2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი – მიწის ყვითელი ღორი თქვენს პირად ცხოვრებაზე იზრუნებს

3023
2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - მიწის ყვითელი ღორი თქვენს პირად ცხოვრებაზე იზრუნებს
2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - მიწის ყვითელი ღორი თქვენს პირად ცხოვრებაზე იზრუნებს

ღორი ჩინური ზოდიაქოს 12 წლიანი ციკლის ბოლო ცხოველია. სწორედ ის აწყობს საბოლოო აკორდს და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის გამზადებთ. ყველა ადამიანი, როგორც არ უნდა სურდეს თავბრუდამხვევი კარიერა და მატერიალური კეთილდღეობა, მაინც სიყვარულსა და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას პირველ ადგილას აყენებს. მსუბუქი ფლირტი, მრავალრიცხოვანი ურთიერთობა და ნაცნობობა ძაღლის წელში დარჩა. ხოლო მიწის ყვითელი ღორი პირად სფეროში ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას გირჩევთ.

ყვითელი ღორის წელი სასიამოვნო სიურპრიზებით და ბავშვების დაბადების მხრივ საკმაოდ გულუხვი იქნება. დღეს გადავწყვიტეთ გავიგოთ, თუ 2019 წელს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს სასიყვარულო კუთხით როგორი ასტროლოგიური პროგნოზი აქვთ.

2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ვერძი

მარტოხელა ვერძებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს: სიყვარული გიახლოვდებათ, მაგრამ ყველაზე მოულოდნელ მომენტში. ასე რომ, ახალი ნაცნობობა არ უგულებელყოთ და უკარებას როლი არ ითამაშოთ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა და მსუბუქი ფლირტი ყვითელი ღორის წელში გამორიცხული არ არის. ვერძი ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერას არ უნდა ეცადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ღირსეულ პარტნიორს დაკარგავს. ასევე გარეგნულ მხარეს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, რომ კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდეს.

დაოჯახებულ ვერძს მეორე ნახევართან ჰარმონიული და ნაზი პერიოდი ელოდება. ბავშვის გასაჩენად იდეალური პერიოდია, განსაკუთრებით თუ ახალგაზრდა ოჯახი შთამომავლობის გაგრძელებაზე დიდი ხანია ოცნებობს. აი, მარტოხელ ვერძი ინტიმური ურთიერთობის დროს ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ყვითელ ღორის ნიშანს ძალიან სურს, რომ ამ ნიშანს ბავშვი აჩუქოს.

კურო

ამ ნიშნის წარმომადგენელმა თავი ხელში უნდა აიყვანოს. ვნებით და ცდუნებით ხელმძღვანელობას თავი დაანებოს. 2019 იდეალური წელია, რომ პირადი ცხოვრება დაალაგოთ. თუ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ, ბევრი ძალისხმევა ჩადეთ, რომ საკუთარი საცხოვრებელი შეიძინოთ, ამასთან ყვითელი ღორი თქვენს ძალისხმევას ხელს შეუწყობს. სხვადასხვა მსუბუქი რომანები თქვენთვის უკუჩვენებულია, მით უმეტეს გვერდზე თამაშები.

ასეთი საქციელი გულგატეხილს დაგტოვებთ. და კიდევ ბრძნული რჩევა ღორისგან: რჩეულზე ნაკლები იეჭვიანეთ, მით უმეტეს რომ ასეთი სცენებისთვის განსაკუთრებული საბაბი არ არსებობს. თუ კურო ურთიერთობის დაკანონებას ცდილობს, დროა რჩეულთან ხელი მოაწეროთ. აი, ქორწილი კი უმჯობესია არა ახლობლების და ნათესავების წრეში გადაიხადოთ, არამედ სადმე თბილ ქვეყანაში მარტო წახვიდეთ. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ გარშემომყოფები ოჯახურ ცხოვრებას თავიდანვე გააფუჭებენ.

დაოჯახებულმა კურომ მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მათ შორის ბევრი მოშურნე ადამიანია, რომლებიც მზად არიან რაიმე სიბინძურე გაგიკეთოთ.

ტყუპები

მიწის ღორის წელში ტყუპები ნამდვილად ყურადღების ცენტრში იქნებიან. თაყვანისმცემლები მისით აღფრთოვანებული დარჩებიან. თუმცა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ და თან დროულად. ასტროლოგია გირჩევთ მარტოხელა ცხოვრებას მალე გამოემშვიდობით. მათ, ვინც 2019 წელს საყოველთაო ყურადღებაზე უარის თქმას შეძლებს, წლის მფარველი დიდებულ ოჯახურ ცხოვრებას ჰპირდება.

თუ ქორწინების ბეჭდის თითზე გაკეთება დიდად არ გსურთ, ქორწინების მზადებით დაიწყეთ. ნებისმიერ შემთხვევაში მარტოხელა ცხოვრების დიდად გაფრთხილება არ ღირს, რადგან ის შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

კირჩხიბი

ყვითელი ღორის წელში კირჩხიბს თაყვანისმცემლების მთელი ჯარი ეყოლება, ხოლო საიმედო და ყველა თვალსაზრისით მშვენიერი ურთიერთობა ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანს. თუმცა 2019 წელს ყველაფერი თქვენს ინიციატივაზე არის დამოკიდებული. ცხოვრების მეორე ნახევარი თქვენს თაყვანისმცემლებს შორის ამოარჩიეთ, მაგრამ ახალ ნაცნობობაზე უარი არ თქვათ, რადგან ისინი ცხოვრების სხვა სფეროებში დაგეხმარებიან.

ასევე, ყვითელი ღორი კირჩხიბს გარეგნობაში დიდ ცვლილებებს ჰპირდება, რომელსაც მას სიყვარული შთააგონებს. ამ ნიშნის წარმომადგენელი 2019 წელს უბრალოდ გაიფურჩქნება. სხვათა შორის, თუ პირად ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობის გადადგმის გეშინიათ, არ ინერვიულოთ, წლის მფარველი ფინანსურ მხარეზე იზრუნებს.

დაოჯახებული კირჩხიბი ურთიერთობაში უფრო გულახდილი უნდა იყოს. ეცადეთ ცოტა იხუმროთ და საყვარელ ადამიანთან ერთად ოცნების ადგილას გაემგზავროთ ან საჰაერო ბურთით გაისეირნოთ. საერთოდ, ურთიერთობა ახალი ემოციებით უნდა გააფერადოთ.

ლომი

2019 წელს ლომის ცნობა გაგიჭირდებათ. ყვითელი ღორი მასაც მიხედავს. ყურადღების და ქების მოყვარულები მყარ და მუდმივ ურთიერთობას მოისურვებენ. ისინი შთამომავლობის გაგრძელებაზე სერიოზულად დაფიქრდებიან. თუმცა სამეფო ჩვევები ცოტა უნდა მოთოკონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიხარულსა და ჰარმონიაში მხოლოდ სარკეში საკუთარ ანარეკლთან იქნებიან. მთავარია – საკუთარ თავთან გულწრფელი იყვნენ და არ აირჩიონ ადამიანი, რომელსაც ნათესავები და მეგობრები ურჩევენ.

დაოჯახებული ლომი თავის რჩეულს თავიდან შეიყვარებეს. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა მას კიდევ ერთხელ შთააგონებს. მათი რჩეული გაოცებული დარჩება, რამდენად რომანტიული ბუნება შეიძლება ლომებს ჰქონდეთ.

ქალწული

თუ ქალწული იდეალური პარტნიორის ძებნას შეწყვეტს, მაშინ 2019 წელს სასიყვარულო ჰოროსკოპი ღირსეულ და საიმედო რჩეულს წამიერად შეახვედრებს. რომანტიკულ მოვლენებში სიფრთხილე ზედმეტი არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში სიყვარულის ისარი მოხვდება არა იმას, ვინც ქალწულის გულში არის. თუ დაქორწინებას გადაწყვეტთ, მხოლოდ საყვარელ და საიმედო ადამიანთან.

ასტროლოგები ქალწულს ურჩევენ 2019 წელს ძალიან ყურადღებით იყვნენ. ოჯახურ ცხოვრებას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ და მყუდროება ახალი კავალერის მზრუნველობაზე არ უნდა გაცვალონ. იცოდეთ, აქ შეიძლება დიდი მუხთლობა გელოდებათ. შედეგად, დაკარგავთ ოჯახს, ხოლო ახალი თაყვანისმცემელი გაიქცევა, როგორც კი მას განქორწინებით გაახარებთ.

სასწორი

ყვითელი ღორი 2019 წელს ურჩევს იყოს ინიციატივიანი და გადაწყვეტილების მიმღები, თუ საკითხი ცხოვრების მეგზურის არჩევას შეეხება. უკან არ უნდა დაიხიოთ, უმჯობესია მომავალზე დაფიქრდეთ. მიწის ყვითელი ღორის წელი – პირადი ცხოვრების მოსაწყობად იდეალური პერიოდია. საზოგადოებაში უფრო ხშირად იყავით და სახლში არ გამოიკეტოთ. თქვენ ადამიანს რომ შეხვდეთ, შინაგან სამყაროში წესრიგი უნდა დაამყაროთ.

დაოჯახებულმა სასწორმა ოჯახის გაგრძელებაზე უნდა იფიქროს. ასევე საცხოვრების გაფართოებაზე.

მორიელი

2019 წელს მორიელის პირად ცხოვრებაში არაფერი ზებუნებრივი არ მოხდება, მაგრამ ყოფილი პარტნიორებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. მით უმეტეს, რომ ყვითელმა ღორმა გადაწყვიტა მორიელს საკმაოდ ლამაზი და მდიდარი ადამიანი გააცნოს. 2019 წელს სასიყვარულო ჰოროსკოპი ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევს პრიორიტეტად პირადი სფერო დააყენონ და სამუშაო დროს ნაკლები დრო დაუთმონ.

თქვენი ბუნებრივი მომხიბვლელობა ჩართეთ, ასევე შინაგანი ურჩხულები დააძინეთ. 2019 წელს მეორე ნახევართან დათმობაზე უნდა წახვიდეთ. უმჯობესია, თუ ორივე ხანგრძლივ მოგზაურობაში წახვალთ. და თქვენ მოწყენილი არ იქნებით და ახლობელ ადამიანსაც გაახარებთ.

მშვილდოსანი

2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი მშვილდოსანს ბევრ მომხიბვლელობას და გონებამახვილობას ჰპირდება, რომლებიც მას საპირისპირო სქესთან წარმატებას ჰპირდება. თუ საქმეში ღიმილს და ეშმაკურ ხრიკებს ჩართავთ, მაშინ თქვენი ფასი არავინ იქნება. ბევრი კონკურენტი და არაკეთილმოსურნე გეყოლებათ, მაგრამ საბოლოოდ თქვენ გამარჯვებული გამოხვალთ. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა შეგიძლიათ მოდუნდეთ და უბრალოდ დაელოდოთ.

2019 წელს მშვილდოსანს გაუჭირდება ცდუნებისგან თავის შეკავება და კიდევ ერთ თავმომაბეზრებელ თაყვანისმცემელზე „არას“ თქმა. და ეს არა თავაზიანობის, არამედ ყურადღების ნაკლებობის გამო. სწორედ ამიტომ მეორე ნახევართან ხშირი კონტაქტი იქონიეთ, რომ გაუგებრობა და საზიანო ცდუნება თავიდან აიცილოთ.

თხის რქა

2019 წელს თხის რქა ცვლილებებს თამამად უნდა შეხვდეს, მაშინ მისი პირადი ცხოვრებაც დალაგდება, ხოლო სიყვარული სამუდამოდ მათ გულში დარჩება. თუ გსურთ, შეგიძლიათ შეიცვალოთ ვარცხნილობა, თმის ფერი და იმიჯი. შეგიძლიათ სხვა ქვეყანაშიც გადახვიდეთ, თუ ეს ოჯახური ბედნიერებისთვის არის საჭირო.

დაოჯახებულმა თხის რქამ შთამომავლობის გაგრძელებაზე უნდა იფიქროს. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს თქვენი შვილები თუ შვილიშვილები, ახლა ახალი ცხოვრების გასაჩენად კარგი პერიოდია.

მერწყული

თუ მერწყულს სურს, რომ ცხოვრება ძლიერი ურთიერთობით დაამშვენოს, მაშინ ბედის ნიშნებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. არ იფიქროთ, რომ სიყვარული თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გაჩნდება, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება. შესაძლოა, ძველი მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. მთავარია – მომენტი ხელიდან არ გაუშვათ.

ისინი, ვინც უკვე ურთიერთობაში იმყოფებიან, საყვარელი ადამიანის მხრიდან ეჭვიანობის გამოვლენისთვის მზად უნდა იყვნენ. რა უნდა ქნან, თუ გარშემო ყველა თქვენზე გიჟდება. მთავარია – სკანდალის საბაბის არ მისცეთ, ასევე ოჯახური ცხოვრების სუფთა რეპუტაციას გაუფრთხილდით.

თევზები

2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი თევზებს ჰპირდება არა ცხოვრებას, არამედ მყარ რომანტიკულ ურთიერთობას. ორმხრივი სიყვარული – აი, რა გელოდებათ 2019 წელს. მაგრამ ყვითელი ღორი თევზებს ურჩევს ფსიქოლოგიის კურსებს დაესწრონ, რომ რჩეულთან ურთიერთობები ახალ ფერებში გააფერადონ.

ქსელში გაბმას გვერდს ვერ აუვლით. თავიდან ახალი ურთიერთობა შეიძლება არა პერსპექტიული გეჩვენოთ, მაგრამ უკვე წლის მეორე ნახევარში სიყვარულით ფრთებშესხმული იქნებით. დაოჯახებულ თევზებს ყვითელი ღორი ბევრ ფერად შთაბეჭდილებას ჰპირდება. ასე რომ აღმასვლის დროს მსუბუქი უნდა იყოთ.

როგორც ხედავთ, მიწის ყვითელი ღორის ნიშანი ზოდიაქოს ყველა ნიშნის პირადი ცხოვრებით დაკავებული იქნება. უყურადღებოდ არავინ არ დარჩება. თუ დავიჯერებთ, რომ ცხოვრების აზრი სიყვარულშია, მაშინ 2019 წელს ჩვენ, ყველა, ბედნიერებას ვიპოვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს