ვიღაცას ნაოჭები 50 წლის ასაკში უჩნდება, ზოგს კი უკვე 25 წლისას. საქმე არა მხოლოდ გენეტიკაში არის, რასაც დღეს ყველაფერს აწერენ, არამედ ცხოვრების წესშიც, რომელსაც ადამიანი მისდევს. განსაკუთრებით, ეს ქალებს ეხებათ.
ვიმედოვნებთ, რომ აქ მოცემული აკრძალული ქმედების სია ნაადრევი ნაოჭის გაჩენისა და სხვა არც თუ ისე სასიამოვნო კანის ცვლილებებისგან დაგიცავთ.
1.ბევრი ტკბილეულის მირთმევა
შაქრის მოლეკულის გადამუშავების დროს წარმოიქმნება ფრუქროზამინი, რომელიც ელასტინის და კოლაგენის ბოჭკოებს შლის. შედეგად კანი თხელი, მშრალი და დანაოჭებული ხდება.
რა უნდა გააკეთოთ? ეცადეთ ტკბილეული უფრო სასარგებლო და უფრო ნაკლებად ტკბილი პროდუქტით ჩაანაცვლოთ: ხილი, ხაჭო, სხვადასხვა მარცვლეული.
2.მზისგან დამცავი კრემის გარეშე რუჯის მიღება
ასეთი ტერმინიც არსებობს „ფიტოდაბერება“, რომელიც დაუცველ კანზე მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას ნიშნავს. რა ხდება: უჯრედული განახლება ნელდება, კანზე წითელი წერტილები და ვარსკვლავები ჩნდება. ასევე პიგმენტაცია, კოლაგენის სტრუქტურა და ელასტინის ბოჭკოები იცვლება, შედეგად კი კანი ჩამოშვებული ხდება.
რა უნდა გააკეთოთ? აუცილებლად მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ. ყველაზე დაუცველ ზონაში სახე ქუდებით დაიცავით.
3.მაკიაჟის წასმის დროს კანის გაჭიმვა
კოსმეტიკის არასწორად წასმა კანს აზიანებს და მისი ბუნებრივი აღდგენის პროცესს არღვევს. მოქმედებს ისე, როგორც გრავიტაცია და მიმიკის აქტივაცია (ეს ნაადრევი ნაოჭის გაჩენის 2 ძირითადი მიზეზია).
რა უნდა გააკეთოთ? უსაფრთხო მაკიაჟის ტექნიკა აითვისეთ, მთავარი წესი – კანი არასდროს დაჭიმოთ.
4.მასაჟის უგულებელყოფა
ამისთვის სპეციალისტი, ან განსაკუთრებული საშუალება არ გჭირდება. საკმარისია სახე თითის ბალიშებით დაბანის და კრემის წასმის დროს დაიმასაჯოთ. ეს კუნთებს მოადუნებს და სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.
რა უნდა გააკეთოთ? მსუბუქი მასაჟური მოძრაობით კრემი წაისვით. შეგიძლიათ კოსმეტიკური საშუალების გარეშეც გააკეთოთ, მხოლოდ წყალი გამოიყენეთ. მნიშვნელოვანი მომენტი: ცხად შედეგს მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ დაინახავთ, თუ რეგულარულად მასაჟს გაიკეთებ.
5.საწრუპით დალევა
აქ ყველაფერი მარტივია: როცა საწრუპიდან ვსვამთ, ტუჩები ასო „ო“-ს ფორმას ვაკეთებთ, რაც არც თუ ისე კარგია. მოქმედებს, როგორც აქტიური მიმიკა. ნაოჭები ტუჩების ირგვლივ ჩნდება.
რა უნდა გააკეთოთ? არაფერია საშიში, თუ თვეში ერთხელ კოლას საწრუპიდან დალევთ. მაგრამ თუ ეს ყოველდღიური ჩვევა არის, დროა შეწყვიტოთ.
6.სწრაფად დაკლება
ჩვენი კანი ძალიან ელასტიურია, მაგრამ სწრაფ ცვლილებებთან შეგუებას ვერ ასწრებს. თუ ძალიან სწრაფად დაიკლებთ (კვირაში 2 კგ-ზე მეტს), მალე პრობლემები თავს იჩენს: კანი ჩამოწეული გახდება, მოქნილობას დაკარგავს და ღრმა ნაოჭები გაჩნდება.
რა უნდა გააკეთოთ? დაიკელით ნელ-ნელა, რომ კანმა ცვლილებასთან შეგუება მოასწროს. ოპტიმალურია კვირაში 1-2 კგ-ს დაკლება.
7.ძალიან ბევრი ყავის დალევა
ყავა ორი მიზეზით არის სახიფათო. პირველ რიგში, ის შარდმდენი სასმელია, რომელიც ორგანიზმიდან წყალს გამოდევნის. მეორე მხრივ, ის კორტიზოლის დონეს ამაღლებს, ჰორმონის, რომელიც უჯრედების დაყოფას ანელებს და კოლაგენის ბოჭკოების შენებას ხელს უშლის.
რა უნდა გააკეთოთ? სასმელის რაოდენობა დღეში 1-2-ჯერ შეამცირეთ, ხოლო ყავის ჭიქის დალევის შემდეგ 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ, რომ სითხის მარაგი აღადგინოთ.
8.პოზის არ გაკონტროლება
განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც მჯდომარე სამსახური აქვთ. აქ საქმე არა მხოლოდ ზურგს ეხება: სამსახურის მაგიდასთან თავს ყოველთვის წინ ვწევთ, კისერს ვჭიმავთ და ასეთ მდგომარეობაში ხანგრძლივად ვრჩებით. ხერხემალი ასეთ პოზიციაში სისხლის მიმოქცევას აჩერებს, რის შედეგადაც კანი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს არ ღებულობს.
რა უნდა გააკეთოთ? თავის და კისრის მდგომარეობას ყურადღება არ მიაქციეთ. თუ თვითკონტროლზე დროს რამდენიმე კვირას დახარჯავთ, სწორი პოზის შეკავების ჩვევას გამოიმუშავებთ.
9.რაციონიდან ცხიმოვანი მჟავები გამორიცხვა
ორგანიზმში ცხიმების ნაკლებობის პირველი ნიშანი კანის პიგმენტების გამოჩენაა. საქმე იმაშია, რომ სწორედ ცხიმები უზრუნველყოფს სისხლში A,E,D,F და K ვიტამინების შეღწევას, რომლის გარეშეც ჩვენი კანის ზედაპირი სწრაფად ჩამოშვებული ხდება.
რა უნდა გააკეთოთ? დღის განმავლობაში 100 გრ ცხიმები ომეგა 3 და ომეგა 6 მიიღეთ. ყველა დიეტა უგულებელყავით, რომლებიც რაციონიდან ცხიმების გამორიცხვას გულისხმობს.
10.წამწამების დაგრძელება
წამწამები დამატებით წონას ქმნიან და ბუნებრივი გრავიტაციის ძალას ზრდიან. ოსტატთან წელიწადში ერთხელ მისვლა ნორმალურია, მაგრამ პერმანენტური დაგრძელების მოყვარული თუ ხართ, ადრეული ნაოჭების გაჩენისთვის მოემზადეთ.
რა უნდა გააკეთოთ? დაგრძელებამ ძალიან არ გაგიტაცოთ და რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენეთ.
თქვენ შეგიმჩნევიათ, რომ რომელიღაცა ჩვევები კანის მდგომარეობაზე ცუდ გავლენას ახდენს? შესაძლოა, გაქვთ ამ სიაში რამე დასამატებელი?