7 ყველეზე საშიში და სულელური დიეტა ისტორიაში

2115

ლორდი ბაირონის დიეტა 

ლორდ ბაირონს, მთელი თავისი ცხოვრება, ძალიან ეშინოდა გასუქების. წონის მომატების თავიდან ასაცილებლად, ის ძალიან მკაცრ დიეტაზე იყოს. ის ყველაფერს მიირთმევდა ძმრით გაჟღენთილს. ის ატარებდა რამდენიმე ფენა თექის ტანსაცმლებს. შიმშილის გრძნობის შესამსუბუქებლად,  მუდმივად ეწეოდა სიგარეტს. ბაირონს ახალგაზრდებთან მოჰყავდა მაგალითი და ასწავლიდა იმ მეთოდებს, რაც მისი აზრით, წვრილი წელის საიდუმლოს ხსნიდა.

ჭამე ყველაფერი რაც გინდა

იდეა, რომ უკონტროლოდ ჭამოთ ნებისმიერი პროდუქტი და დაკარგოთ წონა უკვე დიდი ხანია აცდუნებს ადამიანი. XIX საუკუნეში, წონის დაკარგვისთვის უამრავი აბი იყიდებოდა, რაც ძალიან მომგებიანი ბიზნესი იყო. ამ აბების შემცველობაში საკმაოდ საშიში ნივთიერებები შედიოდა. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებები და დარიშხანი. ხალხი ამტკიცებდა, რომ ეს ინგრედიენტები ხელს უწყობდნენ მეტაბოლიზმს.

,,დიდი გამნადგურებელი”

დაიმახსოვრეთ ეს სახელი: ჰორაცი ფლეტჩერი. ადამიანი, რომლმაც მის ათასობით მიმდევარს თითქმის გაუნადგურა ყბა. იგი ცხოვრობდა XIX საუკუნეში და 1895 წელს მოიფიქრა ბრწყინვალე გამოსავალი: “დიეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საჭმლის მომნელებელი სისტემის სათანადო მომზადება, რომელიც ჩვენს პირის ღრუში გვხვდება”.

მან ადამიანებს მისვა უფრო ზუსტი მითითებები – წუთში დაახლოებით ყბის 100 მოძრაობა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ საკვები ბოლომდე გაანადგუროთ. სწორედ ასე უნდა მოიქცეთ ყოველთვის, როდესაც საკვებს მიირთმევთ.

დიეტა მილებით

ეს დიეტა კვლავ არსებობს აშშ-ში. პატარძლები მიმართავენ მას, რადგან ის გვპირდება 10 დღის განმავლობაში 10 კგ-ს დაკლებას.
ამ დიეტის არსი არის ის, რომ ცხვირში მაგრდება სპეციალური მილი, რომელიც მიდის კუჭისკენ. ჩვენს ორგანიზმში შემოდის ფხვნილი, რომელიც შეიცავს ცილებს, ცხიმებს  და სხვადასხვა ელემენტების ნაერთს. ყოველ დღე იღებენ დაახლოებით 800 კალორიას. ამ დროს შეგიძლიათ მხოლოდ სასმელი მიირთვათ: ყავა, ჩაი და წყალი.

ეს სტატია ძალიან დიდი გამოვა თუ ყველა იმ რისკს ჩამოვთვლით, რომელიც ამ დიეტას აძლავს თან. პაციენტები მუდმივად გრძნობენ ენერგიის ნაკლებობას, იწყება კუჭის, თირკმელის პრობლემები.

ცოტა შვრია

როგორ შევინარუნოთ სისუსტე? 1955 წელიდან ბარბარა ტეილორი ქალებს მკაცრად ურჩევდა, რომ თუ სურდად წონაში დაკლება, ყოველ დღე უნდა ეჭამათ 150 გრამი ტკბილი ან ჩვეულებრივი შვრია.

ბამბის დიეტა

იმისათვის, თუ გჭირდებათ წონის დაკლება, სასურველია მიმართოთ ამის სპეციალისტს. ბამბის დიეტა 2010 წლის დასაწყისში იყო პოპულარული. ამ დიეტის არსი ისაა, რომ ადამიანებმა ბამბა უნდა შეირიონ წვნიანებში ან ისე მიირთვან.

ამ დიეტას თან ახლავს უამრავი პრობლემა. პირველ რიგში, ბამბის ბურთულები არ გადამუშავდება და იწყება ნაწლავების ობსტრუქცია. ის ტოქსიკურია და მარტივად მოიწამლებით. და მესამე, მსგავსი საკვები იწვევს ამორექსიას.

პალეოლითური დიეტა

“ჩვენი წინაპრები …” – ეს არის ყველაზე სულელური წინადადების დასაწყისი, ამ ფრაზას იყენებენ მაშინ, როდესაც სურთ ვიღაცის ცხოვრება გააუმჯობესონ. ამ დიეტის მიმდევრები თვლიან, რომ ჩვენი წინაპრები პალეოლითის ხანაში მიირთმევდნენ ყველაფერს, რაც ჰქონდათ: ბოსტნეული, ხილი, თხილი, ხორცი.

ბრიტანეთის დიეტის ასოციაციამ პალეოლითური დიეტა უწოდა 2015 წლის ყველაზე ცუდ დიეტას, რომელსაც ცნობილი სახეებიც კი იყენებდნენ. მათი აზრით, ეს არის “გაუწონასწორებელი, შრომატევადი და სოციალურად იზოლირებული დიეტა.”
ეს დიეტა გულისხმობს მარცვლეულის სრულ უარყოფას, რომლებიც B ვიტამინებს, რკინას, ცელულოზას და სხვა ღირებულ ნივთიერებებს შეიცავს. გარდა ამისა, პალეოლითური დიეტა მოიცავს ბევრ ხორცს და შედარებით ნაკლებდ მცენარეულ საკვებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს