რამდენად ხშირად გესმით: „დეპრესიის, შიშის და შფოთვის მიზეზი – თავშია“. სინამდვილეში ამ მუდმივი მდგომარეობის მიზეზი სხვა ადგილას იმალებოდეს – წელის არეში, რომელსაც ხშირად „სულის კუნთში“ ანუ psoass-ს უწოდებენ.
Psoas – დიდი წელის კუნთია. ერთადერთი კუნთი, რომელიც ხერხემალს და ფეხებს ერთმანეთთან აკავშირებს. ის სხეულს ვერტიკალურ მდგომარეობაში შენარჩუნებაში ხელს უწყობს და სიარულის დროს ფეხის აწევის პროცესში მონაწილეობს, ხერხემალს ასტაბილურებს და მთელ სხეულს მხარს უჭერს.
ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების გარდა, წელის კუნთი კიდევ ერთ ფუნქციას ასრულებს – თქვენს კეთილდღეობაზე გავლენას ახდენს.
საქმე იმაშია, რომ Psoas პირდაპირ უკავშირდება რეპტილიურ ტვინს – თავის და ზურგის ტვინის უძველეს შიდა ნაწილს. ლიზ კოხი წერს: „ლაპარაკის ფუნქციის და თავის ტვინის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებამდე დიდი ხნით ადრე, ჩვენს არსებობას ყველაზე ღრმა დონეზე რეპტილიური ტვინი უზრუნველყოფს, რომელიც თავისი გადარჩენის ინსტიქტით არის ცნობილი.
ლიზ კოხი თვლის, რომ ჩვენი თანამედროვე დაჩქარებული ცხოვრება წელის კუნთების ქრონიკულ დაძაბულობას იწვევს. შედეგად ის მუდმივად ბრძოლის და სირბილის რეჟიმში არის.
ქრონიკულად შეკუმშული წელის კუნთები შიდა ორგანოების შეკუმშვას იწვევს, ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლას ახდენს, სითხის მოძრაობას აფერხებს და დიაფრაგმით სუნთქვას ხელს უშლის.
სიტუაციას თანამედროვე ცხოვრების წესი კიდევ უფრო ართულებს – ავტომობილით გადაადგილება, მოჭერილი ტანსაცმელი, მჯდომარე ცხოვრების წესი, ფეხსაცმელი, დარღვეული პოზა და ა.შ.
წელის დიდი კუნთი არა მხოლოდ თქვენს სიარულს განსაზღვრავს, არამედ თქვენს განწყობას, მსოფლმხედველობას და სხვებთან ურთიერთობას.
მოდუნებული წელის კუნთები თქვენს შემოქმედებით პოტენციალს ავლენს? ფეხებს მენჯის გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილების და მთელი სხეულის და გულის მდგომარეობას აუმჯობესებს.
წელის დიდი კუნთი რომ მოადუნოთ და შინაგანი სტრესისგან გათავისუფლდეთ, რამდენიმე მარტივი მოძრაობა შეასრულოთ, რომლებიც ვიდეოში არის ნაჩვენები. (იხ.მეორე წუთიდან)
რამდენად ხშირად გრძნობთ წელის დაძაბულობას? რა გეხმარებათ მოდუნებაში?