დრო მოვიდა, რომ მადლიერება გამოხატოთ, რაც გაზრდის თქვენს შესაძლებლობებს და გახდებით უფრო ბრძენები. თითოეული ზოდიაქოს ნიშანი სხვადასხვა რამის გამო გამოხატავს მადლიერებას.
1. ვერძი
ვერძი ოჯახის და მეგობრების მადლიერია. რა თქმა უნდა, ისინი ხშირად არ ისმენენ მისგან მადლიერების სიტყვებს, მაგრამ ახლობლების გარეშე ის ვერ გახდებოდა ისეთი, როგორიც დღესაა. ოჯახი შთააგონებს მას, აძლევს საშუალებას, რომ იყოს ლიდერი. საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რამაც ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით უნდა აგავსოთ ყოველდღე.
2. კურო
ეს ნიშანი მადლიერია რწმენისთვის და განსაკუთრებით იმისთვის, რომ იცავს და იბრძვის საკუთარი პრინციპებისთვის, რომლებიც ყოველთვის არ ემთხვევა საერთო აზრს. კუროს ურჩევნია დინების საწინააღმდეგოთ ცურვა. ამაში ის იღებს გამოცდილებას და მადლიერია იმისათვის, რომ მინიმუმ ერთი რაღაც კარგი გააკეთა.
3. ტყუპები
ტყუპები ყურადღებას ამახვილებენ პატარა რამეებზე. როდესაც ყველას აქვს დიდი მასშტაბის სურათი, მათ შეუძლიათ ყურადღება მიაქციონ ყველაზე უმნიშვნელო ნიუანსებს. ტყუპები მადლიერია ამ შესაძლებლობისთვის, იმისთვის, რომ უბრალოდ ცხოვრობენ და ღრმად სუნთქავენ.
4. კირჩხიბი
კირჩხიბს დიდი გული აქვს. ის ძალიან მადლიერია იმისთვის, რომ ყველაზე ახლო და ძვირფასი ადამიანებისთვის ყველაფრის გაზიარების შესაძლებლობა აქვს. კირჩხიბს ძალიან აწუხებს ის, რომ მასზე ხშირად არ ზრუნავენ. თუმცა თუ ოდნავი მზრუნველობა გამოიჩინეთ, კირჩხიბის მადლიერებას საზღვარი არ აქვს.
5. ლომი
ლომი, ყველა ადამიანის ცხოვრებაში, სინათლის სხივია. ის მადლიერია მის ცხოვრებაში ნათელი მომენტებისთვის, ასევე იმისათვის, რომ შეუძლია მის გარშემო ყველასთვის ბედნიერების მინიჭება. ის მადლიერია იმისთვის, რომ ხალხს ისინი სჭირდებიან და უზიარებენ ოპტიმიზმს, პოზიტიურ დამოკიდებულებას და სიყვარულს.
6. ქალწული
როდესაც ეძებთ რჩევას და მხარდაჭერას, ქალწული ყოველთვის საშველად მოდის. ის მადლიერია იმით, რომ მას შეუძლია ქაოსის და გაურკვევლობის მოგვარება. ქალწული საუკეთესო მეგობარია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია მიმართოთ ნებისმიერი რჩევისთვის ან რეკომენდაციისთვის.
7. სასწორი
ეს ნიშანი თითქმის არასოდეს კარგავს ბალანსს და მუდმივად ცდილობს სრული ჰარმონიის მიღწევას. ის სასწაულად მადლიერია ამ შესაძლებლობისთვის, ამ საჩუქრისთვის, რომელიც ყველას არ აქვს. ისინი ასევე მადლიერები არიან, რომ მიუხედავად სიტუაციისა, ყოველთვის ნამდვილი მეგობრები არიან.
8. მორიელი
მორიელს უნარი აქვს გაუგოს და მოუსმინოს სხვებს და გამოხატოს ემპათია. ის მადლიერია ამის გამო, რადგან იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და გვერდში დგომა ადამიანებისთვის.
9. მშვილდოსანი
ნებისმიერი ცხოვრებისეული შთაბეჭდილებისადმი მადლიერების გამოხატვა მშვილდოსანის კრედოა. ამ ნიშანს შეუძლია ყველაფერო გააკეთოს სინანულის გარეშე და დაიხარჯოს ბოლომდე. ის მადლიერია თავისი მხიარული ხასიათია. მშვილდოსანი მიიჩნევს, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისათვის, რომ ძალიან სერიოზულად აღიქვას.
10. თხის რქა
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხალხი ყველაზე მებრძოლები არიან. თხის რქა მადლიერია იმისთვის, რომ შეუძლია წარმატების და მიზნების მიღწევა. იგი ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე და მუდმივად ეძებს გზასმ რომ მწვერვალები დაიპყროს.
11. მერწყული
მერწყული მადლიერია იმისთვის, რომ შეუძლია დაეხმაროს მას, ვისაც ეს სჭირდება. მისი თავისუფალი სული და თანდაყოლილი უნარი მას საშუალებას აძლევს სრულყოფილად გაუგოს მის გარშემო არსებულ სამყაროს. ის მადლიერია იმისთვის, რომ შეუძლია მომავლისკენ გახედვა და ახალი, შორსმჭვრეტელი მიზნებს დასახვა.
12. თევზები
თევზები შეიძლება ყველაზე მოკრძალებულნი იყვნენ ზოდიაქოს ნიშნებში. მათ იციან, როგორ უნდა იყვნენ მადლიერნი თავიანთი შესაძლებლობების გამო. მათ შეუძლიათ თანაგრძნობის გახატვა. თევზებს მიაჩნიათ, რომ თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, აუცილებლად უნდა დაეხმარნონ.