
ვაშლის ძმარი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებით, რაც მას იდეალურ საშუალებას ხდის კანის სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად. სტატიის ფარგლებში განხილულია ბუნებრივი მეთოდები, როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი აკნეს, ეგზემის, სოკოსა და სხვა კანის დაავადებების წინააღმდეგ.
რატომ არის ვაშლის ძმარი ასე ეფექტური კანისთვის?
ვაშლის ძმარი შეიცავს აცეტატს, ბიოფლავონოიდებს, ვიტამინ B-სა და C-ს. მას აქვს pH-ის დაბალანსების უნარი, რაც ხელს უწყობს კანის დაცვას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან და ამავდროულად აუმჯობესებს მის ტექსტურას და ტონს.
ვაშლის ძმრის გამოყენებამდე რეკომედირებულია მისი წყლით განზავება (თანაფარდობა 1:1) და ამ პროდუქტის მიმართ ალერგიულობაზე შემოწმება. გაიკეთეთ ნიმუში: წასივით მცირეოდენი ვაშლის ძმარი ხელის კანზე და 10-15 წუთის განმავლობაში დააკვირდით, ექნება თუ არა თქვენს კანს რაიმე სახის ალერგიული რეაქცია ამ პროდუქტთან უშუალო კონტაქტის დროს. გაითვალისწინეთ, რომ ვაშლის ძმარი, რომელსაც კანის მოსავლელად გამოიყენებთ, აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს!
1. კანის გამუქება, გამონაყარი და აკნე
იმისთვის, რომ გაიღიავოთ ასაკობრივი პიგმენტური ლაქები, მოიშოროთ გამონაყარი და შეამციროთ კანის გაფართოებული ფორები, რეკომენდირებულია ყოველდღიურად ვაშლის ძმრის წყალხსნარით პირის დაბანა. ეს მარტივი პროცედურა ძალზედ ეფექტურია ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადასაჭრელად.
2. ეგზემა
განაზავეთ 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყლით. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ბამბა და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ კანის დაზიანებული ზედაპირი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად და ხანმოკლე დროში ეგზემური გამონაყარი მთლიანად გაქრება.
3. ფეხის სოკო
ყოველდღიური ფეხის აბაზანები, რომელშიც მცირეოდენი ვაშლის ძმარია ჩამატებული, ხანმოკლე დროში დაგავიწყებთ ფეხის სოკოს.
4. შაშვი (ინფექცია გამოწვეული მიკროსკოპული სოკოთი ”Candida albicans”)
შაშვის განსაკურნებლად ჩაამატეთ თბილი წყლით სავსე აბაზანაში 500 მლ ვაშლის ძმარი. მიიღეთ ასეთი აბაზანა ყოველდღიურად 15-30 წუთის განმავლობაში. ამ პროცედურის დახმარებით თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ ანთების ჩახშობას სხეულის ინტიმურ ნაწილებში, არამედ გაიუმჯობესებთ მთელი სხეულის კანის მდგომარეობას და თავიდან აირიდებთ ცელულიტების წარმოქმნას.
5. ქავილი, რომელიც მწერის ნაკბენითაა გამოწვეული
იმისთვის, რომ მოიხსნათ აუტანელი ქავილის განცდა, უბრალოდ წასვით მცირეოდენი ვაშლის ძმრის წყალხსნარი შეშუპებულ ადგილზე.
ვაშლის ძმარი – ნამდვილი ელექსირი, რომელიც სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
იზრუნეთ საკუთარ თავზე და არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- შეიძლება თუ არა ვაშლის ძმრის ყოველდღიურად გამოყენება სახეზე?
შესაძლებელია, თუ მისი გამოყენება ხდება სწორად განზავებულ მდგომარეობაში და არ იწვევს გაღიზიანებას. რეკომენდებულია ტესტირება ხელზე გამოყენებამდე. - რომელი ვაშლის ძმარი გამოვიყენო კანისთვის?
მხოლოდ ნატურალური, უმუშავებელი ვაშლის ძმარი – სასურველია ფილტრაციის გარეშე, რათა შემადგენლობაში იყოს „დედა“ კულტურა (mother of vinegar). - შეიძლება თუ არა ვაშლის ძმარი შიდა გამოყენებისთვისაც?
შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით თუ გაქვთ კუჭის პრობლემები ან იკვებები სპეციალური დიეტით.
დასკვნა რედაქციისგან:ვაშლის ძმარი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება. კვლევები აჩვენებს, რომ მას აქვს ბუნებრივი ანტიმიკრობული მოქმედება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კანის პათოგენების რაოდენობას (Jung et al., 2015), ხოლო სხვა კვლევები ადასტურებს მის დადებით ეფექტს კანის სოკოვანი ინფექციების მკურნალობაში (Shokri, 2011).
გარდა ფიზიკური ლაქებისა და დაავადებების მკურნალობისა, ვაშლის ძმარი ამშვიდებს კანს, აბალანსებს მის მჟავოვან ბალანსს და ხელს უწყობს რეგენერაციას. თუ სწორი და რეგულარული გამოყენება მოხდება, ის შეიძლება გახდეს თქვენი ყოველდღიური ბუნებრივი მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო კომპონენტი.