პანკრეატიტი და ქოლეცისტიტი ხშირად ერთად მიმდინარე დაავადებებია, რომლებიც პანკრეასის ანთების დროს არის დამახასიათებელი. ზოგიერთ შემთხვევაში ქოლეცისტიტი შეიძლება ქრონიკული პანკრეატიტით გართულებული იყოს, ზოგჯერ კი ქოლეცისტიტი პანკრეატიტის მიზეზი შეიძლება გახდეს.
მათ სიმპტომების მსგავსება აერთიანებთ, რაც ადამიანის ცხოვრებას სერიოზულად ცვლის და ორივე დაავადების დროს კომპლექსური მკურნალობა სპეციალური დიეტისა და სამკურნალო თერაპიის გარდა, საკმაოდ მარტივ ფიზიკურ ვარჯიშს მოიცავს.
ქვემოთ მოცემული ვარჯიშების შესრულება ნაღვლის ბუშტს და პანკრეას ასტიმულირებს, აღმოსავლეთში მას „პატარა დედოფალს“ უწოდებენ, რადგან სხეულზე დიდ გავლენას ახდენს, ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გამოყოფა ხდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ნაწლავების სტიმულირება ხდება.
ასეთი განტვირთვა შეგიძლიათ ყოველდღე მოიწყოთ. საღამოსაც კი, მაგ., სამსახურის ან სწავლის შემდეგ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ კატეგორიულად უკუჩვენებულია ნაღვლის ბუშტში ქვების დროს, ასევე პანკრეატიტის ან ქოლეცისტიტის გამწვავების დროს.
გამაჯანსაღებელი წვრთნების კომპლექსი
პანკრეასის და ნაღვლის ბუშტისთვის ვარჯიშების შესრულება ხდება ნელა და რისკების გარეშე. თუ რომელიმე ვარჯიში იწვევს ტკივილს ან წნევის მომატებას, უმჯობესია მის შესრულებაზე უარი თქვათ. კომპლექსური ვარჯიშები მყარ ზედაპირზე შეასრულეთ, თავის ქვეშ აუცილებლად მცირე ზომის ბალიში დაიდეთ.
1.მოღუნული ფეხების მუცელთან მიტანა
ზურგზე დაწოლილი მდგომარეობიდან ფეხები მოღუნეთ. ნელ-ნელა მოღუნული ფეხები მუცელთან იმდენად ახლოს მიიტანეთ, რამდენადაც შესაძლებელი არის. ამის შემდეგ ასევე ნელა და უეცარი მოძრაობების გარეშე მოღუნული ფეხები იატაკზე დააბრუნეთ. ეს ვარჯიშები 5-10-ჯერ შეასრულეთ ფიზიკური ფორმის მიხედვით.
2.ველოსიპედი
ზურგზე დაწოლილი მდგომარეობიდან ხელები კეფაზე დაიდეთ, მაგრამ ხელები არ გადააჯვარედინოთ. მარცხენა ფეხი მარჯვენა მუხლზე დაიდეთ, მარჯვენა ფეხი ნელ-ნელა ასწიეთ და დასწიეთ. არავითარ შემთხვევაში ხელებით კეფაზე ზეწოლა არ მოახდინოთ, ხელები თავისუფლად უნდა იყოს! ეს ვარჯიშები 4-6-ჯერ შეასრულეთ თითოეულ მხარეს.
3.ფეხების იდაყვებთან მიტანა
დაწოლილი მდგომარეობა. ხელები კვლავ თავისუფლად კეფაზე. ნელ-ნელა ორივე ფეხი იდაყვებთან მიიტანეთ. ასევე ნელა ფეხები და თავი საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ. ვარჯიშები 4-8-ჯერ შეასრულეთ.
4.ბეჭების შეერთება მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში
ეს ვარჯიში წინაზე რთული შესასრულებელია. თუ თქვენ 60 წლის და უფრო მეტი ხართ ან მაღალი წნევისკენ მიდრეკილება გაქვთ, მისი შესრულებისგან თავი შეიკავეთ. საწყისი პოზიცია: მუცელზე დაწოლილი, ფეხები ერთად, ხელები გვერდზე. ნელა სხეულის წინა ნაწილი ზემოთ ასწიეთ და ბეჭები რამდენადაც შესაძლებელია შეაერთეთ. გაიმეორეთ 5-10-ჯერ.
5.მუცლით სუნთქვა
მჯდომარე პოზიცია, ხელები თეძოს ზემოთ, მუცელზე. ისუნთქე მუცლით. ღრმად ჩაისუნთქეთ, მუცელი შესწიეთ, შემდეგ ღრმად ამოისუნთქეთ და ამოსუნთქვის დროს ოდნავ მუცელს დააწექით. გაიმეორეთ 5-12-ჯერ.
პანკრეატიტის და ქოლეცისტიტის ხანგრძლივი რემისია და ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმაში მოყვანას მხოლოდ კომპლექსური მიდგომით შეძლებთ. ტანვარჯიში შიდა ორგანოებისთვის პანაცეას არ წარმოადგენს, აუცილებელია დიეტა დაიცვათ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ. დაავადების გამწვავების შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიმართეთ.