თამამი, ჭკვიანი, მომთმენი და მამაკაცური – ეს ყველაფერი ლომის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ შეიძლება ითქვას. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ასევე ვარსკვლავები ამბობენ. რომ ლომი შესანიშნავი შეყვარებული და მეოჯახე არის. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი ნიშანი ლომთან ქორწინებასა და ურთიერთობაში შეთავსებადია, ერთი წუთითაც არ დაფიქრდეთ – აუცილებლად გაიცანით!
ლომის ზოდიაქოს ნიშნის უპირატესობა
1.რომანტიკა
ლომი ბუნებით ძალიან მოსიყვარულე ადამიანია. ის თავის მეორე ნახევარს გულწრფელად და სერიოზულად ეპყრობა. თუ მამაკაცი ლომი იპოვის იმ ქალს, რომელსაც ეძებდა, მასზე ლამაზად იზრუნებს და დიდებული ჟესტებით გაანებივრებს. ეს ნიშანი რჩეულს თაყვანისმცემლებით აავსებს და მას ყველაზე ძვირფასს აჩუქებს, რაც გააჩნია.
ქალი ლომი ასევე ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავს იმაში, რომ შეყვარებულს თავაზიანი სიტყვები მისწეროს და მას გულის ფორმის ორცხობილები გამოუცხოს.
2.საიმედო ადამიანი
მამაკაცი ლომი კარგი მეოჯახე არის. რა თქმა უნდა, თუ ოჯახში სიტუაცია სტაბილური არის. სახლში ეს ნიშანი თავს ნამდვილ დიასახლისად გრძნობს. მისი სიამაყე და საკუთარი თავის მიმართ სიყვარული სხვანაირ მდგომარეობას ვერ აიტანს.
ქალი ლომი ხშირად ურთიერთობაში ხელმძღვანელის პოზიციაზე არის. ამასთან საკუთარ მამაკაცს იმის ფიქრის უფლებას აძლევს, რომ ის ოჯახში მთავარია.
ამ ადამიანების იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეთ. ისინი სიხარულით დაეხმარებიან არა მხოლოდ მეორე ნახევარს, არამედ მეგობრებს.
3.უყვართ ბავშვები
არა ყველას, რა თქმა უნდა. მაგრამ ბევრ ლომს ბავშვები ძალიან უყვარს. ისინი ოჯახის წრეში დროს დიდი სიამოვნებით ატარებენ.
4.გემრიელად ამზადებენ
თუ გსურთ რომ გემრიელობით იკვებოთ, ქალი ლომი გაიცანით. სამზარეულოში მას თვითნაბადი ნიჭი აქვს. მართალია, მომზადების სურვილი ყოველთვის არ აქვს.
ხოლო მამაკაცი ლომი ნამდვილი მშოვნელია. თუ მას სუპერმარკეტში საყიდლების სიის გარეშე გაუშვებთ, ის არ დაიბნევა და ყველაზე საჭირო და ახალი ნივთების და პროდუქტების შეძენას შეძლებს.
5.არანაირი რუტინა
ლომებთან არ მოიწყენთ. მათ შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ. მათ დროის სასიამოვნოდ გატარების უნარი აქვთ. სწორედ ამიტომ, თუ არ გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობა გადაიქცეს, პარტნიორის არჩევის დროს ყურადღება ამ ნიშანზე გაამახვილეთ.
ლომი შესანიშნავი ნიშანია, რომელთანაც მყარი ურთიერთობის აწყობა შეგიძლიათ. მაგრამ თუ საპასუხოდ სათანადო სიყვარულს ვერ მიიღებს,კავშირს მარცხი ემუქრება. თქვენ ლომთან ბედნიერი იქნებით, თუ მასთან ერთად ურთიერთობაზე მუშაობისთვის მზად იქნებით.