ტორტი მხოლოდ ტკბილეული არააა. ეს არის დღესასწაულის სიმბოლო, საკონდიტრო ხელოვნების გვირგვინი, სიამოვნების გამოვლინება! ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული არის იმაზე, თუ რამდენად სწორად და კარგად ერწყმის ბისკვიტი კრემს. მხოლოდ იდეალური წყვილი განაპირობებს ტკბილეულის წარმატებას…
ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის გთავაზობთ 7 სხვადასხვა სახის კრემის მომგებიან რეცეპტს. ისინი არა მხოლოდ ტორტის, არამედ სხვა დესერტების მოსამზადებლად გამოგადგებათ. მილები, ეკლერები, ნამცხვრები, ბლითები და ოლადიკები – ყველას კრემი სჭირდება.
ექსპერტის რჩევა: თუ გსურთ, რომ კრემი სუსტი საინტერესო არომატით გამორჩეული იყოს, მთავარ ინგრედიენტებთან ერთად ცოტა ალკოჰოლი დაუმატეთ – გამოგადგებათ კონიაკი, ნებისმიერი ლიქიორი და არაყიც კი!
მოხარშული კრემი
ინგრედიენტები:
- 500 მლ რძე
- 200 გრ შაქარი
- 1 ჩ/კ ვანილი
- 4 კვერცხის გული
- 50 გრ ფქვილი
მომზადება:
1.კვერცხის გული ფქვილს, შაქარს და ვანილს აურიეთ.
2.ნარევს ცხელი რძე დაასხით და ყველაზე დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ კრემი სქელი არ გახდება.
კარაქიანი კრემი
ინგრედიენტები:
- 1 პაკეტი კარაქი
- 4 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 100 გრ შაქრის ფხვნილი
- მწიკვი ვანილი
მომზადება:
1.კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. ღრმა ძირის მქონე ქვაბში მასა ბოლომდე გასქელებამდე ჩაასხით.
2.ფხვნილი კარაქს აურიეთ და აქ კვერცხის ნარევი და ვანილი დაუმატეთ.
მოხარშული რძის და კარაქის კრემი
ინგრედიენტები:
- 1 ქილა მოხარშული რძე
- 1 პაკეტი კარაქი
მომზადება:
მოხარშული რძე და ოთახის ტემპერატურის კარაქი ერთმანეთს კარგად აურიეთ.
კრემი კვერცხით და მოხარშული რძით
ინგრედიენტები:
- 200 გრ კარაქი
- 100 გრ მოხარშული რძე
- 2 კვერცხის გული
- მწიკვი ვანილი ან 30-50 გრ ლიქიორი
მომზადება:
1.მოხარშული რძე და კარაქი ათქვიფეთ.
2.კვერცხის გული ვანილთან ან ლიქიორთან ერთად ათქვიფეთ, კარაქიანი მასა დაუმატეთ.
მანანას კრემი
ინგრედიენტები:
- 0,5 ჭიქა რძე
- 1 ს/კ მანანის ბურღული
- 1 ჩ/კ შაქარი
- 0,5 ჩ/კ კარაქი
- 1 ცალი კვერცხის გული
- 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
მომზადება:
1.რძე ვანილთან და შაქართან ერთად აადუღეთ. მანანის ბურღული ცოტა წყალში გახსენით და რძეს დაუმატეთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ.
2.კვერცხის გული შაქართან და კარაქთან ერთად ამოიყვანეთ. ცოტ-ცოტა მანანის ბურღყლი კვერცხის გულს დაუმატეთ. ყველაფერი მიქსერით კარგად აურიეთ.
ეკლერის კრემი
ინგრედიენტები:
- 2 ცალი კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
- 1,5 ჭიქა რძე
- 2 ჩ/კ გამდნარი კარაქი
- 2 ჩ/კ ფქვილი
მომზადება:
1.კვერცხი და ფქვილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ერთმანეთს აურიეთ.
2.რძე და შაქარი ერთად აადუღეთ, რძე წვრილი პირით კვერცხის მასას დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
3.კრემი ცეცხლზე დადგით, მაგრამ ადუღებამდე არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ. ვანილის შაქარი და კარაქი დაუმატეთ. ნაზი კრემი სწრაფად გააგრილეთ, ცივი წყლით ან ყინულით სავსე თასში ჩადგით.
კრემი „მასკარპონე“
ინგრედიენტები:
- 200 გრ ხაჭო (8%)
- 200 მლ ნაღები (33%)
მომზადება:
1.ხაჭო სახეხში გახეხეთ.
2.მაცივრიდან ახალ გამოღებული ნაღები ხაჭოს დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ, სანამ აფუმფულებულ მასას არ მიიღებთ.
კრემის მომზადება როგორი სასიამოვნოა! თეფშზე ღრუბელი – აი, ასეთ ასოციაციას იწვევს სწორად მომზადებული კრემის მასა. ჩვენი რეცეპტების წყალობით შეძლებთ ნებისმიერი დესერტი ფანტასტიკურად წარმატებულ დელიკატესად გადააქციოთ!
ექსპერიმენტების ჩატარების არ შეგეშინდეთ – სცადეთ კრემს ყავა, თაფლი, ლიმონის ცედრა, მუსკატის კაკალი დაუმატოთ. ფანტაზიას გასაქანი მიეცით – ეს საკონდიტრო წარმატების გარანტიაა.
სტუმრებს ამ 100 %-ით შესანიშნავი რეცეპტებით გაუმასპინძილდით!