დაცემამდე მუშაობთ? აი როგორ მოქმედებს ის თქვენს შვილებზე

1125

თქვენი ცხოვრება მხოლოდ სამსახურსა და სახლს შორისაა? გაქვთ საკმარისი დრო ბავშვებისთვის? მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ დროს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია თქვენი განწყობა. 20 წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩატარდა კვლევა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მშობლების სამსახური ბავშვებზე.

და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა, დედებმა და მამებმა როლები გაცვალეს და მსოფლიო უფრო დინამიური გახდა. აი, რას წერს ჰარვარდის ბიზნეს მიმოხილვა.

კვლევის დროს, მკვლევარებმა გამოკითხეს 900-ზე მეტი პროფესიონალი. მათ აინტერესებდათ არა მხოლოდ მათი სამსახური, არამედ სამუშაოს გრაფიკი, საათების რაოდებოდა და დრო, რომელსაც შვილებთან ერთად ატარებდნენ.

აღმოჩნდა, რომ ბავშვების ემოციური მდგომარეობა უფრო კარგია იმ ოჯახებში, სადაც მშობლების ცხოვრებაში პირველი ადგილი ოჯახს უკავია.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენ დროს ატარებთ სამსახურში, ბავშვებისთვის ყველაზე მთავარი მშობლებთან ფიზიკური კონტაქტია.

ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები იმ ოჯახებში გვხვდება, რომლებშიც მათი მამები ფსიქოლოგიურადაც ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.

მეორეს მხრივ, თუ მამები დიდ დროს უთმობენ სამუშაოს, მაგრამ ინარჩუნებენ სიმშვიდეს, ბავშვების ემოციური მდგომარეობაც საკმაოდ კარგია.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარების თვალსაზრისით, მამები უფრო მეტს მუშაობენ, დედებზეც საინტერესო დასკვნები გაკეთდა.

მაგალითად, ბავშვები, რომელთა დედამ მეტი  დრო  დაუთმო მათ,  ნაკლები ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ბავშვები გაცილებით მშვიდები და ბედნიერები არიან, როდესაც დედა გადაწყვეტს დაისვენოს და სახლის საქმით დაკავდეს. აიღეთ შვებულება.

ასე რომ, თქვენ გაქვთ არა მხოლოდ სიმშვიდის შანსი, არამედ იმისაც, რომ შვილებმა მამასთან მეტი დრო გაატარონ, რაც მთელი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ოქროს შუალედი სამსახურსაც და სახლს შორის.

სცადეთ და გამონახეთ მეტი დრო ბავშვებისთვის. ასწავლეთ მათაც შრომისმოყვარეობა, მაგრამ ამყოფეთ სიმშვიდეში.

და რაც მთავარია, ბავშვებთან გატარებული დრო მათთვის ძალიან ძვირფასია.

თქვენ რამდენ დროს უთმობთ თქვენს შვილებს?