კოჭის ორცხობილას რეცეპტი – სუფრიდან მალე გაქრება

2253
კოჭის ორცხობილას რეცეპტი - სუფრიდან მალე გაქრება
კოჭის ორცხობილას რეცეპტი - სუფრიდან მალე გაქრება

როცა ფანჯრებს მიღმა სიცივე და ყინვაა, ხოლო საახალწლო დღესასწაული მალე კარს მოგვადგება, დროა სახლი არომატული სანელებლებით და ციტრუსებით აავსოთ. კოჭას გემო და დარიჩინის სურნელი, ილის და მიხაკის სუნები – ყველაფერი ეს კოჭის ორცხობილაში! ერთხელ მომზადების შემდეგ, ისეთი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რომ ახალი წლის შეგრძნება უკვე დღეს დაგეუფლებათ.

ორცხობილა ჩვენი რეცეპტით გამოდის თხელი, ხრაშუნა, არომატული. გირჩევთ ორმაგი პორცია ახლავე გამოაცხოთ, რადგან ეს თითების ჩასაკვნეტი დესერტია!

კოჭის ორცხობილის მარტივი რეცეპტი უკვე კარგად გამოცდილი არია: გამოაცხვეთ, დაპატიჟეთ მეგობრები, ნაცნობებს და ნათესავებს მიართვით. რეცეპტი შეუდარებელია, ხოლო მითითებული ინგრედიენტებით 3-4 საცხობი სინი გამოვა.

მარტივი კოჭის ორცხობილა

ინგრედიენტები:

  • 200 გრ პურის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 110 გრ შაქარი
  • 3 ჩ/კ თაფლი
  • 1,5 ჩ/კ სოდა
  • 2 ჩ/კ დაფქული კოჭა
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 1 ჩ/კ დაფქული ილი
  • ½ ჩ/კ დაფქული მიხაკი

მომზადება:

1.დაფქული სანელებლები სოდას, შემდეგ ფქვილს აურიეთ. თუ სანელებლები მთელია, კარგად დაფშვენით და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ ცომს.

2.ცალკე თასში კარაქი და შაქარი ერთად ამოიყვანეთ, კვერცხი და წინასწარ გაცხელებული თაფლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ მიქსერით ან ხელის სათქვეფით.

3.კვერცხ-კარაქიან მასას ფქვილი და სანელებლები დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, მოზელვის დროს ცომმა ინტენსიური ყავისფერი შეფერილობა მიიღოს.

4.ცომი 1,5-2 საათით მაცივარში შეინახეთ. გაგრილებული ცომი შემდგომ დამუშავებას უფრო უკეთ ემორჩილება.

5.ცომი თხლად გააბრტყელეთ, უმჯობესია თუ თავიდანვე პერგამენტის ქაღალდზე იმუშავებთ, შემდეგ სპეციალური ან ქაღალდის ფორმების დახმარებით სასურველი ფიგურები გამოჭერით.

6.ორცხობილა 5-7 წუთი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში აცხვეთ. ორცხობილა ძალიან თხელია და ამიტომ შეიძლება სწრაფად დაიწვას! დაელოდეთ, რომ ცომმა ოდნავ ფერი შეიცვალოს და ღუმელიდან მალე გამოიღეთ.

7.სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჭიქურით მორთოთ. ამისთვის 20 გრ ცილა (1,2 ცილა 1 კვერცხიდან) ათქვიფეთ, ნელ-ნელა 100 გრ შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. ჭიქური საკონდიტრო კონვერტში ან შპრიცში ჩაასხით, შემდეგ ორცხობილები თამამად მოხატეთ.

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს