ეს სასმელი ზოგთან რძის ქაფთან და საბავშვო ბაღთან ასოცირდება, ზოგს კი შეუდარებელი საკონდიტრო ნაწარმი და ვარდების თაიგული ახსენდება. ფოთოლცვენა, ნელა დაცვენილი ფიფქები, ყინულით დაფარული ქვაფენილი…თქვენ კი სახლში პლედში გახვეული ხართ და კაკაოს ზეფირით მიირთმევთ. განა სილამაზე არაა? და როგორი გემრიელია! დღეს ამ არომატული სასმელის საიდუმლოს და გამათბობელ რეცეპტს გთავაზობთ.
კაკაო რძეზე
გასაგებია, რომ სასმელი პირველ შემთხვევაში უფრო დიეტური გამოდის – რამდენიმე კოვზი კაკაოს ფხვნილი ახლახანს ადუღებულ ცხელ წყალში გახსენით. რძეზე კაკაოს მოსადუღებლად, კაკაო შაქარს უნდა აურიოთ. ამ გემრიელ დესერტს შესანიშნავი შემადგენლობა აქვს: ბევრი ვიტამინი და მიკროელემენტი – A, E, PP, B ჯგუფის ვიტამინების და ბეტა-კაროტინით დაწყებული კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, კალიუმის, ფოსფორის, ქლორის, გოგირდის, რკინის, ფლორის, მოლიბდენის ჩათვლით. ასევე შეიცავს თეოფილინს, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს და სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება აქვს. სწორედ ამიტომ კაკაო სეზონური წნევის ცვლილებების დროს სასარგებლოა.
თეობრომონი შრომისუნარიანობას ზრდის, მაგრამ კოფეინზე უფრო რბილად მოქმედებს, ამიტომ ყავისგან განსხვავებით, კაკაო შეგიძლიათ და უნდა მისცეთ სკოლის მოსწავლეებს. ხოლო ფენილეგილამინი განწყობას აუმჯობესებს და დეპრესიისგან გვიცავს, რაც სასმელს შემოდგომა-ზამთრის ხანმოკლე დღეებში შეუცვლელს ხდის.
კაკაოს რეგულარული გამოყენება ტვინის პროდუქტიულობას ზრდის, რადგან ანტიოქსიდანტი ფლავანოლი, რომელსაც სასმელი შეიცავს, ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ყველაზე დიდი სიამოვნება იმაში მდგომარეობას, რომ კაკაო კბილებს ზიანს არ აყენებს, უფრო მეტიც: მარცვლეულის კანს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს, რომელიც შაქრის მოქმედებას ანეიტრალებს.
კაკაოს ფხვნილი შეიცავს მელანინს, რომელიც კანს სხვადასხა სახის, მათ შორის ულტრაიისფერი და ულტრაწითელი, გამოსხივებისგან იცავს. ასე რომ თუ მთაში თხილამურებით სრიალს აპირებთ – დღეში 1 ჭიქა არომატული სასმელის დალევა დაიწყეთ.
სხვათა შორის, კაკაო კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოიყენება. კაკაოს მარცვლეულში შემავალი ნივთიერებების შემადგენლობა კანზე დადებით გავლენას ახდენს – ჭიმავს, ნაოჭებს ასწორებს, აკნეს ებრძვის, ჭრილობებს ახორცებს. შოკოლადის ნიღაბს ისეთი გემრიელი სუნი აქვს, რომ ჭამა მოგინდებათ. ერთადერთი წვეთი ნაკლი პურინის შემადგენლობაა, ამიტომ პოდაგრის და თირკმლების პრობლემის დროს მისი მიღება რეკომენდებული არაა.
შოკოლადიდან კაკაომდე
კაკაოს ისტორია დრამებით და შეჯახებებით არის სავსე. სასმელის მოდუღება დაიწყეს აცკეტებმა, რომლებიც თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ეს არცთუ ისე ბავშვური სქელი ნაყენი იყო, რომელიც მამაკაცებისთვის ძალების მოსამატებლად ძალიან ღირებული იყო. ცენტრალურ ამერიკაში მე-16 საუკუნეში ესპანელი დამპყრობლები გამოჩნდნენ და მათ შოკოლადი მოეწონათ. მათ კაკაოს ნაყოფი ევროპაში ჩამოიტანეს.
თუმცა ჯადოსნური სასმელი მალე აკრძალული აღმოჩნდა – კათოლიკურმა ეკლესიამ მას ერეტიკოსების სასმელი უწოდა. მღვდელები თვლიდნენ, რომ კაკაოს „სისხლის გაფუჭება“ და ხალხის ამბოხება შეეძლო. საბედნიეროდ, ერთხელ სასმელი რომის პაპთან აღმოჩნდა, რომელმაც აკრძალვა გააუქმა, რადგან ჩათვალა რომ კაკაო უგემური იყო და ადამიანი მას პირადი სიამოვნებისთვის არ დალევდა.
აი, აქ კი ევროპელმა მზარეულებმა კაკაოს მარცვლეულის გამოყენებით ბევრი გემრიელი დესერტი შექმნეს.
კაკაოს 5 საიდუმლო
1.სასმელი ნატურალური კაკაოს ფხვნილისგან უნდა დაამზადოთ. წარმოების თარიღს ყურადღება მიაქციეთ. რაც უფრო ახალია, მით უკეთესი.
2.სასმელი კიდევ უფრო გემრიელი რომ გახდეს, სქელი კედლების მქონე ფართო და დიდ ჭიქაში უნდა ჩაასხათ.
3.შეგიძლიათ როგორც წყალზე, ასევე რძეზე მოადუღოთ. კარგად აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
4.პატარა შენაერთების თავიდან ასაცილებლად, ფხვნილი მხოლოდ კარგად გაცხელებულ რძეს ან წყალს დაუმატეთ.
5.კაკაოს შესანიშნავად ერწყმის ზეპირი, ორცხობილა და ვაშლის ნამცხვარი
ზეფირის სიმარტივე
თქვენ დაგჭირდებათ:
- 300 მლ რძე
- 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- 2 ზეფირი
მომზადება:
რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. მასში კაკაო გახსენით და კიდევ 2 წუთით ადუღეთ. შემდეგ წვრილად გატეხილი ზეფირი დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ, ცეცხლზე კიდევ 3 წუთით დატოვეთ. სასმელი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. სუფრაზე გატანის წინ სასმელს გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ.
რომის დღიური
- 250 მლ რძე
- 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- 1 ჩხირი დარიჩინი
- 3 ს/კ თაფლი
- 2 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ ვანილი
- 5 ს/კ რომი
მომზადება:
ქვაბში რძე გააცხელეთ, დარიჩინი, თაფლი და შაქარი დაუმატეთ. ვანილი მოაყარეთ და დაბალ ცეცხლზე 2 წუთით გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. სასმელში რომი ჩაასხით, კარგად აურიეთ და დარიჩინი ამოიღეთ. შეგიძლიათ სუფრაზე გატანის წინ გახეხილი შოკოლადით მორთოთ.
ცხარე სიამოვნება
თქვენ დაგჭირდებათ:
- 450 მლ რძე
- 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- ნახევარი პაკეტი ვანილი
- 1 წიწაკა ჩილე
- 1 ჩხირი დარიჩინი
- 45 გრ მწარე შოკოლადი
მომზადება:
ჩილის წიწაკა გაჭერით შუაზე, თესლები მოაშორეთ და ქვაბში მოათავსეთ, ვანილი და დაქუცმაცებული დარიჩინი დაუმატეთ. რძე დაასხით, აადუღეთ და რამდენიმე წუთით დაბალ ცეცხლზე დატოვეთ. სასმელს გახეხილი შოკოლადი დაუმატეთ, ბოლომდე გახსნამდე კარგად აურიეთ და 10 წუთით დააყენეთ. სასმელი გაფილტრეთ და კიდევ ერთხელ სუფრაზე გატანის წინ გააცხელეთ.