ურთიერთობის გენიალური საიდუმლოებები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

1675
ურთიერთობის გენიალური საიდუმლოებები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან
ურთიერთობის გენიალური საიდუმლოებები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

გსურთ იცოდეთ, თუ როგორ მოაწონოთ თავი შესანიშნავ საპირისპირო სქესის ადამიანს? ისწავლოთ სხვა ადამიანების თქვენ მიმართ კეთილგანწყობის მოპოვება? შესაძლოა, მკაცრ უფროსზე ზეგავლენის მოხდენაზე ოცნებობთ, რომ მან ხელფასი მოგიმატოთ?

როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს შეიძლება თავისი განსაკუთრებული გასაღები ვუპოვოთ, რომლის დახმარებითაც დასახულ მიზანს მარტივად მიაღწევთ. ხოლო ადამიანებისთვის, რომელსაც საკუთარის მიღწევა შეუძლიათ, ცხოვრებაში წინაღობა არ არსებობს!

ეს ასტროლოგიური შპარგალკა თქვენ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის სათანადო გასაღების მოპოვებაში დაგეხმარებათ!

ვერძის გულის გასაღები (21 მარტი – 20 აპრილი)

თუ ვერძთან ურთიერთობით დაინტერესებული ხართ, საუბრის ინიციატივა უსიტყვოდ მას მიეცით. იყავით მადლიერი მსმენელი, დაინტერესებული, მაგრამ აქტიური – ვერძი ყველაზე მეტად ადამიანებში შინაგანად დალაგებულ აზრებს და თვალებში ნაპერწკალს აფასებს. ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, რაშიც კარგად ერკვევით, რადგან ვერძს საქმიან ხალხთან ურთიერთობა მოსწონთ (სანამ, ისინი გზას არ უღობავენ). მხოლოდ მათთან კამათი არ გაიფიქროთ! მაინც ვერ გადაარწმუნებთ.

ვერძის გულისკენ მიმავალი სწორი გზა – მას რჩევა ჰკითხეთ!

კუროს გულის გასაღები (21 აპრილი – 21 მაისი)

კუროსთან საუბრის დროს ხარს პირდაპირ რქებში სწვდით, ანუ თავიდანვე მთავარზე საუბარი დაიწყეთ. თქვენი ფაქტები და დასკვნები მკაფიოდ გამოთქვით, ეაცდეთ ემოციების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. სწორედ ასეთი ურთიერთობის მანერა კუროზე ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს. კუროს მხარდაჭერის მოპოვება საკმაოდ რთულია, სამაგიეროდ, თუ მან საბოლოოდ თქვა „დიახ“, მისი სიტყვა ნებისმიერ ხელმოწერილ კონტრაქტზე უფრო ფასეული იქნება.

კუროს გულისკენ მიმავალი სწორი გზა: წესრიგი, გულწრფელობა და სამართლიანობა.

ტყუპის გულის გასაღები (22 მაისი – 21 ივნისი)

ცნობისმოყვარე ტყუპის ყურადღების მოპოვება რთული არაა, უფრო რთული მისი დაკავებაა. შესაძლოა, ეს მოახერხოთ იმ შემთხვევაში, თუ საუბრის დრო იდეიდან იდეაზე გადახტომისთვის მზად იქნებით ისე, როგორც მაიმუნი ხიდან ხეზე. ტყუპებს რომ რაღაც აზრი შთააგონოთ, ჯერ მისი წარმოუდგენლად შეფუთვა დაგჭირდებათ, შემდეგ ძალიან სწრაფად არსის გადმოცემა.

ტყუპის გულისკენ მიმავალი სწორი გზა: სიახლეები და  ახალი იდეები, ასევე მისი უჩვეულო მიწოდება.

კირჩხიბი გულის გასაღები (22 ივნისი – 22 ივლისი)

საუბრის დროს კირჩხიბს ყველაზე დიდ დისკომფორტს თანამოსაუბრის შეტევა აყენებს. ამასთან ეს ემოციების ნებისმიერ ძლიერ გამოვლენას ეხება.  გახარებული ხართ თუ აღტაცებული, გაბრაზებული თუ ძლიერად განაწყენებული – ნებისმიერი ეს ძლიერი ემოცია კირჩხიბს თქვენთან ფრთხილად თავის დაჭერას აიძულებს. ყველაზე ხმაურიანი ან ჩქარი საუბარიც კი ამ ნიშანთან დაგაშორებთ. ასე რომ უმჯობესია მის ტალღაზე გადაერთოთ – მყარი, მეგობრული-მშვიდი და აუჩქარებელი. და მოემზადეთ იმისთვის, რომ კირჩხიბთან ნებისმიერ საკითხზე საუბარი არა ერთ საათს მოითხოვს.

კირჩხიბის გულისკენ მიმავალი სწორი გზა: ფსიქოლოგიური ზეწოლის არ არსებობა.

ლომის გულის გასაღები (23 ივლისი – 23 აგვისტო)

ლომთან საუბრის დროს მნიშვნელოვანია, რო მის ავტორიტეტზე არ იკამათოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გაუფრთხილებლად ნათქვამი სიტყვა მის თვალში თქვენს ყველა ღირსებას გადაწონის. მიუხედავად იმისა, რომ ლომი შეიძლება ყველაზე უხეში მეტყველებითაც დადნეს, ამის გაკეთებას კატეგორიულად არ გირჩევთ. უმჯობესია თუ მისი ბევრი ღირსებით გულწრფელად აღფრთოვანებული იქნებით! ლომის უფრო ძლიერი პოზიციის აღიარებით, მისი სახით ძლიერ მხარდაჭერას იპოვით.

ლომის გულისკენ მიმავალი სწორი გზა: მას გამოცდილების გაზიარება სთხოვეთ

ქალწულის გულის გასაღები (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ამ ნიშნის წარმომადგენელთან ურთიერთობაში რაიმე საიდუმლოს გამოყენება არ დაგჭირდებათ. ერთადერთი სირთულე – აიძულოთ თქვენი მოსმენა ქალწულს, რომელსაც მუდმივად სადღაც ეჩქარება. ყოველთვის თავშეკავებული ქალწული უნიკალურ თვისებას ფლობს სიტუაცია არა გონებით, არამედ გულით გაიგოს. ძალების ობიექტურად შეფასების წყალობით, ის კონკრეტულ დახმარებას იმწამსვე შემოგთავაზებთ. მაგრამ ქალწულისგან „ანგელოზის“ მსგავს დახმარებას არ ელოდოთ. მოემზადეთ მოთმინებით მოუსმინოთ მის კრიტიკას, უკმაყოფილო გამოხედვას, წუწუნს და შარიანობას. ჩათვალეთ ეს მცირე კომპენსაციად იმისთვის, რომ ქალწული მზადაა თქვენ მთელი მისი დრო და ენერგია დაგახარჯოთ!

ქალწულის გულისკენ მიმავალი სწორი გზა: ესაუბრეთ მარტივად, გულწრფელად და საქმეზე.

სასწორის გულის გასაღები (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ამ ნიშნის წარმომადგენელთან ურთიერთობა განწყობის ცვლილებაზე არის დამოკიდებული. მაგრამ ჩვეულებრივ სასწორი თანამოსაუბრის მიმართ კეთილგანწყობით არის განწყობილი. მათ არა მხოლოდ ნებისმიერი საუბრის მხარდაჭერა შეუძლიათ, არამედ შეუფასებელ მსმენელებად ითვლებიან. სასწორი გონებით და გულით ერთდროულად გისმენთ. მაშინ როცა ტვინი ფაქტებს იმახსოვრებს, გული საპირისპირო გრძნობით იტანჯება. სწორედ ამიტომ, სიტუაციის თქვენი თვალით დანახვის შემთხვევაში, სასწორი თქვენს პოზიციას იზიარებს.

სასწორის გულისკენ მიმავალი სწორი გზა: საუბარი არა მხოლოდ დამარწმუნებელ-ლოგიკური, არამედ ემოციური უნდა იყოს.

მორიელის გულის გასაღები (23 ოქტომებრი – 21 ნოემბერი)

მორიელის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მას  ან ღია გულით და გულწრფელი ქცევებით შეხვდით, ან როგორც უსამართლობის მსხვერპლი. მთავარია, რომ ეს იმიჯი ნიღაბი არ აღმოჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაგიმართლებთ. გულწრფელობის ჯილდოს სახით თქვენ შესანიშნავ თანამოსაუბრეს მიიღებთ, რომლის გამჭრიახობაც პრაქტიკულად უსაზღვროა. მორიელი შეიძლება ნებისმიერი რთული ამოცანით დაინტერესდეს და ის დროს და ენერგიას არ დახარჯავს, რომ თქვენ საკმაოდ ეფექტური მზა გადაწყვეტილება შემოგთავაზოთ.

მორიელის გულისკენ მიმავალი სწორი გზა: არ ეკამათოთ, მისი ბობოქარი გრძნობების ჩაცხრობას მშვიდად დაელოდეთ.

მშვილდოსნის გულის გასაღები (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსნის მეგობრობის მოსაპოვებლად, მას რაღაც უჩვეულო ან მხიარული დროის გატარება შესთავაზეთ. თუ ამ ნიშანთან საქმიანი ურთიერთობით ხართ დაინტერესებული, უბრალოდ ეცადეთ, რომ მან თქვენში საღი გონების და ახალი ხედვის ადამიანი დაინახოს. და გახსოვდეთ, რომ მშვილდოსანთან ურთიერთობის დროს სიმარტივე და პოზიტივი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი გამოცდილება და რეზიუმე ერთად აღებული.

მშვილდოსნის გულისკენ მიმავალი სწორი გზა: მისი თანამოაზრე გახდით.

თხის რქის გულის გასაღები (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

თხის რქასთან ურთიერთობის დროს ემოციების შესახებ დაივიწყეთ. ამ ნიშნის წარმომადგენელი უფრო მეტად გატაცებული იქნება „მშრალი“ სტატისტიკით და უემოციო ფაქტებით. უფრო მეტად – მთელი რიგი დამარწმუნებელი მასალებით: გრაფიკებით, დიაგრამებით და ზუსტი გათვლებით. თხის რქა კითხვის არსს მომენტალურად გაიგებს და იმწმასვე მოიფიქრებს მისთვის უფრო მომგებიანი როგორ იქნება. თხის რქა მსგავს მიდგომას არა მხოლოდ სამუშაო ოთახში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. მისი სიყვარულში აღიარება თეორიის დამტკიცებას ჰგავს, სამაგიეროდ არც თქვენ და არც საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას არ მისცემს.

თხის რქის გულისკენ მიმავალი სწორი გზა: საიმედო ფაქტებს დაეყრდენით.

მერწყულის გულის გასაღები (21 იანვარი – 19 თებერვალი)

მაშინაც კი თუ თქვენ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, მერწყული თქვენში რაღაც განსაკუთრებულს დაინახავს. ამ ნიშნის წარმომადგენლის ინტერესი რომ გამოიწვიოთ, უბრალოდ პირველი ნაბიჯი გადადგით! უკვე ერთ საათში მეგობარს დაგიძახებთ, თქვენ კი მას ბავშვობის მოგონებებს ან რაღაც ამდაგვარს უზიარებთ. მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ რამდენიმე დღის შემდეგ „საუკეთესო მეგობარი“ თქვენს მიმართ თითქმის გულგრილი გახდება. თუ მერწყულის ყურადღების მოპოვება შეძელით, მომენტალურად იმოქმედეთ. რადგან სხვა შემთხვევა არ გექნებათ!

მერწყულის გულისკენ მიმავალი სწორი გზა: თქვენი წინადადება ისე შესთავაზეთ, როგორც შთამბეჭდავი თავგადასავალი.

თევზის გულის გასაღები (20 თებერვალი – 20 მარტი)

თევზთან შეხვედრის დაგეგმვის დროს, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ. თუ თავად იზრუნებთ იმაზე, თუ სად და როგორ შედგება თქვენი ურთიერთობა, მაშინ თევზზე საუკეთესო შთაბეჭდილებას მოახდენთ! მათ ზედმეტ ტვირთს თავიდან ააცილებთ და მას სიმშვიდის შენარჩუნების უფლებას მისცემთ. ეს ყველაფერი კი თევზის თვალში დამატებით „პლუსებს“ შეგმატებთ. ნებისმიერ საკითხში ამ ნიშნის წარმომადგენლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, აქცენტი გაამახვილეთ იმაზე, რომ ორგანიზაციული მხარე მას არანაირად არ შეეხება.

თევზის გულისკენ მიმავალი გზა: მათი მგრძნობიარე ბუნება ნებისმიერ სიყალბეს გრძნობს. ამის შესახებ არ დაგავიწყდეთ!

ახლა, უკვე იცით თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნის გულისკენ მიმავალი გასაღები და შეგიძლიათ ეს შუეფასებელი ინფორმაცია ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციის დროს გამოიყენოთ. შესანიშნავი შპარგალკა მათთვის, ვისაც მუდმივად სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა უწევთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს