5 მთავარი კითხვა დიაბეტის წინ, რომლებზეც პასუხები მნიშვნელოვანია იცოდეთ

1868
5 მთავარი კითხვა დიაბეტის წინ, რომლებზეც პასუხები მნიშვნელოვანია იცოდეთ
5 მთავარი კითხვა დიაბეტის წინ, რომლებზეც პასუხები მნიშვნელოვანია იცოდეთ

ნოემბერი შაქრიანი დიაბეტის საერთაშორისო თვე არის, 14 ნოემბერს შაქრის დიაბეტთან ბრძოლის დღე აღინიშნება – ეს თარიღი მნიშვნელოვანი შეხსენება არის კაცობრიობისთვის, რომ დაავადება ძალიან სწრაფად იზრდება და მსოფლიო ეპიდემიის მასშტაბებს მიაღწია. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, 2017 წელს 352 მლ ზრდასრულ ადამიანს 20-დან 79 წლამდე (მთელი მოსახლეობის 7,3%%) პრედიაბეტის ნიშნები აქვთ.

1.რას ნიშნავს პრედიაბეტი?

პრედიაბეტისთვის დამახასიათებელია ნორმაზე მეტი გლუკოზის დონე, მაგრამ ის არც იმდენად მაღალია რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დავსვათ. ამ მიზეზით პრედიაბეტს ნაცრისფერ ზონას ეძახიან, სისხლში შაქრის ნორმალურ და დიაბეტურ დონეს შორის.

პრედიაბეტის მდგომარეობა, მათ შორის უზმოზე გლიკემის დარღვევა ან გლუკოზის ტოლერანტობის გაუარესება, არა მხოლოდ შაქრიან დიაბეტთან არის დაკავშირებული, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.

დღეს პრედიაბეტის დადგენის საერთაშორისო ზოგადი კრიტერიუმი არსებობს. ამერიკის დიაბეტის ასოციაცია პრედიაბეტს უწოდებს, როგორც უზმოზე გლიკემიას დონეს 5,6-6,9 მმოლ/ლ ან გაზრდილი გლიკემიას დონე გლუკოზის შემცველი პროდუქტების ჭამიდან 2 საათის შემდეგ 7,8-11 მმოლ/ლ. ამასთან პრედიაბეტის დროს ჰემოგლობინი HbA1c 5,7-6,4%-ს შეადგენს. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია  HbA1c ზღვარს 6,1-6,9 მმოლ/ლ-ზე აწესებს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: პრედიაბეტის დიაგნოზის ადამიანები შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის მაღალი რისკის ქვეშ არიან – თითქმის ყოველი 5-9% შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპამდე პროგრესირდება. პრედიაბეტის დროული გამოვლენა მის განვითარებას აფერხებს ან საერთოდ აღმოფხვრას ხელს უწყობს.

2.რომელია სახიფათო ნიშნები?

პრედიაბეტს ჩვეულებრივ რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არ აქვს. ადამიანს პრედიაბეტი შეიძლება წლების განმავლობაში ჰქონდეს და ამ პრობლემის შესახებ არ იცოდეს, რადგან დისკომფორტს ჩვეულებრივ დაღლილობას ან მსუბუქ თავბრუსხვევას აწერს.

პრედიაბეტის შესაძლო ნიშნები შეიძლება იყოს სხეულის გარკვეულ ნაწილებში კანის გამუქება, ნაოჭები. დაზარებული ადგილები შეიძლება იყოს კისერი, ხელები, მუხლები. ასევე არასასურველ ფაქტორს წონის მომატება წარმოადგენს. კლასიკური ვარიანტი, როცა პრედიაბეტი მეორე ტიპად გადადის – გახშირებული წყურვილის შეგრძნება და პირის სიმშრალე, ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ღამით, დაღლილობა, მხედველობის შემცირება.

3.რა იწვევს პრედიაბეტის განვითარებას?

პრედიაბეტი გლუკოზა და ინსულინის ურთიერთქმედების დარღვევის გამო ვითარდება, მთავარ ფაქტორს ინსულინის წინააღმდეგობა წარმოადგენს. ინსულინი გლუკოზის, როგორც უჯრედების ენერგიის, ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია. თუ ინსულინის წინააღმდეგობა ვითარდება, გლუკოზის უტილიზაციის პროცესის ირღვევა, რასაც გლუკოზის დონის მომატება და პრედიაბეტი მოჰყვება. პრედიაბეტის ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა გამოიწვიოს. ეს ის ფაქტორებია, რომლებიც მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტთან არის დაკავშირებული:

სხეულის წონა: ჭარბი წონა ან სიმსუქნე (განსაკუთრეით წელის, მუცლის არეში) პრედიაბეტის განვითარების რისკ ფაქტორს წარმოადგენს.

წელის გარშემოწერილობა. წელის დიდი გარშემოწერილობა შეიძლება ინსულინის წინააღმდეგობის მანიშნებელი იყოს. რისკი იზრდება მამაკაცებში, რომელთაც 100 სმ გარშემოწერილობა, ქალებში კი 88 სმ-ზე მეტი.

ნაკლებად მოძრავი ცხოვრების სტილი. რაც უფრო ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, მით უფრო მაღალი რისკია რომ ნახშირწყლოვანი ცვლა დაირღვევა. ფიზიკური აქტივობა სხეულის წონას აკონტროლებს, გლუკოზას კუნთებისთვის იყენებს და უჯრედების  მიერ ინსულინის უკეთესად შეგრძნებას ხელს უწყობს.

ასაკი. მიუხედავად იმისა, რომ პრედიაბეტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, რისკი 45 წლიდან უფრო იზრდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ასაკის ადამიანები ნაკლებად ვარჯიშობენ, კუნთოვანი მასა უმცირდებათ და წონაში მატულობენ. 65 წლის შემდეგ კი რისკი წარმოუდგენლად იზრდება.

მემკვიდრეობა. ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა შაქრიანი დიაბეტის დროს იზრდება, თუ მშობლებს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდათ.

რასა, ეთნიკური წარმომადგენლობა. ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი ნახშირწყლოვანი ბალანსის დარღვევის მაღალ რისკში არიან, მათ შორის აფრიკელები, ამერიკელები და აზიელი ამერიკელები.

გესტაციური დიაბეტი. თუ ორსულობის დროს გესტაციური დიაბეტი გამოვლინდა, მაშინ ქალსაც და ბავშვსაც გესტაციური დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ასევე ქალი, რომელმაც 4-ზე მეტი კგ-ის ბავშვი გააცინა, პრედიაბეტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი. მდგომარეობა, რომელსაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი და სიმსუქნე ახასიათებს. ამ დროს შაქრიანი დიაბეტის რისკი ქალებში მატულობს, რადგან ის ინსულინის წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული.

აპნოე: ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა სახის ძილის დარღვევები აწუხებთ, ინსულინის წინააღმდეგობის მაღალი რისკი აქვთ. ადამიანები, რომლებიც ცვლაში ან ღამის სმენაში მუშაობენ და ძილის პრობლემები აქვთ, ასევე შეიძლება პრედიაბეტის ნიშნები განუვითარდეთ.

სხვა მდგომარეობა, რომლებიც პრედიაბეტთან არიან დაკავშირებულნი:

არტერიული ჰიპერტენზია (≥140/90) ან სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ქოლესტერინის დაბალი დონე (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები <35 მნ/დლ (0,9 მმოლ/ლ) ან გაზრდილი ტრიგლიცერიდების დონე >250 მგ/დლ (2,82 მმოლ/ლ).

4.თუ ადამიანი ბევრ ტკბილეულს მიირთმევს, მას შეიძლება პრედიაბეტი ჰქონდეს?

გლუკოზის ცოტა რაოდენობა ორგანიზმში საკვებიდან ხვდება, უფრო ზუსტად ნახშირწყლებიდან. როგორც ადრე აღინიშნა, გლიკემიას შესამცირებლად პანკრეასის მიერ ინსულინის წარმოება ხდება. ინსულინის წყალობით გლუკოზა ორგანიზმის უჯრედებში ნაწილდება, ამასთან მისი კონცენტრაცია მცირდება. როცა სისხლში შაქრის დონე მცირდება, ინსულინის სეკრეციის შემცირება ხდება. თუმცა თუ ნახშირწყლების მიწოდება ხანგრძლივად მოხდება, ასევე რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ინსულინის წინააღმდეგობა ყალიბდება, რაც სისხლში გლუკოზის დონის მომატებას და პრედიაბეტის განვითარებას იწვევს.

5.პრედიაბეტი ინკურნება?

პრედიაბეტი შექცევადი მდგომარეობა არის. ცხოვრების წესის შეცვლა (სათანადო კვება, რეგულარული ვარჯიში, კარგი და ჯანსაღი ძილი) პროფილაქტიკის და დიაბეტის თავიდან აცილების მეთოდს წარმოადგენს.

სწორი კვება: სწორი კვება სხეულის მასის, გლიკემიას, არტერიული წნევის და ლიპიდური სპექტრის დონის შენარჩუნებას ხელს უწყობს. კვების მკვეთრი, არაფიზიოლოგიური შეზღუდვა და შიმშილი უკუჩვენებულია. კალორიების, ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების იდეალური პროცენტული მდგომარეობა არ არსებობს. ამიტომ გადანაწილება ინდივიდუალური პირობების გათვალისწინებით ხდება. რეკომენდებულია მაქსიმალურად შეამციროთ ცხიმები (პირველ რიგში ცხოველური წარმოშობის) და მარტივი შაქარი. ზომიერი რაოდენობით რთული ნახშირწყლების და ცილების მოხმარება, შეუზღუდავად პროდუქტები, რომლებიც მდიდარია წყლით და უჯრედისით, ბოსტნეული. დიეტის დაცვით, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, კაკლით, რძის პროდუქტებით, მონო და ნახევრად გაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით (მცენარეული ზეთი, თევზი), პრედიაბეტის უფრო დაბალი რისკი გექნებათ.

შემცირება და სხეულის მასის კონტროლი. კონტროლი და სხეულის მასის შემცირება ჭარბი წონის დროს აუცილებელია. ჭარბი წონის 5-10%-ით შემცირება მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის რისკს ამცირებს. არსებობს ბევრი პროგრამა, რომლებიც წონის შემცირებაში დაგეხმარებათ.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური ვარჯიშის დროს ორგანიზმი ბევრ გლუკოზას მოიხმარს, ამასთან ინსულინი გლუკოზის ტრანსპორტირებისთვის სულ მცირე რაოდენობით არის საჭირო, ამიტომ ვარჯიში გლიკემიას დონეს და ინსულინის წინააღმდეგობას ამცირებს. ასევე ფიზიკური ვარჯიში წონის შემცირებას, გულის და სისხლძარღვების ტონუსის ამაღლებას, ძილის ხარისხის და განწყობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

რეკომენდებულია აერობიკა  კვირაში 150 წუთი – 30-60 წუთი ყოველდღიურად, მაგრამ კვირაში მაქსიმუმ 3-ჯერ.

მეტფორმინი. მაღალი რისკის შემთხვევაში რეკომენდებულია ფარმაკოლოგიური მკურნალობა. შედეგების მიხედვით, სამკურნალო საშუალებად მეტფორმინი ერთადერთი წამალია, რომელიც შაქრის შემცველობას ამცირებს. პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია პრედიაბეტის დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს