თუ ძალიან ბევრი ხაჭო შეიძინეთ, შეგიძლიათ ძალიან მარტივად გამოიყენოთ. მაგ., ძალიან გემრიელი ფუნთუშები მოამზადოთ. ეს სასუსნავი ბევრის საყვარელ დელიკატესს წარმოადგენს. ამასთან რამდენიმე წუთში მზადდება.
ჩვენი რეცეპტიდან ცომის ინგრედიენტები ერთმანეთს აურიეთ და 10-12 წუთში გემრიელ ფუნთუშებს მიიღებთ, რომლითაც მთელი ოჯახის გამოკვებას შეძლებთ.
ინგრედიენტები:
- 250 გრ ხაჭო
- 5 ს/კ შაქარი
- 2 კვერცხი
- 1 მწიკვი მარილი
- 2 გრ ვანილი
- 12 გრ გამაფხვიერებელი
- 250 გრ ფქვილი
- 2 ს/კ რძე
მომზადება:
1.კვერცხი შაქარი, ვანილი და მარილი ათქვიფეთ. ხაჭოს აურიეთ.
2.ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ და რბილი ცომი მოზილეთ. ის ხელზე ოდნავ უნდა გეწეპებოდეთ.
3.საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მცენარეული ზეთი წაუსვით.
4.ხელები ცივი წყლით დაისველეთ. ცომიდან მცირე ზომის ფუნთუშის ფორმა გააკეთეთ. ტაფაზე დააწყვეთ. 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 12 წუთით გამოაცხვეთ.
5.ფუნთუშას კულინარიული ფუნჯის დახმარებით რძე წაუსვით, შაქარი მოაყარეთ. ღუმელში კიდევ 3-5 წუთით შედგით.
ახალ გამომცხვარ ფუნთუშა ოდნავ როცა შეწითლდება, გამოიღეთ და სუფრაზე გაიტანეთ. ხაჭოს ფუნთუშები კენკრის სიროფთან და დარიჩინთან ერთად გაიტანეთ. წარმოუდგენელი გემრიელი სასუსნავი!