
წელის არეზე ცხიმოვანი ფენების დაგროვება ბევრისთვის მტკივნეული გამოწვევაა. თუმცა, მათი მოცილება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ვიგებთ ნამდვილ მიზეზებს და სწორად ვუმკლავდებით მათ.სტატიაში გავარკვევთ, რატომ ვერ ვიშორებთ ცხიმს მიუხედავად დიეტისა და ვარჯიშისა და როგორ უნდა აღვადგინოთ სხეულის ბუნებრივი წონის რეგულაციის მექანიზმები.
”ისევე, როგორც ჩემი უამრავი პაციენტი, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში წელის არეზე დაგროვებული ცხიმოვანი ფენებისგან ვიტანჯებოდი . ამ პრობლემის გადასაჭრელად უამრავ საშუალებას მივმართე, თუმცა სრულიად უშედეგოდ… ვერაფრით ვიშორებთი ცხიმებს წელის არედან იქამდე, სანამ მათ გამომწვევ ძირითად მიზეზებს არ მივაგენი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჭარბცხიმიანობა გაწუხებთ და გსურთ ამ პრობლემისგან გათავისუფლება, პირველ რიგში, აუცილებლად შეისწავლეთ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნეთ მის გადაჭრაზე” – ექიმი ნავაზ ჰაბიბი.
ცუდი მეტაბოლიზმი
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ორგანიზმს დაკარგული აქვს ცხიმის საწვავის სახით გამოყენების ფუნქცია, ცხიმოვანი ფენები იწყებს დაგროვებას სხეულის განსაზღვრულ ნაწილებში. როდესაც სხეულის უჯრედები განიცდის საჭირო საკვები ნივთიერებების დეფიციტს, ცხიმის წვის პროცესი შეფერხებულად მიმდინარეობს. კარნიტინი და ვიტამინ B2 (რიბოფლავინი) – ორი უმნიშვნელოვანესი ნივთიერება, რომელიც ესაჭიროება ჩვენს უჯრედებს ცხიმის დასაწვავად.
ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად გამორიცხეთ კვების რაციონიდან მავნე, ანთებითი ცხიმები და ჩაანაცვლეთ ისინი სასარგებლო ცხიმებით. სასარგებლო ცხიმებით გამდიდრებული პროდუქტებია: თევზი, ქოქოსის ზეთი, ავოკადო და ზეითუნის ზეთი.
წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ზრდა-გამრავლება
ჭარბწონიანი ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც წელის გარშემო დაგროვილი ცხიმოვანი ფენებისგან იტანჯებიან, ხშირ შემთხვევაში დგანან ისეთი უსამოვნო პრობლემების წინაშე, როგორებიცაა: მუცლის ქონიკული შებერილობა, ყაბზობა და დიარეა. თითოეული ეს სიმპტომი დიდი ალბათობით წვრილ ნაწლავში გადაჭარბებული რაოდენობით ბაქტერიების არსებობაზე მეტყველებს.
რა იწვევს ბაქტერიების მოზღვავებას წვრილ ნაწლავში? არასწორად შედგენილი კვების რაციონი და კუჭის დაბალი მჟავიანობა. თუ თქვენ მკაცრ დიეტას იცავთ, თუმცა წონას მაინც ვერ იკლებთ, ეს ნიშნავს, რომ წვრილ ნაწლავში ჭარბი რაოდენობით ბინადარი ბაქტერიები იპარავენ საჭირო საკვებ ნივთიერებებს და ჩვენი სხეულის უჯრედები შესაბამისად ვეღარ იკვებება.
ჰორმონალური დისბალანსი
ადამიანები, რომლებიც ჰორმონალური დისბალანსისგან იტანჯებიან, როგორც წესი, დგანან ჭარბწონიანობისა და გაცხიმოვნების პრობლემის წინაშე, რაც სხვადასხვა ორგანოების დაქვეითებული ფუნქციონირებითაა განპირობებული. ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი ექიმითან კონსულტაციის გავლა და მისგან შესაბამისი დახმარების მიღებაა.
დიეტა ნახშირწყლებისა და შაქრის მაღალი შემველობით
არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ მაღაზიების თაროებზე შეძენილი პროდუქტების უმრავლესობა დიდი რაოდენობით შაქარსა და ნახშირწყლებს შეიცავს. სწორედ ასეთი პროდუქტების სიყვარულს მივყავართ სიმსუქნებდე და გაცხიმოვნებამდე. თუ გსურთ წელის არედან ცხიმოვანი ფენების მოშორება, პირველ რიგში, დაიყვანეთ მინიმუმამდე ყოველდღიურად მიღებული ნახშირწყლებისა და შაქრის რაოდენობა. უმჯობესი იქნება, თუ გადახვალთ ცილოვან კვებაზე.
ხშირად დასმული კითხვები(Q&A):
- რატომ ვერ ვიშორებთ ცხიმს წელის არედან, მიუხედავად დიეტისა და ვარჯიშისა?
შესაძლოა, პრობლემა მეტაბოლიზმის დარღვევაში, ნაწლავის ბაქტერიების ჭარბ ზრდაში ან ჰორმონალურ დისბალანსში იყოს. - როგორ შეიძლება მეტაბოლიზმის გაუმჯობესება ცხიმის დასაწვავად?
აუცილებელია მავნე ცხიმების გამორიცხვა და საკვების გამდიდრება სასარგებლო ცხიმებით, როგორიცაა ავოკადო და თევზი. - რა ნიშნები მიგვითითებს ნაწლავურ პრობლემებზე?
ქრონიკული მუცლის შებერილობა, დიარეა ან ყაბზობა ნაწლავში ბაქტერიების გადაჭარბებულ ზრდაზე მიანიშნებს. - როგორია ეფექტური კვების სტრატეგია წელის ცხიმის მოსაშორებლად?
უნდა შემცირდეს შაქრისა და სწრაფი ნახშირწყლების მიღება და პრიორიტეტი მიენიჭოს ცილოვან საკვებს.
დასკვნა რედაქციისგან:ცხიმოვანი ფენების მოშორება წელის არედან საჭიროებს უფრო სიღრმისეულ ანალიზს, ვიდრე უბრალოდ დიეტა და ვარჯიში. კვლევები აჩვენებს, რომ მეტაბოლიზმის დარღვევა და ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ პრობლემაში (Smith et al., 2020; Zhang et al., 2019). გარდა ამისა, ჰორმონალური პრობლემები, მაგალითად ინსულინის რეზისტენტობა, ასევე ხელს უწყობს ცხიმოვანი ფენების დაგროვებას (Johnson et al., 2021).
შესაბამისად, წარმატების მისაღწევად აუცილებელია, პირველ რიგში, მოვიპოვოთ ზუსტი ინფორმაცია ჩვენი სხეულის მდგომარეობის შესახებ და გამოვავლინოთ პრობლემის ძირეული მიზეზები. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ არა მხოლოდ წონის შემცირებას, არამედ ჯანმრთელობის გაძლიერებასა და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას.