12 სააფთიაქო საშუალება კანის დაბერების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე ცუდად არ მოქმედებს

57220
12 სააფთიაქო საშუალება კანის დაბერების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე ცუდად არ მოქმედებს
12 სააფთიაქო საშუალება კანის დაბერების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე ცუდად არ მოქმედებს

„სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“ – ამას ხალხური გამონათქვამი ამბობს. ჩვენ კი დავამატებთ:  და ფინანსებსაც. ხარისხიანი კოსმეტიკა საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ ყველა საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მისცემს, თუმცა არსებობს პირადი ჰიგიენის პროდუქტები, რომლებიც თქვენს საფულეს დიდ ზიანს არ აყენებს და მათ შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ.

თქვენთვის თეთრებად ღირებული საშუალებების სია შევადგინეთ, რომლებიც ძვირადღირებულ კოსმეტიკასა და პროცედურაზე ცუდად არ მუშაობს.

1.ქარვის მჟავა

ქარვის მჟავა უჯრედების სუნთქვას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. კოსმეტიკის მწარმოებლები ამ ინგრედიენტს ასაკის საწინააღმდეგო საშუალებებში ამატებენ, რადგან ქარვის მჟავა კანის ქსოვილის ელასტიურობას აღადგენს, სახეს ჯანსაღ იერს უბრუნებს და შეშუპებას აქრობს.

სახლის პირობებში ქარვის მჟავისგან სახეზე გაფართოებული სისხლძარღვების საწინააღმდეგო ეფექტური ნიღბის გაკეთებას მარტივად შეძლებთ. აფთიაქში ჩვეულებრივ ტაბლეტის სახით იყიდება, ამიტომ ის კარგად უნდა დააქუცმაცოთ.

1 ჩ/კ ფხვნილი (2-3 ცალი ტაბლეტი) 3 ს/კ წყალს აურიეთ და სახეზე წაისვით. ნიღაბი მაქსიმუმ 10-15 წუთით უნდა გაიჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოშრობის შეგრძნება გექნებათ. წყლის ნაცვლად შეგიძლიათ ალოეს წვენი გამოიყენოთ (სპირტიან ალოეს ნაყენში არ აგერიოთ).

2.საბავშვო კრემი „ტიკ-ტაკი“

კრემის „ტიკ-ტაკი“ შემადგენლობაში შედის პროვიტამინი B, რომელიც ხელს უშლის გლიკაციას (შაქრის დაგროვება კანის კოლაგენის ბოჭკოებში). ამ კრემს გამოაქვს უკუჩვენებული პროდუქტები, რომლებიც მჟავური პროცესის დროს ჩნდება და ნაოჭებს ასწორებს.

საშუალება სახის კანზე ძილის წინ წაისვით. კრემი ძალიან ცხიმიანი არ არის, თუმცა ზედმეტი კრემი შეგიძლიათ ქაღალდის ხელსახოცით მოიშოროთ.

3.კრემი „ფ-99“ ნახევრად ცხიმიანი

დერმატოლოგები ამ კრემს უნიშნავენ ადამიანებს, რომლებიც ეგზემით იტანჯებიან. მაგრამ ამ საშუალებას კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ, პირველ რიგში F ვიტამინის და ნახევრად გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის გამო. კრემი ანთებით პროცესებს აქრობს, კოლაგენის გამომუშავებას ხელს უწყობს და კანის ბარიერს ინარჩუნებს. ამასთან F ვიტამინი ეპიდერმისში ტენიანობას ინარჩუნებს და ნაოჭების წარმოქმნას ხელს უშლის.

კრემი დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა წაისვათ. მკურნალობის კურსი 2 კვირა. ზამთარში, როცა ოთახში ჰაერი მშრალი ხდება, ეს საშუალება შეუცვლელია.

4.კატაბალახა კაფსულებში

კატაბალახას ჩვეულებრივ დამამშვიდებელი და საძილე აბის სახით იყენებენ. თუმცა მას არა მხოლოდ მედიცინაში გამოიყენებენ, არამედ კოსმეტოლოგიაშიც. კატაბალახა კანს ასწორებს და სახის კუნთები ტონუსში მოყავს. ასევე ანთების და მზის დამწვრობის დროს შესანიშნავი საშუალებაა.

კაფსულის შემადგენლობა სახეზე წაისვით, მათ შორის თვალის ირგვლივ. ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში ეფექტს უკვე 1 კვირაში დაინახავთ.

5.მუმიო

მუმიო ორგანული ნივთიერებაა. მისი წარმოების პროცესი დღემდე უცნობია, სამაგიეროდ ცნობილია, რომ ის მინიმუმ 85 მინერალს და მნიშვნელოვან ამინომჟავებს შეიცავს. მანგანუმი და სპილენძი, რომლებიც მუმიოს ნაწილია, კანს უფრო ელასტიურს ხდის.

ადრეული გაჭიმივს ნიშნების საწინააღმდეგოდ მუმიოს ფხვნილს ან ტაბლეტს ნებისმიერ კრემს (უმჯობესია ანტიცელულიტური) ურევენ და პრობლემურ ადგილად ისვამენ. სწრაფი შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს, მაგრამ რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კანი უფრო ელასტიური გახდება.

6.მალამო „გულყვითელა“

ამ მალამოს მთავარი დანიშნულება ჭრილობების და ნაკაწრების მკურნალობაა. გულყვითელას ყვავილები შეიცავენ კაროტენოიდებს (აკნეს ებრძვის), კუმარინებს (უჯრედის განახლებას ასტიმულირებს) და ფლავონოიდებს (კანს გარეგანი ზემოქმედებისგან იცავს). ამ ნივთიერებების წყალობით მალამო წვრილ ნაოჭებს ებრძვის და ანთებას აქრობს.

ეს პროდუქტი ძალიან მყარი კონსისტენციის არის ის პრობლემურ ადგილას (თვალის ქვეშ, ტუჩ-ცხვირის კუთხეში) თხელ ფენად უნდა წაისვათ დღეში მაქსიმუმ ერთხელ.

7.აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი ბუნებრივი დამატენიანებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ყველაზე ხშირად კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება. ზეთის ინგრედიენტები კანში აღწევს და საკუთარი კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას ხელს უწყობს.

თვალის გარშემო წვრილი ნაოჭების საწინააღმდეგოდ ასე გამოიყენეთ: რამდენიმე წვეთი თბილი ზეთი ამ ზონაზე ბამბის დისკით წაისვით. 10-15 წუთში ზეთის ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.

8.ელეუტეროკოკი

აფთიაქის საშუალება რთულად წარმოსათქმელი სახელით „ელეუტეროკოკის ექსტრაქტი“ – ცნობილია როგორც მატონიზირებელი და ზოგადად გამაძლიერებელი საშუალება. ის წნევას ზრდის და მადას აუმჯობესებს. სახის მოვლისთვის გამოიყენება: ის კანს ზემოთ წევს.

ლიფტინგ-ეფექტის მისაღებად 1 წვეთი ექსტრაქტი მკვებავ კრემს დაუმატეთ, მხოლოდ წასმის წინ. მნიშვნელოვანია: ექსტრაქტის შემადგენლობაში შედის სპირტი, ამიტომ დოზირების დროს ფრთხილად უნდა იყოთ, რომ კანის გამოშრობა არ მიიღოთ.

9.მეთილურაცილი

მეთილურაცილის მალამო ჭრილობების, დამწვრობის და დერმატიტის პრობლემის დროს გამოიყენება. ის კანის უჯრედების განახლებას ასტიმულირებს და ადგილობრივ იმუნიტეტს ზრდის. ასევე ნაზ კანს მზის სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან იცავს. ასევე გამოიყენება სილამაზისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა ტუჩის სიმშრალის და პურის კუთხეებში მუდმივი ნაკაწრების დროს.

კრემი პრობლემურ ადგილას 15-30 წუთით წაისვით. ტუჩის თხელი კანი განახლებას მოასწრებს, ხოლო წვრილი ანთებები გაქრება.

10.პოლისორბი

მეცნიერებმა პოლისორბი მოწამვლის და ალერგიის გამოვლენის სამკურნალოდ შეიმუშავეს. მაგრამ მისი სასარგებლო თვისებები სახის მოვლის დროსაც გამოიყენება. ამ ფხვნილის მთავარი ინგრედიენტი არის სილიციუმი, რომელიც კანის დაცვას აუმჯობესებს, ხოლო რეგულარული გამოყენების შემთხვევაში წვრილ ნაოჭებს შლის და ანთებას ებრძვის.

პოლისორბის და თბილი წყლის ნარევი სახეზე ფაფის სახით წაისვით. მაქსიმუმ 10-15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის შეიძლება.

11.C ვიტამინი კაფსულებში

C ვიტამინი იმუნიტეტს აძლიერებს, ორგანიზმს კოლაგენის სინთეზში ეხმარება, ასევე ჰორმონები ნორმაში მოჰყავს. შინაგანი გამოყენების შემთხვევაში C ვიტამინი კანს ჭიმავს, სახის ფერს აუმჯობესებს და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის. ამისთვის ამპულები ცხიმიანი ხსნარით გამოგადგებათ. მნიშვნელოვანია: გახსნილი ამპულა იმწამსვე უნდა გამოიყენოთ, რადგან მოქმედი ნივთიერებები ჰაერში მალე ორთქლდება.

ყველაზე მარტივი ნიღაბი ასე კეთდება: 2 ამპულა და 1 ჩ/კ თბილი ადუღებული წყალი აურიეთ და სახეზე წაისვით. ნიღაბი უმჯობესია დილამდე გაიჩეროთ, დილით კი ჩამოიბანოთ. მდუღარე წყალი შეგიძლიათ მინერალურით ჩაანაცვლოთ. გაუხსენელი მჟავის სახეზე წასმა საშიშია: მან შეიძლება კანი დააზიანოს.

დამატენიანებელი ნიღაბი. ინგრედიენტები: 1 ჩ/კ გლიცერინი, 5 წვეთი ვიტამინი და 1 ჩ/კ მინერალური ან ვარდის წყალი. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და 15 წუთით წაისვით. C ვიტამინი ფორებს ავიწროებს, ხოლო გლიცერინი კანს ატენიანებს.

12.კაფსულები თევზის ცხიმით

კაფსულების შემადგენლობაში თავად ცხიმის გარდა შედის A.D და F ვიტამინები. ასევე დოკოზაჰექსაენური მჟავა: ის ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ნაოჭებს არეგულირებს. თევზის ზეთი უჯრედის მემბრანის მეშვეობით ადვილად გადის და კანში ღრმად შეიწოვება.

ამპულის შემადგენლობა თვალის ირგვლივ კანზე წაისვით. პროცედურის წინ ალერგიაზე ტესტი გაიკეთეთ. მაგრამ დილამდე ეს საშუალება უმჯობესია არ გაიჩეროთ: ძალიან აქტიურია. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ჩვენ რამდენიმე საშუალება უკვე გამოვიყენეთ და კმაყოფილი დავრჩით. თქვენ ზემოთ მოცემული საშუალებებიდან რომელიმე უკვე გამოყენებული გაქვთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს