სახლში მომზადებული ზამთრის სუპები: ისეთივე ცხელი, როგორიც პირველი სიყვარულია

2137

რამდენიმე ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ახალი წლის დღესასწაულების დროს ჯანსაღი კვება აუცილებელია. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ არ გადატვირთოთ საჭმლის მომნელებელი სისთება, მიირთვით გემრიელი, სახლში მომზადებული სუპები.

წვნიანის დღეები – შესანიშნავი გადმოტვირთვა მაიონეზიანი სალათის სეზონამდე. ბევრი თქვენგან სწორედ ამ მენიუთი დაიკლებს წონაში.

ცივ სეზონში განსაკუთრებით გვჭირდება სითბო, ზრუნვა და გემრიელი კერძი. საუკეთესო საშუალებაა მიირთვათ წვნიანი. სახლში მომზადებული წვნიანი იდეალურია, როდესაც საჭიროა საჭმლის მომნელებელი სისტემის მწყობრში მოყვანა.

ჩვენ შემოგთავაზებთ 3 სუპის რეცეპტს, რომელიც იდეალურია ზამთარში.

ნივრის წვნიანი

ეს სუპი საუკეთესოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. ის ჯანსაღი, გემრიელი და არომატულია.

მასალები:

  • 1.5 ლ ხორცის ბულიონი
  • 500 გ კარტოფილი
  • 20 გ კარაქი
  • 10 კბილი ნიორი
  • 1 კვერცხი
  • კამა, წიწაკა, მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. გათალეთ კარტოფილი.
  2. გაასუფთავეთ 5 კბილი ნიორი.
  3. დაამატეთ კარაქი დაჭრილი ნიორს და კარტოფილს.
  4. მსუბუქად შეწვით ყველაფერი და დაასხით ბულიონი.
  5. მოხარშეთ კარტოფილი.
  6. გაასუფთავეთ დანარჩენი ნიორი და წვნიანს დაამატეთ.
  7. აურიეთ ყველაფერი კარგად.
  8. დაამატეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და წვიანთან ერთად მოხარშეთ.
  9. დადგით ცეცხლზე. დაუმატეთ კამა და გემრიელად მიირთვით.

ბოსტნეულის და ლობიოს სუპი

მასალები:

  • 200 გ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 3 კარტოფილი
  • 100 გ მოხარშული ლობიო
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 3-4 სმ სიგრძის ხახვის ფოთოლი
  • ოხრახუში და მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ერთმანეთს შეურიეთ დაჭრილი სტაფილო და ხახვი. მოხრაკეთ ზეთში.
  2. ყვავილოვანი კომბოსტოს შიგთავსი დაჭერით კუბიკებათ და მოათავსეთ მდუღარე წყალში.
  3. დაამატეთ სტაფილო და ხახვი და ხარშეთ 15-20 წუთი.
  4. დაამატეთ ლობიო (შეგიძლიათ გამოიტენოთ დაკონსერვებული) და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. როდესაც მომზადდება, მოაყარეტ მწვანილი.
  5. გემრიელად მიირთვით.

მწვანე ბარდის და პიტნის სუპი

მასალები:

  • 1.5 ლიტრი წყალი
  • 250 გ გაყინული ბარდა
  • 3 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 30 გ კარაქი
  • 100 მლ კრემი
  • პიტნის რამდენიმე ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. მოხარშეთ კარტოფილი, დაჭერით პატარა კუბიკებით, ხარშეთ 10 წუთი.
  2. კარაქი მოათავსეთ ტაფაზე, მოხრაკეთ ხახვი.
  3. დაამატეთ ხახვი, ბარდა და გააჩერეთ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
  4. წვნიანს დაამატეთ მარილი გემოვნებით.
  5. ჩაასხით ნაღები, დაამატეთ დაჭრილი ნიორი, წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთლები, და გააჩერეთ სანამ არ ადუღედბა.
  6. პიტნის წვნიანი მზად არის. გემრიელად მიირვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს