არტერიული წნევის მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკში. ყურადღება მიაქციეთ, რომ მომენტი არ გამოგეპაროთ

12034
არტერიული წნევის მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკში. ყურადღება მიაქციეთ, რომ მომენტი არ გამოგეპაროთ
არტერიული წნევის მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკში. ყურადღება მიაქციეთ, რომ მომენტი არ გამოგეპაროთ

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის ყველაზე მეტად გავრცელებულ ჩივილს მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა წარმოადგენს. ასეთი პათოლოგია ადამიანის განწყობაზე ძლიერ გავლენას ახდენს.

არტერიული წნევის გასინჯვის დროს შემდეგი მაჩვენებლები უნდა გაითვალისწინოთ. სისტოლური წნევა – ზედა ზღვარი, რომელიც სისხლის გათავისუფლების დროს წნევის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს. დიასტოლური წნევა – ქვედა ზღვარი, რომელიც გულის შეკუმშვის დროს შესვენებისას სისხლძარღვების მდგომარეობას განსაზღვრავს.

ადამიანის არტერიული წნევა

ზრდასრულ ადამიანის ნორმალურ არტერიულ წნევად 12080 მმ ვერცხლის სვეტში ითვლება. მაგრამ ჩვენ, ყველა უნიკალურები ვართ, ამიტომ მხოლოდ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობა არ ღირს.

განსაზღვრულ ასაკში არტერიული წნევის გასაგებად, საკმარისია ჩვენს ცხრილს ჩახედოთ.

ზემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს, რომ რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო მეტია მისი წნევის მაჩვენებელი. ეს ფაქტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ასაკობრივ ცვლილებაზე არის დამოკიდებული.

თუ თავს ხშირად ცუდად გრძნობთ და თვლით, რომ ამაში დამნაშავე არტერიული წნევაა, გირჩევთ სპეციალური დღიურის ქონას. მასში ყოველდღიური არტერიული წნევის მაჩვენებლები ჩაინიშნეთ. თვის ბოლოს კი ექიმს მიმართეთ და თქვენი დაკვირვება აჩვენეთ.

პროდუქტები, რომლებიც წნევას ზრდიან

1.ჩირი

დილით ყავის დალევაზე უფრო კარგია ჩირის მირთმევა. წნევას კარგად ზრდის საკვები, რომელიც კალიუმით და უჯრედისით არის გაჯერებული. ბევრ კალიუმს ფინიკი და ჭერმის ჩირი შეიცავენ. ასევე სასარგებლოა ლეღვი, ქიშმიში და შავქლიავი.

დაბალი წნევის მქონე ადამიანებმა ჩირი, დღეში 6-ჯერ, მცირე პორციებით უნდა მიიღონ. ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ, მოძრაობა წნევას საჭირო დონეზე გაზრდის. ეს აუცილებელია. თუ დაბალი წნევის გამო თავი ხშირად გტკივათ და თავბრუსხვევები გაწუხებთ. დილით მსუბუქი ვარჯიში აუცილებელია.

2.კაკალი

სხვადასხვა სახის კაკალი არა მხოლოდ კალიუმს, არამედ მაგნიუმს, რკინას, სელენს, B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავენ. ასეთი შემადგენლობა ჰიპოტონიკებისთვის მნიშვნელოვანია.

ძალიან სასარგებლოა ერთი მუჭა ჩირის და კაკლის თან ტარება. ნებისმიერ მედიკამენტზე უკეთესია. პირველი უსიამოვნო შეგრძნებისთანავე ცოტა იმწამსვე შეჭამეთ. გულს და მთელ ორგანიზმს აძლიერებს.

3.ცხარე წითელი წიწაკა

წითელი წიწაკა, ასევე სხვა ცხარე სანელებელი, წნევას საოცრად ზრდის. ასევე წნევის ზრდას ხელს უწყობს მარილი, რომელიც ორგანიზმში სითხეს აკავებს, მაგრამ დიდი რაოდენობით მისი მოხმარება არ ღირს. უმჯობესია მაქსიმალურად ბევრი სასარგებლო სანელებელი მიირთვათ!

წითელი წიწაკა შეიცავს ალკალოდიურ კაფსიკს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს და სიბერეს აფერხებს.

4.ლემენგრაზი

ჩინური ლემენგრაზის ხმელი ნაყოფი ორგანული მჟავებით და ეთერზეთებით მდიდარია. როგორც კი 2 მცირე ზომის ნაყოფს მიირთმევთ, ცენტრალური ნერვული სისტემა ტონუსში მოვა, წნევა გაიზრდება. ასევე კარგია მისი თან ტარება! ჩირების დახლზე ეძებეთ.

პროდუქტები, რომლებიც წნევას ამცირებენ

1.წყალი ლიმონით და თაფლით

250 მლ მინერალურ წყალს ნახევარი ლიმონი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. საშუალება მარტივია, მაგრამ უკვე ნახევარ საათში იმოქმედებს.

2.კეფირი დარიჩინით

გასაოცარია, მაგრამ ჩვეულებრივი უცხიმო კეფირი და დარიჩინი წნევას ამცირებენ. 1 ჭიქა კეფირს 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი დაუმატეთ. ეფექტს სწრაფად იხილავთ.

3.კენკრა ძახველი

წნევის სწრაფად შესამცირებლად, რამდენიმე ცალი ძახველი უნდა დაღეჭოთ. შეგიძლიათ როგორც ახალი, ასევე ხმელი კენკრა გამოიყენოთ.

4.ნიახური

ნიახური არტერიულ წნევას არეგულირებს და სწრაფ წნევის თამაშს აგაცილებთ. თუ დღეში 5-7 ცალ ნიახურს მიირთმევთ, შეგიძლიათ ჰიპერტონია გააკონტროლოთ! მწვანილი თან გქონდეთ და საჭიროების შემთხვევაში დაღეჭეთ!

როგორ მოქმედებს ნიახური? ის სტრესის ჰორმონის შემცირებას ხელს უწყობს, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროებენ. ნიახურის მირთმევის შემდეგ სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლის კარგად მოძრაობს, წნევა არ იზრდება. ყველაფერი მარტივი და ლოგიკურია!

არ დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლო და ინფორმაციული სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს