გასაკვირია, რომ ყოველი შემდგომი ორსულობა შეიძლება განსხვავდებოდეს წინასგან. ნებისმიერ შემთხვევაში, მეორე ორსულობა უფრო მეტად რთულია, ვიდრე პირველი. ეს დასტურდება გინეკოლოგიის ამერიკული საბჭოს მიერ. და აი, რატომ:
1. უკვე გყავთ ბავშვი, რომელზეც ზრუნავთ
პირველი ბავშვი ყურადღებას საჭიროებს და დედას არ შეუძლია მაშინ დაისვენოს, როცა მას სჭირდება. ზოგიერთი ბავშვი ქვეცნობიერად ეჭვიანობს, შესაბამისად მასთან უნდა უფრო მგრძნობიარე და ყურადღებიანი უნდა იყოთ.
2. სხეული არც ისე ძლიერია
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მეორე ორსულობა უფრო მტკივნეულია არის ის, რომ სხეული არც ისე ძლიერია. ამიტომ, ნუ დაივიწყებთ ვიტამინებისა და კალციუმის არსებობის შესახებ.
3. ძილის მუდმივი ნაკლებობა
ექიმები რეკომენდაციას უწევენ ძილის გახანგრძლივებას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ბავშვის დაბადებას თან ახლავს ღამისთევა, შესაბამისად რთულია ძილის რეჟიმის დაცვა.
4. არანორმირებული კვება
ბავშვის მოთხოვნების გათვალისწინებით, დედებისთვის ძნელია საკუთარი მენიუს დაგეგმვა. საკვების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დისკომფორტი, გულისრევა და თავის ტკივილი, ასევე გადაჭარბებული დაღლილობა.
ექსპერტები გირჩვებენ ბავშვის დაბადებას შორის გააკეთოთ შესვენება, რათა დედამ აღიდგინოს ძალები და პირველი ბავშვიც უფრომ დამოუკიდებელი გახდეს. მაგრამ თუ უკვე მეორე ბავშვზე ხართ ორსულად ნუ მოგერიდებათ, დახმარება სთხოვეთ თქვენს ახლობლებს.