რთულია იპოვოთ ქალი, რომელიც მაკიაჟს უგულებელყოფს, თუმცა ყველამ მისი სწორად გაკეთება არ იცის. დღეს მაკიაჟის მთავარ შეცდომებზე გესაუბრებით, რომელიც თქვენს სახეს პროვინციულს ხდის.
მარგალიტისფერი ჩრდილები
ბევრი ქალისთვის საყვარელი მარგალიტისფერი ჩრდილები – მხოლოდ საღამოს მაკიაჟის ნაწილია. მაგრამ პროვინციელებს მბზინავი ტექსტურის მთელი დღის მანძილზე წასმა ურჩევნიათ, ეს კი საკმაოდ არასწორი გადაწყვეტილება არის. ოფისში ან დღის განათებაზე ბევრად უმჯობესია პასტელური და გლუვი ჩრდილები მბზინავი ნაწილაკებით მხოლოდ თვალის შიდა კუთხეებში.
ტუში მხოლოდ ზედა ქუთუთოს წამწამებზე
კიდევ ერთი შეცდომა – ეს ტუშის არასწორად გამოყენებაა. რაღაც აუხსნელი მიზეზის გამო ქალები ტუშს ხშირად მხოლოდ ზედა წამწამებზე ისვამენ. ასეთი მაკიაჟი დაუსრულებელ და უწესრიგო იმიჯს ქმნის. ძალიან უშნოდ და არაბუნებრივად გამოიყურება შავი ზედა წამწამები და ღია ფერის ქვედა წამწამები.
ღია ფერის პომადა ტონალური ფუძის გარეშე
ბევრი პროვინციელი ქალის აზრით, წითელი პომადა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ნებისმიერ ქალს ლამაზმანად გადააქცევს. სინამდვილეში სქელი ღია ფერის გლუვი ტექსტურა იდეალურ ფერს და ეფექტს საჭიროებს. ღია ფერის პომადა შეიძლება ცენტრალური აქცენტი გახდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაშ თუ სწორად მოვამზადებთ: ტონალური ფუძე ან კონსილერი წაისვით, დაფარეთ შეწითლება, გამონაყარი და მუქი წრეები თვალების ქვეშ. ტუჩები რომ მაქსიმალურად გამოხატული იყოს, კონტურზე კონსილერი წაისვით.
არასწორი ფერის ტონალური
ტონალური ტექსტურის სწორად შერჩევა ბევრი ქალისთვის პრობლემას წარმოადგენს, ამასთან ქალები ორი უკიდურესობაში ვარდებიან: ზოგიერთი თვლის, რომ მუქი ტონალური საშუალება რუჯის ეფექტს შექმნის, ხოლო სხვები კი ვარაუდობენ, რომ ღია ფერს ჯადოსნური გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. ეს აზრები არასწორია.
ტონალური საშუალება კანის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თეთრკანიანმა ორი ან უფრო მეტად მუქი ტონალური არ უნდა აიღონ: რუჯის ეფექტი სპეციალური ფხვიერი პუდრით შეგიძლიათ მიიღოთ.
ცუდად დახატული ისრები
როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბევრი ქალისთვის ისრების დახატვა რთულ მეცნიერებას წარმოადგენს. ბევრი ლამაზმანი ჩვეულებრივ ლაინერს მომზადების გარეშე ისვამენ. შედეგი სამწუხაროა: არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სწორად დახატავთ ისრებს, თუ წამწამებს შორის ადგილს არ შეავსებთ და ზედა ფენას წებოვან ცხიმიან კაიალს არ გადაუსვამთ, კატის ეფექტის მიღწევა გაგიჭირდებათ. წამწამებს შორის გამოტოვება და წითელი შიდა ქუთუთო არ უნდა ჩანდეს.
ასევე დაიმახსოვრეთ, რომ შავი ისრები – ეს ძველი მაკიაჟის კიდევ ერთი უკიდურესებაა, რომელიც დროა ფერადი მუქი ჩრდილებით ჩაანაცვლოთ.