კლასიკური შარლოტა მოგბეზრდათ, ვაშლი ბევრი გაქვთ, მაგრამ გამოცხობის დრო არ გაქვთ? გამოსავალი არსებობს! რბილი ვაშლის ნამცხვრის მომზადება სცადეთ, რომელიც პირში დნება. მისაღები ინგრედიენტები, მინიმუმი დრო და შესანიშნავი შედეგით დატკბით. ტკბილეულობის მოყვარულები დააფასებენ!
ვაშლის ღვეზელი, რომელიც პირში დნება
დღეს ძალიან გემრიელი ვაშლის და ნიგვზის ნამცხვრის მომზადებას გასწავლით. ეს ნამცხვარი ჩვეული შარლოტასგან განსაკუთრებული მოსართავით გამოირჩევა, რომლის წყალობითაც დესერტი რბილი და ნაზი გამოდის.
ინგრედიენტები:
- 100 გრ ზეთი
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჭიქა კეფირი
- 1,5 ჭიქა ფქვილი
- 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 5-7 ვაშლი
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- 50 გრ ნებისმიერი კაკალი
მომზადება:
1.ვაშლი გათალეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
2.საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და ოდნავ ფქვილი მოაყარეთ.
3.ვაშლი დარიჩინს აურიეთ და ფორმაში მოათავსეთ.
4.50 გრ დარბილებული კარაქი, ნახევარი შაქარი და კვერცხი მიქსერით ამოიყვანეთ. დაუმატეთ კეფირი და გამაფხვიერებელი. ათქვეფა გააგრძელეთ, ფქვილი დაუმატეთ. ცომის კონსისტენცია მსხვილ არაჟანს უნდა გახსენებდეთ.
5.მზა ცომი ფორმაში ვაშლს ზემოდან დაასხით. ნამცხვარი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთით გამოაცხვეთ.
6.სანამ ნამცხვარი ღუმელშია, კაკალის სართავი მოამზადეთ. დაბალ ცეცხლზე მცირე ქვაბში კარაქი გაადნეთ, დარჩენილი შაქარი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ, შემდეგ იმწამსვე გამორთეთ. ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
7.კაკალი წვრილად დააქუცმაცეთ. კარაქ-შაქრიან მასას დაუმატეთ.
8.მზა ნამცხვარი ღუმელიდან გამოიღეთ და კაკალის სართავი მოასხით.
9.ნამცხვარი ღუმელში შედგით და იმწამსვე გამორთეთ. კიდევ 30 წუთით გამორთულ ღუმელში გააჩერეთ. სუფრაზე რბილი ვაშლის ნამცხვარი ბოლომდე გაგრილებული გაიტანეთ.
ასეთი უჩვეულო და მარტივი ვაშლის ნამცხვარი, სწრაფად მზადდება და ნებისმიერ წვეულებას დაამშვენებს! გემრიელად მიირთვით!
ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებს გაუზიარეთ!