ყველას ესმის, თუ სხეულის ფორმის შენარჩუნება რამდენად მნიშვნელოვანია. ამისთვის ვარჯიშებზე ბევრ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ. ვარჯიშები წონაში დასაკლებად, დუნდულების ასაწევად და ზურგის გასაძლიერებლად – ეს ისაა, რასაც ყველაზე უფრო დიდი ყურადღება ექცევა. როგორ ფიქრობთ, ამ სიას რა აკლია? რა თქმა უნდა, სახის კუნთების ვარჯიში.
სახე სხეულის ნაწილია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ვარჯიში, განსაკუთრებით მაშინ თუ სილამაზის და ახალგაზრდობის დიდი ხნით შენარჩუნებაზე ოცნებობთ. დღეს სახის და კისრის ისეთ ვარჯიშებს გთავაზობთ, რომლებიც ნაოჭებს მოგაშორებთ და გაგაახალგაზრდავებთ.
სახის დამჭიმავი ვარჯიში
ამ ვარჯიშს katyaWORLD გვიზიარებს, რომელსაც თავისი არხი აქვს. ის ამბიციური ორი შვილის დედა არის, რომელიც ამტკიცებს, რომ დედობა კიდევ ერთი მიზეზია, რომ ბევრად უფრო ლამაზი გახდეთ. თავის ვიდეოში სპორტის და სილამაზის შესახებ რჩევებს გვაძლევს, ასევე ყველაფერის შესახებ საკუთარ აზრს გვიზიარებს. იქ სანახავი ბევრი რამ არის, მაგრამა ხლა სახის ვარჯიშის ნაკრებს მივაქციოთ ყურადღება, რომელსაც ეკატერინამ უწოდა „დაივიწყე სიბერე“.
ვარჯიშების ნაკრები
ვარჯიში #1
როგორც ნებისმიერი ვარჯიშის დაწყების წინ, თქვენ კუნთები უნდა გაახუროთ. ამისთვის პირველი ვარჯიში შესანიშნავად გამოდგება. ასე რომ, სწორად დაჯექით, მხრები გამართეთ და სახე მოადუნეთ. ტუჩები მჭიდროდ მოკუმეთ და ენა კბილებს შორის გადაატარეთ. ენით მრგვალი მოძრაობა გააკეთეთ, თითქოსდა კბილებს ეფერებით. ასე თითოეულ მხარეს 10-ჯერ გააკეთეთ. უფრო დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ ვიდეოში.
ვარჯიშის შემდეგ კუნთები მოადუნეთ, ამისთვის სახე მოადუნეთ და პირიდან ჰაერი სწრაფად გამოუშვით. გამოგივათ ისეთი ფრუტუნი, როგორც ცხენები აკეთებენ. სასაცილოა, მაგრამ სახეს კარგად ადუნებს. ასე ყოველი ვარჯიშის შემდეგ გააკეთეთ.
ვარჯიში # 2
ამ ვარჯიშში დრო შუბლს დაუთმეთ. ეს ძალიან სჭირდება მათ, ვინც შუბლის ნაკეცი მუდმივად აწეული წარბების ხარჯზე უკვე გამოიმუშავა. ოთხი თითი შუბლზე დაიდეთ, კანს დააჭირეთ და წარბების ზემოთ აწევა დაიწყეთ. თითები შუბლზე მჭიდროდ უნდა იყოს მიბჯენილი, რომ ვარჯიშის დროს წინააღმდეგობა იგრძნობოდეს. 10-ჯერ გაიმეორეთ.
ვარჯიში # 3
ახლა თვალის ირგვლივ ნაოჭებს მიაქციეთ ყურადღება. საჩვენებელი თითები წარბებზე დაიდეთ, მჭიდროდ დააჭირეთ და თითების და წარბების ერთდროული მოძრაობა დაიწყეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.
ვარჯიში # 4
შემდეგი ვარჯიში ე.წ. ბატის თათების მოშორებაში დაგეხმარებათ. საჩვენებელი თითებით თვალის შიდა კუთხეებს დააჭირეთ და ეცადეთ თვალები მოჭუტოთ. აქაც წინააღმდეგობას მთავარი დანიშნულება აქვს. 10-ჯერ გაიმეორეთ.
ვარჯიში # 5
თვალების ქვეშ ნაოჭებს ვაქრობთ. თვალების ქვეშ კანს ხელისგულით დააჭირეთ და ეცადეთ თვალები მოჭუტოთ. არ იჩქაროთ, ყველაფერი ფრთხილად და ნაზად გააკეთეთ, რომ ყველა კუნთი იგრძნოთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.
ვარჯიში # 6
ეს ვარჯიში უნივერსალურია, ის ღაწვების და ნიკაპის აწევაში დაგეხმარებათ. ქვედა ტუჩი ქვედა ყბისკენ დაჭიმეთ და პირის კუთხეები ქვემოთ და გვერდზე რაც შეიძლება ფართოდ დასწიეთ. შესრულების დროს კისრის და ლოყების კუნთები დაჭიმეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.
ვარჯიში # 7
ეს ვარჯიში ცხვირ-ტუჩის ნაკეცის მოშორებაში დაგეხმარებათ. ტუჩები მოკუმეთ და შემდეგ სწორად გაღიმების სახით გაჭიმეთ. ტუჩის კუთხეები მაქსიმალურად გაწელეთ, კისრის კუნთები დაჭიმეთ. ნაძალადევი ღიმილის მსგავსი რაღაც გამოგივათ. 10-ჯერ გაიმეორეთ.
ვარჯიში # 8
ეს ვარჯიში ღაწვებისთვის არის. თქვენ უნდა გაიღიმოთ, ამასთან ტუჩის ზედა და ქვედა ნაწილი ზემოთკენ ასწიეთ. კბილები ამასთან არ დააჭიროთ და ეცადეთ ტუჩები მათ დონეზე იყოს. რაღაც ფართო და უკბილო ღიმილის მსგავსს მიიღებთ. უფრო მეტი მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ საჩვენებელი თითები ღაწვებზე დაიდოთ, რომ იგრძნოთ კუნთები როგორ იჭიმება. 10-ჯერ გაიმეორეთ.
ამ ნაკრებში ვარჯიშები დამთავრდა, მაგრამ პირველი ვარჯიში კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ, რომ შედეგი გაამყაროთ. ამის შემდეგ კუნთები მოადუნეთ და ცოტა ხნით უმოძრაოდ დაჯექით. შემდეგ ჩვეულ ყოველდღიურობას დაუბრუნდით, რადგან სილამაზე და ახალგაზრდობა გარანტირებული გაქვთ!
ესეც დაპირებული ვიდეო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ეს ეფექტური და მარტივი ვარჯიშები როგორ შეასრულოთ.
მოგეწონათ ვარჯიშების ნაკრები? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!