ზოდიაქოს ამ ნიშნებს ნებისმიერი ისტორიის ლამაზად მოყოლა შეუძლიათ

1084

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეგიძლიათ ისტორიების კარგად მოყოლა? იცით თუ როგორ უნდა მიიპყროთ აუდიტორიის ყურადღება?  მოდით ვნახოთ რომელი ზოდიაქოს ნიშნები არის საუკეთესო მთხრობელები.

1. ვერძი

ვერძი აშკარად გამოხატავს თავის აზრებს და გრძნობებს, და ამ ყველაფრის მოყოლა მაყურებლებს ართობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადბეული ხალხი საოცრად ჰყვებიან სიყვარულის თავგადასავლებს. ვერძს ყოველთვის აქვს ამის კარგი გამოცდილება და აქედან გამომდინარე, ბევრ საინტერესო თემაზე შეუძლია საუბარი. ისინი იმპულსურები არიან, უყვართ რისკზე წასვლა, როგორც წესი, ენთუზიაზმით ცხოვრობენ და ცდილობენ ბოლომდე დაიხარჯონ.

2. ტყუპები

ისინი ბრწყინვალე თანამოსაუბრეები არიან და საუბარში ხშირად იხსენებენ საკუთარ ისტორიებს. ისინი საკმაოდ ბუნებრივები არიან. გამოირჩევიან შესანიშნავი იუმორის გრძნობით და იციან, როგორ გადმოსცენ ამბავი პოზიტიურად. ამ ნიშნის წარმომადგენლები ინტელექტუალებიი არიან და შეუძლიათ სხვადასხვა მოვლენების ანალიზი. ამიტომ მათ ინსტინქტურად იციან, რომელ სიტუაციებში რომელი ისტორია უნდა გაიხსენონ.

3. ლომი

თუ ვინმეს იცის, თუ როგორ უნდა დაიჭიროს აუდიტორია, ეს ლომია. ყველა ლომს სურს იყოს ყურადღების ცენტრში. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან საინტერესო და ქარიზმატული პიროვნებები არიან, რომლებიც აუდიტორიის აღტაცებას იწვევენ. ასევე, აქვთ კარგი იუმორის გრძნობა, ხოლო ისტორიის მოყოლაში ბადალი არ ჰყავთ. ისინი იმდენად ოსტატურად მოქმედებენ სიტყვებით, რომ მსმენელები ოპტიმისტურად ეწყობიან და დარწმუნებულნი არიან მთხრობელში.

4. ქალწული

ქალწულმა იცის, თუ როგორ უნდა ფოკუსირდეს დეტალებზე და მოჰყვეს მოსაწყენი ისტორია ისე, თითქოს ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. იგი ყურადღებით ამზადებს თავის გამოსვლებს, საუბრობს მარტივად და ბუნებრივად, მისი გამოსვლა ძალიან კომპეტენტური და საინტერესოა. ის დიდი ხანი მუშაობს იმაზე, რომ მისი ისტორია დამაჯერებელი და საინტერესო გამოვიდეს.

5. სასწორი

სასწორმა იცის, თუ როგორ უნდა შეთხზას ისტორია და მიიპყროს მსმენელთა ყურადღება. ის ამას ისე აკეთებს, თითქოს მთელი ცხოვრება ამ საქმითაა დაკავებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ზოგჯერ სასწორი გადაჭარბებულია. პარტიის ან სოციალური ღონისძიების დროს, ისინი ხალხს ბევრს ესაუბრებიან.  მათ, ასევე, სურთ სხვებს მოეწონოთ და ამიტომაც ყოველთვის ყველა მეთოდით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას.

6. თევზები

თევზების საუბარი ზოგჯერ მარტივი მონოლოგია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უფრო მხატვრული და ემოციური იყოს. თევზებს ძალიან კარგი ფანტაზიის უნარი აქვთ, ამიტომ მათი ისტორიები ყოველთვის არ არის რეალობა. მას ასევე მოწონს, როდესაც აუდიტორიას უსმენს, ის საკმაოდ ინტუიციურია. მისი მოყოლილი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი ინტერესი აქვს მას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს