თუ ჰოროსკოპსა და ზოდიაქოს ნიშნების თვისებებზე ვისაუბრებთ, მიხვდებით, თუ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რამდენად განსხვავებული ხასიათი და კონკრეტულ სიტუაციაში ქცევის მანერა აქვთ. და თუ ბედნიერებას ყველა ერთნაირად გამოხატავს, ყველა თავისებურად იტანჯება.
სწორედ ამიტომ თქვენთვის უჩვეულო ჰოროსკოპი მოვამზადეთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, თუ როგორ იქცევა ესა თუ ის ადამიანი მწუხარებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით! შეიცანით საკუთარი თავი და ახლობლები!
ადამიანის დარდი
ვერძი
ეს ამაყი და უდაოდ ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული ზოდიაქოს ნიშანი ჩუმად იტანჯება. არა იმიტომ, რომ ვერძი ჩაკეტილია, ან საჯარო განკიცხვის ეშინია, უბრალოდ მას პრაქტიკულად არაფრის არ ეშინია. საქმე იმაშია, რომ ვერძს გულწრფელად სჯერა, რომ ა) თქვენ მის დახმარებას მაინც ვერ შეძლებთ, ანუ უბრალოდ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ბ)თქვენ უბრალოდ ვერ მიხვდებით, თუ რას განიცდის ვერძი, რადგან თქვენ ვერძი არ ხართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა პირადი გამოცდილება (არ გაბრაზდე, არამედ როგორც არსებული მიიღე) უბრალოდ ნაგავია. სწორედ ამიტომ ის როგორღაც თავად გაერკვევა, გადაიტანს – ასეთები გამოუვლია.
კურო
კურო გამანადგურებელი ტანჯულია. და არ ელოდოთ, რომ ის მშვიდად დაიტანჯება და ცხვირს ბალიშში ჩაყოფს. თუ ზოდიაქოს ეს ნიშანი განიცდის, ამის შესახებ აუცილებლად ყველა გაიგებს, თავად ნიშანი ასეთია: დამახასიათებელი ბირთვული სოკო, რომელიც ერთდროულად ჰორიზონტის ყველა მხარეს იზრდება.
და სამწუხარო შეკითხვით: „რით დავიმსახურე ეს ყველაფერი?“ – კურო ბრაზის და მწუხარების დროს გატეხილი ნივთების ცოცხით მოგვას დაიწყებს.
ტყუპები
ისინი მრავალ სიტყვიანი ტანჯულები არიან. და ნებისმიერ თქვენს დაუფიქრებელ კითხვაზე „რა მოხდა?“ მზად იყავით მისი საქმის დეტალებზე ათასჯერ უფრო მეტი გაიგოთ, ვიდრე ელოდით. ტყუპები თავის ამბავს გასული საუკუნის ძალიან შორეული წარსულიდან დაიწყებს, როცა ფანჯრის მიღმა ჯერ კიდევ თბილი საღამო იყო, ხოლო ბუჩქებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ კუთხეში უკვე ელოდათ მკაცრი ყინულიანი ზამთარი, რომელიც ამ უზრუნველ ფლორას დასცინოდა. და ბოლოს გიამბობთ, რომ ის, სულელი ტყუპი, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრების სიყვარულის ხუმრობებზე იცინოდა…
უბრალოდ გირჩევთ, რომ არ დაუსვათ კითხვა: „რა მოხდა?“. ის თქვენ ისედაც ყველაფერს გიამბობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაქვთ შანსი, რომ ის გულის ამაჩუყებელ ისტორიას მხოლოდ მიმდინარე ასწლეულიდან დაიწყებს.
კირჩხიბი
ოჰ, ეს კირჩხიბი. ისინი ძალიან სულიერად განიცდიან! ეს ზოდიაქოს ნიშანი თუ იტანჯება, მაშინ ლამაზად განიცდის – თავისი ამოსუნთქვებით, ჯადოსნური მუსიკის მოსმენით და თვითგანვითარების წიგნების წაკითხვით.
აი, უფრო მოწინავე კირჩხიბები თვითგანვითარების შესახებ წიგნის წერას იწყებენ! ხოლო ახალგაზრდა კირჩხიბი ლექსებს შეთხზავს. ზუსტად ასე: „სისხლი, სიკვდილი, ტკივილი. ღამე, ჩრდილი, სიბნელე. შენ დამტოვე, მაგრამ შენი გული ჩემთან არის. იტირე ან დალიე, ან რამე ამდაგვარი“.
ლომი
კომპანიაში მტანჯველი. ლომს მარტო მწუხარების განცდა არ შეუძლია – მასთან ერთად ყველა უნდა დაიტანჯოს! სწორედ ამიტომ მის განცდებში ჩართული იქნება ყველა ლოხი ვასალი, რომლებმაც ზიმბაბვედან კლანჭების დროულად დაჭერა ვერ მოახერხეს.
რაც ყველაზე საინტერესოა, ლომის ქვეშევრდომები მის გამბრაზებელს პირადი მტრების სიაში შეიყვანენ. და ბრძოლაში ჩაერთვებიან. უდაოდ, ტანჯული ლომი მოწყალებით გირჩევთ, მიაწოდოთ მათ წიწაკა და დახმარებისთვის გულწრფელ მადლობას გადაგიხდით.
ქალწული
აი, ქალური ქალწული – კონსტრუქციული ტანჯულია! ის განიცდის სარგებლით: კედელზე შპალერსაც გააკრავს და პარალელურად დიპლომსაც დაწერს. სწორედ ამის გამო ყველას შურის ობიექტი ხდება.
„უჰ. როგორი ძლიერია, როგორ უძლებს, აი თვითკონტროლი!“ – ამბობენ გარშემომყოფები. სინამდვილეში ქალწულს ასეთი შეფასების წინააღმდეგ არაფერი აქვს სათქმელი და გულის სიღრმეში თავისი ტანჯვისთვის მადლობელიც არის. მას აღიქვამს, როგორც დროულ ჯადოსნურ დარტყმას.
სასწორი
ამ ნიშანს სასწორი ტყუილად არ ჰქვია, რადგან მას მწუხარების საპასუხოდ რაღაც სასიამოვნოთი მხიარულება შეუძლია. რა არის საპირისპირო წონა დამოკიდებულია სტატუსზე, საფულის სისქეზე და სასწორის სქესზე: ვიღაცას ახალი ჩაის ჭიქის ყიდვა ასულიერებს, ზოგს სპორტული მანქანა. სწორედ ამიტომ გარედან ისე ჩანს, რომ სასწორი ყველაზე სტაბილური ზოდიაქოს ნიშანია. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, სინამდვილეში გულის სიღრმეში სასწორს მძიმე პერიოდი აქვს.
მორიელი
ამ ზოდიაქოს ნიშანს მწუხარების უნარი უბრალოდ არ აქვს. რა თქმა უნდა, ის გულწრფელად ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.
მშვილდოსანი
მასთან აღიქმება გამონათქვამი: „უბედურება მარტო არ მოდის“. ამასთან იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავად მშვილდოსანი ყველაფერს გონივრულად აწყობს. ტიპიური მშვილდოსანი მწუხარებისთვის მიზეზების კოლექციას ქმნის, შემდეგ საჭირო მომენტში ყველაფერი ერთდროულად ამოიფრქვევა.
მაგ., მეუღლის წასვლის შემდეგ მშვილდოსანი ცრემლის გადმოგდებას ვერ ახერხებს და ჭიქას ჭიქაზე ცლის. ის იმედოვნებს, რომ მეუღლის წასვლის შემდეგ, მას სამსახურიდან გააგდებენ. ძალიან კარგია თუ ამ დროს ხელს მოიტეხავს, ამასთან მარჯვენას.
თხის რქა
ეს ჯიუტი, მაგრამ უდაოდ ნათელი ზოდიაქოს ნიშანი შორსმჭვრეტელობით გამოირჩევა. თხის რქა ბედის ნებისმიერი დარტყმისთვის მზად არის, რადგან მხოლოდ მისთვის არის ცნობილი, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
და შემდეგ ის დაჯინებით რქით ღობეს ეყრდნობა და იმეორებს მანტას: „ღობე მუდმივი არაა, მუდმივი არაა, დაეცი – თხის რქა ძლიერი ფრინველია“. და ბოლოს, მისი იმედით და ოპტიმიზმით, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, ღობე დაეცემა.
მერწყული
დეპრესიულ მდგომარეობაში მერწყული ქედმაღლობას იწყებს, რადგან ყველა ჭიანჭველა ადამიანმა მისი ტანჯვის შესახებ არ უნდა გაიგოს. გვერდიდან კი ასეთი სურათი ვითარდება: უღირსი პატარა კაცები ერთმანეთს უყურებენ და ვარაუდობენ, რომ დროა სასწრაფო გამოიძახონ. მერწყულს კი არ აინტერესებს, მისი ხედვა სავსეა საუკუნის ტანჯვით და საკუთარი თანავარსკვლავებისკენ არის მიმართული. „დიახ, თანავარსკვლავედს ჩემი სახელი უწოდე, – ჩურჩულებს მერწყული, – და თქვენ შეძლებთ?“ და იცით, როგორღაც თავს უკეთ გრძნობს.
თევზები
ეს ადამიანები ცოტა მაზოხიზმით გამოირჩევიან – განიცდიან და ამით სიამოვნებას იღებენ. რა თქმა უნდა, ისინი ყველას ეუბნებიან, თუ როგორ არ უყვართ ტანჯვა, მაგრამ სინამდვილეში ეს ნამდვილი თავდაცვის იარაღია.
ტიპიური თევზს მხოლოდ მიეცი საბაბი, თუნდაც საღამოს საათებში მეუღლეს უცნობმა დაურეკოს, რომელიც როგორც არ უნდა იყოს ქალი და სუსტი ხმის მფლობელია. აი, ესეც ჩასაჭიდი და მოდი დავიწყოთ ტანჯვა… ამასთან ძლიერად! კილომეტრიდან შეიძლება გაიგონოთ და დაინახოთ. შემდეგ ცრემლებით დაიბანს და მასში ჩაიძირება! იფიქრებთ, თევზი არ იძირება, სიტყვებს რატომ ეკიდებით! აქ ხომ მთავარი ჩაძირვაა, ანუ ამას ნიშნავს.
ახლა, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მტკივნეული ადგილი იცით, შესაბამისად, შეძლებთ დაეხმაროთ ახლობელ ადამიანს, რადგან მისი ქცევის ბუნება გესმით! ამ აღწერაში საკუთარი თავი ამოიცანით?
ეს უჩვეულო ჰოროსკოპი მეგობრებს გაუზიარეთ, შესაძლოა, ზოგიერთს ახლობელთან ურთიერთობის დალაგებაში დაეხმაროს.