კომაროვი გიხსნით, თუ საიდან მოდის ბავშვების აგრესია და როგორ უნდა მოვიქცეთ

2956
კომაროვი გიხსნით, თუ საიდან მოდის ბავშვების აგრესია და როგორ უნდა მოვიქცეთ
კომაროვი გიხსნით, თუ საიდან მოდის ბავშვების აგრესია და როგორ უნდა მოვიქცეთ

ცნობილი უკრაინელი პედიატრის, ევგენია კომაროვის საიტზე გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები მოზარდის მიერ აგრესიის გამოხატვის დროს.

ბავშვის გრძნობების და მოთხოვნილებების მიმართ როგორი ყურადღებიანი არ უნდა ვიყო, ბავშვი მაინც ამბოხებული, გაბრაზებული და ნაწყენი იქნება. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის დავეხმაროთ ბავშვს ამ „რთული გრძნობის“ გადალახვაში. ჩვენი ძალის, ყურადღების და მდგრადობის დახმარებით გაიაროს პრაქტიკა, თუ როგორ გაუძლოს უარყოფას, როგორ გამოხატოს ჯანსაღი წინააღმდეგობა, როგორ დაარქვას სახელები იმას, რასაც გრძნობს.

ყოველდღიურად და ყოველწლიურად ბავშვები ჩვენი დახმარების წყალობით სულ უფრო მეტი სტრესის გამკლავებას და თანდათანობით საკუთარი რეაქციების გამოხატვას სწავლობს.

პატარა ბავშვს საკუთარი ძალი გამოხატვის ბევრი შესაძლებლობა არ აქვს. ყველაზე ხშირად სწორად წინააღმდეგობაში ვლინდება. თუ ის 3-4-5-7 წლებში ჩვენზე წინააღმდეგობის შესაძლებლობას დაკარგავს, მაშინ მოზარდობის პერიოდში გაუჭირდება თქვას არა იქ, სადაც ეს აუცილებელია.

და ეს მშობლების ვალია – საზღვრების შენარჩუნება, ანუ ოჯახის წესი, მაგრამ ამ წესების შიგნით ბავშვს თავისუფლად განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეს. საკუთარი გრძნობის გაცნობიერება და სწავლა, რომ ბავშვის გრძნობებს სახელები დაარქვათ. ასე გარკვეულ ასაკამდე ბავშვისთვის „გარე ტვინი“ ვხდებით.

„რატომ ირჩევს ასეთ აგრესიულ სათამაშოს, რატომ უყურებს ასეთ საშინელ ბოროტ მულტფილმებს, რატომ ირჩევს მეგობრად უცნაურ ბავშვებს?“ – კითხულობენ მშობლების ბიჭების და გოგოების შესახებ.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ საკმაოდ გონივრულად ვართ მოწყობილი: თუ ემოციის, მდგომარეობის პირდაპირ „განცდა“ არ შემიძლია, ამის კომპენსირებას მოვახდენ რაღაცით ან „ვიღაცით“. და თუ არ ვიქნები ბულერი, გავხდები დამკვირვებელი, პასიურ-აგრესიული პირი.

„იდეალური დედა და მამა“ ბავშვის მიმართ დიდი სიყვარულის გამოხატვით, მას „რეალურ ცხოვრებაში“ პრაქტიკის გავლის საშუალებას არ აძლევს. ისინი რთულ ზღაპრებს არ უკითხავენ, ტექსტიდან ბოროტ და საშინელ პერსონაჟებს აქრობენ, ეშინიათ, როცა ბავშვი თამაშის დროს ბრაზს გამოხატავს.

ჩრდილში დამალული სიბრაზე ადამიანის შიგნით საშინელ მონსტრად გარდაიქმნება. და როცა ის გათავისუფლდება, მისი ქცევა არაპროგნოზირებადი იქნება.

23 პრაქტიკული რჩევა ბავშვის აგრესიის გამოხატვის დროს სხვადასხვა ასაკში:

1.ბავშვი უფროსისგან განსხვავდება მათ შორის იმით, რომ უფროს ადამიანს თავშეკავების და კონტროლის უნარი უკვე აქვს. ფრაზა „საკუთარი თავი ხელში აიყვანე“ ბავშვის მიმართ აბსოლუტურად შეუსაბამოა, მათ საკუთარი თავის ხელში ასაყვანად არაფერი აქვთ, ისინი უბრალოდ სწავლობენ. მნიშვნელოვანი ეს გახსოვდეთ.

2.მშობლებთან მუშაობას რესურსი თემით ვიწყებ, (თუ ზრდასრულ ადამიანს საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია, დაღლილია, გამოფიტულია, მას ბუნებრივია ადეკვატურ უფროსის რეაქციაზე ძალა აღარ ექნება). მისაღებია უთხრათ ბავშვს: პატარავ, ისევ დავიღალე, რომ ახლა მარტო უნდა დავრჩე, რომ შემდეგ შენ დაგელაპარაკო და რეაგირება მქონდეს. ბავშვს მთელი 24 საათის განმავლობაში არ ვჭირდებით.

3.ბავშვები ძალიან ძლიერები არიან, თუ ჩვენ უმეტეს დროს მასთან ვატარებთ, ამ შემთხვევაში თქვენს არ არსებობას ადვილად გადაიტანს. აქ მნიშვნელოვანი საკითხია – როგორი ვართ ამ დროის უდიდეს ნაწილში.

4.გამოვლენილი მწვავე პროცესი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დამალული. აღმოუჩენელი წინააღმდეგობა „ჩრდილში“ იმალება და შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნიშნებით, თვითაგრესიით. „აგრესია საკუთარი თავის მიმართ“ შეიძლება გამოვლინდეს მოსწრების შემცირებით, საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმით იმით, რომ ბავშვი იწყებს ნივთების დაკარგვას და ამით დასჯას იზიდავს.

შეუძლია თუ არა ბავშვს გითხრათ არა? დასაშვებია თუ არა ოჯახში მოსაზრებების კონფრონტაცია? აქვს თუ არა ბავშვს არჩევანის უფლება? აქვს თუ არა მას განცდა, რომ რაღაცაზე გავლენის მოხდენა შეუძლია?

5.ბავშვს შეუძლია ავტორიტეტული უფროსის აგრესიული რეაქცია სარკის ეფექტით გაიმეოროს, შეიძლება გაბრაზებული იყოს „ვინმეზე“. ხშირად ბავშვი თავისი ქცევით ოჯახში დამალულ კონფლიქტს ავლენს. მნიშვნელოვანი უფროსებმა საკუთარი საქციელი და რეაქცია გულწრფელად გაანალიზოთ.

6.აგრესია ხშირად დაუცველობის შეგრძნების გამო იზრდება და ტკივილის, წყენის კომპენსაციას წარმოადგენს. ამასთან ბავშვს შეიძლება სკოლაში აწყენინონ, აგრესია კი ბებიაზე ან პატარა ძმაზე გამოხატოს. მნიშვნელოვანია სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ.

7.აგრესია შეიძლება იყოს პასიური და აქტიური. პასიურია, მაგ,, ადამიანის ზურგს უკან ენის გამოყოფა, გამოაშკარავებული აგრესორის მოწმედ ყოფნა. აქტიური აგრესია შეიძლება იყოს ვერბალური და ტაქტიკური (ვერბალური – ცუდი სიტყვების შეძახილი, ყვირილი; ტაქტიკური კი – ცემა, სხეულის დაზიანება).

8.აგრესიის თითოეულ ტიპზე მოქმედების თავისი მეთოდი არსებობს: ვერბალური აგრესიის დროს ჩვენ შეგვიძლია ბავშვს დაველაპარაკოთ, ხოლო ტაქტიკური აგრესიის დროს – ხელს ვაკავებთ, დარტყმის თავიდან აცილებას ვასწავლით.

9.მნიშვნელოვანი გახსოვდეთ, რომ ბავშვები სანამ ლაპარაკს ისწავლიან, საკონტაქტოდ სიტყვების ნაცვლად სხეულს იყენებენ. ეცნობიან, ერთმანეთს ქვიშას აყრიან, სათამაშოს ესვრიან, „ეხებიან“, ხელს იშვერენ იმ ადამიანისკენ, რომლებიც მათ აინტერესებთ, თავში თოხს ურტყამენ და ამით სიმპათიას გამოხატავენ. ეს იმის ნიშანი არაა, რომ ბავშვი მანიაკი ან აგრესორია. ჩვენი ამოცანაა – ნელ-ნელა როლური თამაშების გამოყენებით ბავშვს ვასწავლოთ გაცნობა, კომუნიკაციის უნარების ათვისება.

10.თუ ბავშვი ურტყამს დედას, მამას, ბებიას და ამასთან იცინის, უფრო სავარაუდოა, რომ ეს აგრესიული საქციელი არაა. ეს ბავშვისთვის თამაშს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია თქვენი რეაქცია ზედმეტად ემოციური არ იყოს.

11.ზოგჯერ ბავშვები თქვენგან ჩართულობას ელოდებიან და სწორედ სხეულით ყურადღების მიპყრობა იქნება ეს დარტყმა თუ შეხება თქვენს „გაღვიძებას“ , „სხეულში დაბრუნებას“ იწვევს.

12.აგრესიულ ქმედებასთან მუშაობის დროს მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ორგანული მიზეზი ხომ არ არის, როგორიცაა ქრონიკული დაავადება, ტემპერატურა, გელმინტოზი (მოწამვლამ შეიძლება აგრესიის გამოხატვა გამოიწვიოს). ხშირად აგრესია დაღლილობის და დაძაბულობის გამო იზრდება.

13.თუ ბავშვმა გამოცადა ძალადობა, აგრესიული სამედიცინო ჩარევა, თუ ბავშვის აზრით ის „დაზარალდა“, მაგრამ კომპენსაცია არ მიიღო, მაშინ კომპენსაცია შეიძლება იყოს აგრესიული.

14.სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში აგრესია შეიძლება შიშით შეინიღბოს.

15.პატარებს, 3 წლის ასაკში კრიზისის დროს, მოზარდებს – ემოციების კონტროლი არ აქვთ. მათი ქცევა მშობლების გაღიზიანების სპეციალურ თამაშს არ წარმოადგენს. მერწმუნეთ, ასე სპეციალურად არ იქცევიან.

16.3 წლის და მოზარდ აგრესორებთან მუშაობის დროს მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მათი ერთ-ერთი გაუცნობიერებელი ამოცანაა – დედის გაუფასურება. და აქ მშობლის თავდაჯერებულობა, სტაბილური პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია: მე – ჩემი მოზარდი ბავშვისთვის მშვენიერი მშობელი ვარ. ის სიძულვილით საუბრობს, ამბობს, რომ ვერ მიტანს, მაგრამ ჩვენი სიყვარული ამით არ შემცირდება და გვჯერა, რომ მისი სიყვარული ჩვენ მიმართ ასევე არ შემცირდება. ეს სიტყვები და ყვირილი – პიკის მდგომარეობაა, რომელთა გამოც 1 წუთის შემდეგ თავად შეშინდებიან.

17.მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ბავშვის ან მოზარდის რთულ ქცევაზე საპასუხოდ ჩვენში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, გამომუშავება დაიწყოს. ის ჩვენს რაციონალურობას თიშავს, რაც სწრაფად მოქმედებას გვაიძულებს. კორტიზოლის ზემოქმედების ქვეშ ისევე იმპულსურად ვიქცევით, როგორც ბავშვი. მნიშვნელოვანი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გააკეთოთ, საკუთარ თავს „გაგრილების“ საშუალება მისცეთ.

18.მნიშვნელოვანია ემოციის გააზრება და მისთვის სახელის დარქმევა. თუ თქვენ ბავშვს კითხავთ (მნიშვნელოვანი კითხვის დასმა და არა მტკიცებულება): „ნაწყენი ხარ? გაბრაზებული ხარ“,  ასეთ დროს პირველად რეაქცია შეიძლება გაძლიერდეს.

19.მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს უბრალოდ ემოციების დაცლის საშუალება ჰქონდეს – ბატუტი, ბოქსის ტომარა, ბალიშის საბრძოლო მოწყობილობა, კარაოკე, საყვირი, ზოგჯერ – კომპიუტერული თამაში, ხატვა (თუნდაც შავ ფერებში).

20.აგრესია – ხშირად არის რეაქცია იმაზე, რომ მნიშვნელოვანი მოთხოვნილების რეალიზება არ მოხდა, ან რეაქცია იმაზე, რომ საზღვრები დარღვეულია. ჩვენ საკუთარი მოთხოვნილებების თავად შესწავლა და მისი სწორად დასახელება მნიშვნელოვანია. და ნელ-ნელა ამის ბავშვისთვის სწავლება. სიბრაზე – არის ძალა, რომელიც ჩვენ თავდასაცავად გვჭირდება.

21.ჩვენი ქცევით ბავშვს ვაძლევთ მისაბაძ მაგალითს, თუ როგორ მოახდინოს კონფლიქტზე რეაგირება. თუ აგრესიის გამოხატვის საპასუხოდ ბავშვს სცემთ – ასეთ ქცევას მხოლოდ ამყარებთ.

22.ხშირად ბავშვის რთული  „არაპროდუქტიული“ საქციელის მიღმა ჩვენთვის რაღაც უცნობი და უხილავი იმალება.

23.მშობლებთან მუშაობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი „პრაქტიკა“ არის – ფიქრებით საკუთარი თავის წარმოდგენა რაღაც უზარმაზარად, როგორც ოკეანე ან მაღალი მთა. შინაგანი განზრახვით: მე დიდი ვარ, მე უფროსი ვარ, მე შევძლებ.

გახსოვდეთ: აგრესიაზე თქვენს რეაქციაზე დამოკიდებულია ის, თუ როგორი გაიზრდება ბავშვი!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს