ქადა ძალიან გემრიელია და მისი მომზადება საკმაოდ მარტივი. როგორც წესი, მზადდება სქელი ცომისგან და ტკბილი შიგთავსისგან, ზოგჯერ უმატებენ თხილს. მას ამზადებენსაქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ქადა ძალიან ლამაზად გამოიყურება და სწრაფადაც მზადდება. აქვს კეფირის ცომი, ნიგოზი, შაქარი და ვანილი. აღსანიშნავია, რომ ცომს უმატებენ ცოტა მარილს და არც ერთი გრამ შაქარს, მაგრამ მისი ტკბილი შიგთავსი ამ ყველაფერს აბალანსებს.
მასალები:
- 3.5 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა კეფირი
- 3/4 ჭიქა კაკალი
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 3/4 ჩ.კ. მარილი
- 250გ კარაქი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 1 შეკვრა ვანილი
- 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
მომზადება:
1. შეურიეთ ნახევარი კარაქი (არ გაადნოთ), მარილი, სოდა და 3 ჭიქა გაცრილი ფქვილი.
2. მიღებულ მასას დაუმატეთ კეფირი და ათქვიფეთ.
3. ცომი უნდა იყოს ელასტიური და გლუვი. თუ ასეთს არ მიიღებთ, დაამატეთ ფქვილი კოვზით. მე დავამატე დაახლოებით ხუთი კოვზი.
4. მოამზადეთ შიგთავსი. დარჩენილ კარაქს დაუმატეთ 0.5 ჭიქა ფქვილი, ვანილი და შაქარი. გახეხეთ და დაამატეთ ნიგოზი. მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიში. აურიეთ მიღებული მასა ისე, რომ ერთიანი გახდეს. შიგთავსი უნდა იყოს ძალიან რბილი.
5. ცომი გაყავით ცომი ორ ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ. უნდა მიიღოთ თხელი, მართკუთხედის ფორმის ცომი.
6. მასზე თანაბრად გაანაწილეთ შიგთავსი.
7. ისე გადაახვიეთ, რომ რულეტის ფორმა მიიღოს.
8. გამოიყენეთ დანა და დაჭერით რულეტი დაახლოებით 3 სმ სიგანეზე.
9. მოათავსეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და თითოეულ ნაჭერს ზემოდან გადაუსვით ზეითუნის ზეთი.
10. მოათავსეთ ღუმელში 180 გრადუსზე, ნახევარი საათით (მე ელექტრო ღუმელს ვიყენებ, გაზის ღუმელის შემთხვევაში შესაძლოა მეტი დრო იყოს საჭირო).
11. მომზადებული ქადა მოათავსეთ თეფშზე და მიართვით სტუმრებს.
ქადა ძალიან არომატული და გემრიელი ტკბილეულია. მის მომსამზადებლად შეგიძლიათ უკვე დაძველებული კეფირის გამოყენება, რომელიც დასალევად აღარ ვარგა. მიირთვით გემრიელად და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.