სახლში მომზადებული, მარტივი და გემრიელი – აი, როგორ ვამზადებ უგემრიელეს ნამცხვარს

2634

ერთ საღამოს, როდესაც სამსახურის შემდეგ სახლში ჩაფიქრებული ვბრუნდებოდი, უცებ ვიგრძენი ნამცხვრის არაჩვეულებრივი სურნელი. ეს ჰგავდა ბებიის მიერ მომზადბეულ ნამცხვრის არომატს. ძალიან მომინდა მისი მირთმევა. ბებიის რეცეპტი შენახული მქონდა, ამიტომ შევედი მაღაზიაში, ვიყიდე ყველა საჭირო ინგრედიენტი და გავეშურე სახლისკენ.

მოვამზადე იდეალური ნამცხვარი, რომელიც საუზმეზეც მივირთვი. ისეთი შესანიშნავი იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მინდა გაგიზიაროთ რეცეპტი, რომლის მიხედვითაც თქვენც შეძლებთ უგემრიელესი ნამცხვრის მომზადებას.

მასალები:

  • 450გ კარაქი ან მარგარინი
  • 150გ შაქარი
  • 400გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
  • 1 შეკვრა საცხობი ფხვნილი
  • 2 შეკვრა ვანილის შაქარი
  • 50გ შოკოლადი

მომზადება:

1. დავიწყოთ ცომის მომზადება. აიღეთ კვერცხი, ვანილის შაქარი (1 შეკვრა), შემდეგ დაუმატეთ 200 გრამი კარაქი ან მარგარინი და აურიეთ. დაამატეთ საცხობი ფხვნილი ან სოდა, ფქვილი და მოზილეთ ცომი მანამ, სანამ არ გამყარდება. შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.

2. ამავდროულად, შეგიძლიათ მოამზადოთ კრემი. აიღეთ დარჩენილი კარაქი, დაუმატეთ ვანილის შაქარი, შედედებული რძე და აურიეთ.

3. გამოიღეთ ცომი, გაყავით 4 ტოლ ნაწილად და გააბრტყელედ თითიეული. გაუსწორეთ კიდეები ისე, რომ 4-ივეს ჰქონდეს თანაბრად.

4. გამოიყენეთ პერგამენტის ქაღალდი, გადაიტანეთ მასზე ცომი და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე. დაახლოებით 15 წუთში გამოიღეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

5. სანამ გაგრილდება, მე გადავწყვიტე ნამცხვარი დეკორატიულად გავაფორმო. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გამელამაზებინა და მომაფიქრდა იდეა: ყურძენი და ფოთლები. ამის გასაკეთებლად აიღეთ ცომი, და მისგან მომაზდეთ ფიგურები და გამოაცხეთ ღუმელში.

6. მომზადებული ფორმები შეგიძლიათ ზემოდან დააწყოთ ნამცხვარს. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ შოკოლადის ბურთულები, თხილის შიგთავსით, რომელიც უფრო გემრიელს გახდის ჩვენს მიერ მომზადებულ ნამცხვარს.

ნამცხვარი ძალიან ტკბილი და გემრიელია. მე არ გირჩევთ მის მირთმევას საღამოს, რადგან საკმაოდ მაღალკალორიულია. ძალიან უხდება ყავას და ჩაის. გემრიელად მიირთვით. თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს