ინტერნეტ სივრცე სავსეა ნაწლავის გაწმენდის მეტოდებით. და, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი მზად არის სცადოს ნებისმიერი პოპულარული მეთოდი, ნაცვლად იმისა, რომ მიაკითხოს ექიმს. საიდუმლო ისაა, რომ ხალხური მეთოდები აღმოჩნდება უარესი და იმაზე საშიში, ვიდრე თქვენი ექიმის რეკომენდაციას. წარმოგიდგენთ 5 ძირითად კითხვას, ნაწლავის წმენდის შესახებ და ასევე, გთავაზობთ ექიმის პასუხებს.
ინტერნეტ სივრცეში არსებობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდის უამრავი რჩევა – რატომ არის ეს რჩევები ასეთი პოპულარული და შეგვიძლია თუ არა ვენდოთ მას?
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისტემა და მსხვილი ნაწლავები ჩვენი სხეულის მნიშვნელოვანი ორგანოებია. საკვების გადამუშავების გარდა, მას რიგი ფუნქციები აქვს. მსხვილი ნაწლავი არის დიდი რაოდენობით ბაქტერიის წყარო, სწორი ურთიერთქმედება კი დაგვეხმარება იყოს ჯანსაღი. ითვლება, რომ თუ კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 40 მეტრ კვადრატია. კარგი იქნება, რომ ის რეგულარულად გასუფთავდეს.
თუმცა, სწორი იქნებოდა თუ ვიტყვით, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არ უნდა იყოს მთლიანად სუფთა იმისათვის, რომ კარგად ფუნქციონირებდეს.
როგორც წესი, ისინი სთავაზობენ ნაწლავების გასუფთავებას მარილ წყლით, ნატურალური წვენებით, სოდით, კეფირით, აბუსალათინით, მწვანილებით – რა შეიძლება ამ პროდუქტების მიღებას მოჰყვეს?
მე არ ვხედავ ამაში რაიმე ცუდს, საკმაოდ კარგია ეს პროდუქტები. გულწრფელად ვამბობ, მე ძალიან მიყვარს, როდესაც სახლში მოვდივარ და ძილის წინ კეფირს მივირთმევ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია.
აქ ეს კითხვა იმდენად არ ეხება პროდუქტებს, რამდენადაც მათი გამოყენების რაოდენობას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვიხმაროთ ციანოკობალომინი, რაც არის ვიტამინი B12. თუმცა, ამ ნივთიერების მოხმარების რაოდენობა მცირე უნდა იყოს. ციანოკობალომინი ყოველდღიურად აუცილებელია დაახლოებით 3 მკგ. მართალია ეს საკმაოდ მცირე დოზაა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ამის გარეშე განვითარდება მძიმე ანემია.
საკვები აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი და ჯანსაღი. ყველაფერი, როგორც ბავშვობიდან გვასწავლიდნენ. ჩვენ უნდა მოვიხმაროთ ცილების საკმარისი რაოდენობა (მათ შორის ამინომჟავები), ასევე, ცხიმები და ნახშირწყლები. არ უნდა დაგვავიწყდეს ვიტამინების მიღებაც.
არსებობს თუ არა სამედიცინო მითითება კუჭ-ნაწლავის წმენდისთვის?
რა თქმა უნდა, არსებობს კუჭ-ნაწლავის წმენდის სამედიცინო მეთოდები. არის სიტუაციები, როდესაც ადამიანი იძულებულია გაიჭმინდოს კუჭ-ნაწლავი, როდესაც არის ბაქტერიების დადგენილი ბალანსის დარღვევა (კედლის მიკროკლიმატის ბალანსი), რომელიც ამცირეს სისხლში ელექტროლიტების შემადგენლობას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კოლონიოსკოპიისთვის მომზადება ან სწორი ნაწლავის კომპლექსური ოპერაციია. მართალია, რომ ადამიანების უმრავლესობა ოპერაციის გარეშე აგვარებს პრობლემას, მაგრამ ზოგჯერ ზიანი იმდენად დიდია, რომ მის გარეშე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.
შეიძლება თუ არა, რომ ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა კუჭ-ნაწლავის გაწმენდა?
შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი გრძნობდეს, რომ მის კუჭ-ნაწლავის სისტემაში რაღაც ხდება? დიახ, რა თქმა უნდა. ეს შესაძლებელია. თუმცა აუცილებელია კონსულტაციები გასტროენტეროლოგთან, ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება. აუცილებელია პროფილაქტიკური გამოკვლევები, რაც ნაწლავის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო რეკომენდაციაა.
შეიძლება თუ არა ექიმმა კუჭ-ნაწლავის წმენდას გაუწიოს რეკომენდაცია მაშინ, როდესაც არ საჭიროებს კვლევისთვის მომზადებას ან ოპერაციას?
ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაწლავის ე.წ. ევაკუაციის ფუნქციის ნორმალიზებაზე. ფეკალური არეები არ უნდა იყოს ზედმეტად ტრავმული. შეკრულობის მქონე ადამიანებში, დიეტის მენიუში სასურველია ლაქტოზას გამოყენება, რაც სპეციალური მჟავაა ნაწლავებისთვის.