7 მარტივი სილამაზის საიდუმლო ძველი ჩინეთიდან, რომლებიც თქვენ გამოგადგებათ

1762
7 მარტივი სილამაზის საიდუმლო ძველი ჩინეთიდან, რომლებიც თქვენ გამოგადგებათ
7 მარტივი სილამაზის საიდუმლო ძველი ჩინეთიდან, რომლებიც თქვენ გამოგადგებათ

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ აზიური კოსმეტიკა და გამოგონება სილამაზის რბოლაში ლიდერობს. სამხრეთ კორეა მთელ მსოფლიოს უცნაურ შეფუთვებში სუპერმოქმედ საშუალებებს სთავაზობს, იაპონელი მეცნიერები ყოველწლიურად ახალი ფორმულებით და პროდუქტების უჩვეულო ტექსტურით გვაოცებენ.  ამ ინოვატორი ქვეყნების მეზობელი ქვეყანა ჩინეთი უსიამოვნოდ გეჩვენებათ, სინამდვილეში სილამაზის რეცეპტების ყველაზე ძველი გენერატორი სწორედ რომ ჩინეთია. გთავაზობთ 7 ყველაზე ეფექტურ საშუალებას ძველი ჩინეთიდან.

აკუპუნქტურა და აკუზეწოლა

აკუპუნქტურის ჯადოსნური თვისებების შესახებ ალბათ ყველას სმენია. ორივე მეთოდი ტრადიციულ ჩინურ მედიცინაზე არის დაფუძნებული და აკუპუნქტურის წერტილების სტიმულაციისთვის და სხეულის ენერგეტიკული ველის აღსადგენად გამოიყენება. ხელით ან მცირე გრანულებით კონკრეტულ წერტილებში დაწოლა ორგანიზმს დეტოქსიკაციას ხელს უწყობს, კანს აჯანსაღებს, კოლაგენის გამომუშავებას ააქტიურებს, წვრილი ნაწიბურებისგან ათავისუფლებს და შეუძლია ეგზემას და ფსორიაზის ნიშნები შეგიმსუბუქოთ.

ნეფრიტის რგოლები და გუა შა

ცოტა ხნის წინ, მსოფლიომ ნეფრიტის რგოლების და გუა შას ქვების ისტერიამ შეიპყრო, რომლებიც სახის ოვალის კორექციისთვის გამოიყენება. ეს მარტივი ხრიკი ძველი ჩინეთიდან შემოვიდა და აკუპუნქტურ მეთოდს წარმოადგენს. ნეფრიტის რგოლის გამოყენება ლიმფურ ქსოვილებს ააქტიურებს, სისხლის მიმოქცევას და სახის ფერს აუმჯობესებს. გუა შას ქვები ასევე შეშუპებას ამცირებს, რომელიც ბევრ ქალს ტანჯავს. რგოლები და გუა შა შეგიძლიათ სხეულის ნებისმიერი ნაწილის დასამუშავებლად გამოიყენოთ, მთავარია დაწოლის დროს კანის დაჭიმვა არ მოხდეს.

მწვანე ჩაი

როგორი სტერეოტიპულიც არ უნდა იყოს, მაგრამ ჩინელები ბევრ ჩაის სვამენ. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ყველაფრის შემძლებელი ბალახების ნაკრები არსებობს, რომლებიც კანის სხვადასხვა დაავადებებს ებრძვის. მათ შორის ყველაზე პოპულარულია მწვანე ჩაი. მას ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს: რამდენიმე ჭიქა ჯადოსნური მწვანე ჩაი და თქვენი კანი შეიცვლება, თვითგანწყობა გაუმჯობესდება.

კურკუმა

კურკუმა უკვე მყარად გაიდგა ფეხი და ნებისმიერი დიასახლისის სამზარეულოში შეგიძლიათ იხილოთ. ეს სანელებელი საკმაოდ სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის: მას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და იმუნიტეტს აძლიერებს. ძველ ჩინეთში კურკუმას არა მხოლოდ საკვებში უმატებდნენ, არამედ მისგან სახის ნიღბებს ამზადებდნენ.: კურკუმა კანის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, შეშუპებას ებრძვის და სახეს დამშვიდებულ იერს ანიჭებს.

პარკოსანი მუნგი (მაში) აკნეს საწინააღმდეგოდ

მაში ჩინეთში ბევრი კერძის მოსამზადებლად გამოიყენება: ტორტების, ლაფშების და სოუსისვის. თუმცა მაში ჩინეთში დიეტის არა მხოლოდ განუყოფელი ნაწილია, არამედ მისი დახმარებით აკნეს და კანის სხვადასხვა დაავადებას, ჰერპესს, ფსორიაზს და გამონაყარს შეგიძლიათ ებრძოლოთ. პარკოსანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ფიტონურენოვანებით, ამიტომ მათი სახის ნიღბებში გამოყენება საკმაოდ გამართლებულია: მათ დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ და ანთებას აქრობს.

ბალახების ნაკრები ხო შუ ვუ

მცენარე ხო შუ ვუ ან წვიტა – ჩინური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საშუალება ჩვ.წ.აღ-მდე 800 წლის წინ. ეს ბალახების ნაკრები კანის გასაახალგაზრდავებლად და თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. იყენებენ როგორც სამედიცინო საშუალებას: კარდიო სტიმულაციისთვის,  დეტოქსისთვის, თირკმლების და ღვიძლის გასაწმენდად და ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. სასიამოვნო ბონუსი: წვიტას ფესვები წონის სწრაფად დაკლებაში ხელს შეგიწყობთ.

ბრინჯის წყალი

როგორც ძველ ჩინეთში,ასევე თანამედროვე ქალები ბრინჯის წყალს სახის გასაწმენდად იყენებენ: ითვლება, რომ მას გამაღიავებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. გარდა ამისა, ბრინჯის წყალი კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, ამცირებს აკნეს და ეპიდერმისის ელასტიურობას ზრდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს