გემრიელი და სასიამოვნო რულეტი ყველას უყვარს გამონაკლისის გარეშე – ბავშვებს, ქმრებს, ცოლებს. მისი მომზადება სახლშიც შეგიძლიათ. გააოცეთ თქვენი მეგობრები თქვენს მიერ მომზადებული უგემრიელესი რულეტით.
ჩვენ გთავაზობთ კულინარიულ სიახლეს, რომელსაც სულ 5 წუთი სჭირდება. ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ მხოლოდ ელიტარულ საკონდიტროში არ იქმნება კულინაირიული შედევრები.
მასალები ცომისთვის:
- 3 კვერცხი
- 3 ს.კ. შაქარი
- 3 ს.კ ფქვილი
- 1 ჩ.კ. ვანილი
- 1 ს.კ.კაკაოს ფხვნილი
მასალები შიგთავსისთვის:
- 200 მლ არაჟანი
- 200 გრ ხაჭო
- 40 გრ შაქრის ფხვნილი
- 5-6 ცალი მანდარინი
- მანდარინი ცედრა გემოვნებით
მომზადება:
1. გატეხეთ კვერცხი. გაყავით ცილა და კვერცხის გული. ათქვიფეთ ცილა მანამ, სანამ ფუმფულა არ გახდება. დაამატეთ შაქარი, ვანილი და ურიეთ მანამ, სანამ ღია ყვითელ ფერს არ მიიღებს.
2. შეურიეთ კვერცხის გული და გამოიყენეთ მიქსერი დაბალი სიჩქარით. დაამატეთ ფქვილი და კაკაო.
3. დაასხით ცომი პერგამენტის ქაღალდზე და შედგით ღუმელში 10-15 წუთით, 180 გრადუსზე.
4. გამოიღეთ ნამცვარი და ისე, რომ არ მოაშოროთ პერგამენტის ქაღალდი, დატოვეთ გასაგრილებლად.
5. შიგთავსისთვის, აურიეთ ხაჭო და არაჟანი. დაუმატეთ შაქარი. ურიეთ ყურადღებით და თქვენი გემოვნებით დაამატეთ მანდარინის ცედრა.
6. უკვე გაციებულ ნამცხვარს ყურადღებით მოაცალეთ ქაღალდი, თანაბრად წაუსვით ხაჭოს კრემი, დაამატეთ მანდარინი. გადაახვიეთ, რომ მიიღოს რულეტის ფორმა და შეინახეთ მაცივარში 2-3 საათით.
მოამზადეთ ჩაი ან ყავა, დაპატიჟეთ თქვენი მეგობრები, მოისმინეთ კომპლიმენტები და მათაც გაუზიარეთ რეცეპტი.