ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ძვირფასი ქვა შეესაბამება.
ვერში – ალმასი
ვერძი ყველაზე მიზანდასახეული ნიშანია. ალბათ მხოლოდ ვერძს აქვს ყველაფერის მიღწევის ძალიან დიდი სურვილი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მათი ძვირფასი ქვა არის ბრილიანტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვა ბუნებაში.
კურო – ვარდისფერი კვარცი
სენტიმენტალური და მგრძნობიარე კუროსთვის ვარდისფერი კვარცი შესანიშნავია. მიუხედავად მსუბუქი ხასიათისა, კურო საკმაოდ ჯიუტია. აქედან გამომდინარე, ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელისთვის ხალხთან კომუნიკაცია მარტივი არ არის.
ვარდისფერი კვარცი კუროს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
ტყუპები – მარგალიტი
ტყუპები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ სხვებს. მარგალიტი ხელს შეუწყობს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გახდნენ უფრო მგრძნობიარენი სხვების მიმართ.
გარდა ამისა, მარგალიტი იცავს ტყუპებს იმედგაცრუებისგან.
კირჩხიბი – ტურმალინი
კირჩხიბისთვის ოჯახის ბედნიერება და მშვიდობა მნიშვნელოვანია. ტურმალინი ხელს შეუწყობს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონიას მიაღწიონ და იყვნენ ბედნიერები.
ლომი – ციტრინი
ლომის კეთილშობილება. ისინი არიან ძალიან გულუხვები და ყველასთვის ღია, მაგრამ, როგორც ნამდვილი ლომები, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგონ თავიანთი ხასიათი.
ქალწული – საფირონი
ქალწული, ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ნიშანად ითვლება. ამიტომ, საფირონი მათთვის სრულყოფილი იქნება.
საფირონი აძლიერებს სულისკვეთებას და სიბრძნეს.
სასწორი – მარჯანი
ველამ იცის, რომ სასწორი ყველაზე მრავალმხრივი ნიშანია. თუ გსურთ სიტუაცია სხვადასხვა მხარიდან დაინახოთ, სასწორზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებს.
სასწორი ცდილბს ყველაფერში ბალანსს მიაღწიოს. მარჯანი დაეხმარება მას აზრების სწორი მიმართულებით წაყვანაში.
მორიელი – ტოპაზი
ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი ნიშნის წოდება ეკუთვნის მორიელს. მისი ინტუიცია მართლაც საოცრად ზუსტი და ფენომენალურია
მაგრამ ხშირი დეპრესია ხელს უშლის მორიელს მიზნის მიღწევაში, და სწორედ აქ მას დაეხმარება ტოპაზი, რომელიც არა მხოლოდ აქრობს უარყოფით აზრებს, არამედ აძლიერებს ინტუიციას.
მშვილდოსანი – გრანატი
შეუდარებელი ოპტიმიზმი, სიხარული და ხიბლი – ეს ყველაფერი მშვილდოსნის თანდაყოლილი თვისებებია. ისინი საკმაოდ ჭკვიანები არიან და მათი ინტერესები უსაზღვროა.
იდეალური არჩევანი მშვილდოსნისთვის არის გრანადი, მარადიული ენერგიის ქვა, რომელიც ხელს არ შეუშლის ამ დაუღალავ ნიშანს.
თხის რქა – მწვანე ამეთვისტო
თხის რქა – ზოდიაქოს ყველაზე ამბიციური და მიმზიდველი ნიშანი.
მწვანე ამეთვისტო არის მოაზროვნე და სტრატეგიებული ქვა, იდეალურად შეეფერება ყველა მშვილდოსანს.
მერწყული – ამეთვისტო
თავისუფლებისმოყვარე მერწყულები არაპროგნოზირებადები არიან თავიანთი ქმედებებით, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იყოს დამოუკიდებელი.
მათთვის საუკეთესო ქვა ამეთვისტოა. ითვლება, რომ ეს ქვა ზრდის სიყვარულს და შეუძლია ჩხუბის შემდეგ მშვიდობის დამყარება.
თევზები – ლურჯი საფირონი
საფირორი ერთ-ერთი ყველაზე თბილი ქვაა, რომელიც ასახავს ცის და სულის სიმბოლოს.
ლურჯი საფირონი არის შესანიშნავი არჩევანი თევზებისთვის, რომლებსაც დაეხმარება ოცნებასა და რეალობას შორის ბალანსი დაამყაროს.
მოგწონთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ქვა? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.