუმაროა და მისი გულთან ახლოს მიტანა არ ღირს. მაგრამ ყველა ხუმრობაში, ხომ სიმართლის ნაწილია, ასე არაა?