არავის შეუძლია ზუსტად გითხრათ, აშკარად უშნო და მოუვლელი ქალი მამაკაცებს ხელთათმანებივით რატომ იცვლის, თქვენ კი ასეთი ჭკვიანი, ლამაზი და დამოუკიდებელი ქალი პირად ცხოვრებაში პრობლემებს განიცდით. მოდით გადავხედოთ საუკეთესო შეყვარებულების რეიტინგის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. შესაძლოა, რაღაც ცხადი გახდეს.
1.მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსანი შესანიშნავი მებრძოლი მეგობარია. ყველაფერი, რაც მის ხელში ხვდება, ის აუმჯობესებს, მათ შორის მამაკაცს. თუ თქვენ შეხვდით მშვილდოსანს, თქვენ სრული განახლება გელოდებათ – მის ხელში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდებით.
ის ძალიან უანგარო და გულუხვი ადამიანი არის, რომელიც სხვა ადამიანების მოთხოვნებს საკუთარზე წინ აყენებს.
2.თევზი
თავიდან ქალი თევზი შეიძლება მორცხვად და შებოჭილად მოგეჩვენოთ, მაგრამ მერწმუნეთ: ეს წიგნი წაკითხვად ნამდვილად ღირს. ის საიმედო და ერთგული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეთ. შეგიძლიათ მას თქვენი სანუკვარი ოცნებები და საიდუმლოებები გაუზიაროთ.
ის ადამიანებში შესანიშნავად ერკვევა და თითქმის მათ აზრებს კითხულობს. სწორედ ამიტომ ქალი თევზი თავის ნათქვამში ყოველთვის ძალიან ფრთხილია, რომ ვინმეს ზიანი არ მიაყენოს.
3.თხის რქა
ქალი თხის რქა ურთიერთობაში უკან არასდროს დაიხევს. თუ მან თქვენთან ცხოვრების დაკავშირება გადაწყვიტა, ჩათვალეთ სამუდამოდ ასე იქნება. უფრო საიმედო და ერთგული პარტნიორის პოვნა გაგიჭირდებათ. მასთან თანაცხოვრება რთულია – ის ბუნებით პერფექციონისტი და ნერვულია.
მაგრამ არასდროს ინანებთ, რომ ბედმა მას შეგახვედრათ. თქვენი ცხოვრება აზრს მხოლოდ მასთან შეხვედრის შემდეგ შეიძენს.
4.სასწორი
სასწორთან ნაცნობობა ყოველთვის წარმატებას გპირდებათ. სასწორი – წაუგებელი ვარიანტია. ეს ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ზოდიაქოს ნიშანია. მათთან თავს მხიარულად და მსუბუქად იგრძნობ. სასწორი ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა და სურთ, რომ ირგვლივ ყველა ადამიანი ასევე ბედნიერები იყვნენ.
თუმცა, სასწორთან თქვენი ენა გააკონტროლეთ. მათი წყენინება მარტივია, ერთი შეხედვით უმნიშვნელო შენიშვნამ შეიძლება ასეთ ქალს გული ატკინოს.
5.ტყუპები
ქალ ტყუპებში ბევრი დადებითი და უარყოფითი თვისება თითქმის ნახევარი ნახევარზე არსებობს. მასთან მოწყენის და დარდის დრო არ გექნებათ, მაგრამ მისი ხასიათი არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ქალი ტყუპების უმეტესობა მხიარული, მზრუნველი, მშვიდი ადამიანები არიან. ტყუპებს ბნელი მხარეც აქვთ, რომელთაც გარშემომყოფებს კარგად უმალავენ. რაღაც გარკვეულ დრომდე.
6.მერწყული
ქალი მერწყული საუკეთესო მეუღლის, მეგობრის და დედის სტატუსისთვის არ იბრძვის, მაგრამ მას საკუთარი უპირატესობა აქვს. ის ძლიერ შუალედს წარმოადგენს. არაფერი განსაკუთრებული. მასთან საერთო ენის გამონახვა და ძლიერი ურთიერთობის შექმნა მარტივია.
მაგრამ ყველაფერი შეიძლება მისმა ექსცენტრიულმა ხასიათმა გააფუჭოს. მათი სიმშვიდე მატყუარაა. მასთან არასდროს მოიწყენთ.
7.ლომი
ქალი ლომი მეწყვილის როლში საუკეთესო ვარიანტი არ არის. დაიმახსოვრეთ: მას მაღალი თვითშეფასება აქვს, ანუ პოტენციური ქმრის კანდიდატის მიმართ მოთხოვნებიც მაღალი აქვს.
ისინი თქვენგან რომანტიულ საქციელს დაელოდება – როგორც საუკეთესო სასიყვარულო ფილმში. მათ დასაკმაყოფილებლად, ბევრი ოფლის დაღვრა მოგიწევთ. ამასთან წამიერ შედეგს არ დაელოდოთ.
8.კირჩხიბი
ქალი კირჩხიბი კეთილი და მგრძნობიარე არის. ძალიან მგრძნობიარეა, მათი გულისტკენა ძალიან მარტივია. მათთვის ცრემლები ჩვეულებრივი საქმეა. ასეთმა საქციელმა შეიძლება გარშემომყოფებს უკან დაახევინოს.
ეს ქალები იდუმალებით მოცულნი არიან, მათ ვინმეს ნდობა უჭირთ. მათ ძალიან მყიფე გული, სუსტი სულიერი ორგანიზაცია და რთული შინაგანი სამყარო აქვთ.
9.კურო
კუროსთან ურთიერთობის დაწყება სუსტი გულის ადამიანებისთვის არ არის. კუროსთან ურთიერთობა, ოჯახი, სიყვარული პრიორიტეტების სიაში ბოლოს წინა ადგილს იკავებს.
მათ შეუძლიათ პარტნიორს მარტივად და სინანულის გარეშე 10 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ! მათთან ფრთხილად იყავი!
10.ვერძი
ჯეროვანი. აი, ასე შეიძლება ქალი ვერძის ერთი სიტყვით დახასიათება. მას ყველაფერი ერთდროულად სჭირდება. ასეთი მიდგომა ადამიანებს აშინებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც მზად არაა პირველივე პაემანზე მომავალ ქორწინებასა და ბავშვებზე ისაუბროს.
ვერძი ძალიან ჯიუტია, მათთან ურთიერთობის შენარჩუნება ძალიან ძნელია. მათ ცხოვრებისგან ყველაფრის მიღება სურთ, მაშინაც კი, თუ ეს არ მოგწონთ.
11.ქალწული
ქალი ქალწული ძალიან მიმზიდველი და სექსუალური ქალბატონია. მაგრამ მათი დაკმაყოფილება ძალიან რთულია. ისინი ზედმეტად მომთხოვნი არიან – როგორც საკუთარი თავის, ასევე პარტნიორის მიმართ, ქალწულს ნებისმიერი ვინმესთან დაქორწინება შეუძლიათ – ისინი ურთიერთობის ახალ დონეზე უნდა გადავიდნენ, ანუ ქორწინება დაარეგისტრირონ.
ქალწული ყოველთვის ძალიან პატიოსანია, ზოგჯერ ზედმეტად – თავისი გულწრფელობით შეუძლიათ ახლობლებს გული ატკინონ. ქალწულთან ურთიერთობას მოერიდეთ – საკუთარ თვითშეფასებას გაუფრთხილდით.
12.მორიელი
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს მოერიდეთ. მათგან უკანმოუხედავად გაიქეცით. როგორც კი მორიელი შეგიყვარდებათ, გაიხსენეთ: ისინი ხალხს და მათ გრძნობებს აგდებულად უყურებენ.
მათ ყველას კონტროლი მოსწონთ, მათგან სიცივე და იმედგაცრუება უბერავს. გათბობას მხოლოდ მშვილდოსანთან შეძლებთ.
თქვენ ზოდიაქოს ნიშნების ასეთ დახასიათებას ეთანხმებით? გაქვთ რამე დასამატებელი?