ალბათ უკვე იცით, როგორ უნდა გაატაროთ ახალი წელი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სადღესასწაულო მაგიდას. გარდა ამისა, ბევრს სჯერა, რომ ლამაზად მომზადებული კერძები არ უნდა გაუფერულდეს და ამიტომ აუცილებელია შეინარჩუნოთ სადღესასწაულო ატმოსფერო.
ცოტა ხნის წინ, ჩემმა შეყვარებულმა გამოცადა ეს ყველაფერი და მეც აღფრთოვანებული დავრჩი. ეს იდეა მშვენიერია, დაგჭირდებათ მხოლოდ 5 წუთი, ჭიქები და სანთლები, რათა შექმნათ არაჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუში ახალი წლის დეკორაციისთვის.
1. ნებისმიერ სახლში შეგიძლიათ მოძებნოთ, ღვინის ძველი ჭიქები. ისინი იდეალურია სადღესასწაულო მაგიდის გაფორმებისთვის. ამის გასაკეთებლად ამოაბრუნეთ ჭიქა, შიგნიდან მოათავსეთ ხელოვნური ყვავილი ან კეკრა, ან საახალწლო სათამაშო, ან სხვა ნებისმიერი რამ, რაც მას გაალამაზებს, ხოლო ზემოდან მოათავსეთ სანთელი.
2. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, უბრალო შუშის ვაზაში მოათავსეთ ათეულობით პატარა საშობაო სათამაშო.
3. თუ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ საახალწლო ნათურები სახლის გასაფორმებლად, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სანთლები, გააფორმეთ ისინი შესაბამისად და გადააქციეთ ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად.
4. მოხატეთ მინა ნათელი ფერებით. დაახატეთ მას თოვლის პაპა, დარწმუნებული ვარ ბავშვებს ძალიან მოეწონებათ მაგიდის ასეთი უჩვეულო და სახალისო გაფორმება.
5. შუშა შეგიძლიათ მორთოთ მძივებით ან ლამაზი ბურთულებით. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ხელოვნური ყვავილები ან ბრჭყვიალა ფიფქები.
6. ცეცხლისა და წყლის კომბინაცია იდეალურია, ნამდვილი ვნება და ბრძოლა. თუმცა, თუ ცეცხლი და წყალი მოთავსებულია მაგიდაზე, მათ შეუძლიათ შექმნან მშვიდი და რომანტიული ატმოსფერო. ამისათვის საჭიროა ლამაზი ზედაპირის ვაზა, მოათავსეთ სანთლები და გაილამაზეთ განწყობა.
7. შეგიძლიათ მინის თაროზე მოათავსოთ თქვენს მიერ გაფორმებული ჭიქები. ძალიან ლამაზია.
8. საინტერესო ეფექტი მიიღწევა შუშის ჭიქების ფეხის დეკორაციებით. გააფორმეთ ბრჭყვილებით და დატკბით მისი ყურებით.
9. ეს იდეა ძალიან მარტივია განსახორციელებლად. თქვენ დაგჭირდებათ ცარიელი ბოთლი. გააფორმეთ ისე, როგორც ფოტოზეა და თვალს ნამდვილად ვეღარ მოაშორებთ.
10. ეს იდეები საშუალებას მოგცემთ ახალი სიცოცხლე შთაბეროთ ძველ ნივთებს.