
ასაკის მატებასთან ერთად ჩვენს ორგანიზმში გროვდება ტოქსინები, რომლებიც ანელებს უჯრედულ განახლებას და იწვევს მრავალ ქრონიკულ დაავადებას. მაგრამ ბუნებას აქვს ძალა, რომელსაც ფარმაცევტული ინდუსტრიაც ვერ სჯობნის – ეს ძალაა ჭანგა. მცენარე, რომელიც მდიდარია ქლოროფილითა და 100-ზე მეტი სასარგებლო ელემენტით, უნიკალურ დეტოქს საშუალებას გვთავაზობს. სტატიაში გაეცნობით ჭანგის თვისებებს, სამკურნალო რეცეპტს და მიღების სწორ გზას.
ორგანიზმის გასაწმენდად იმაზე უკეთესი მცენარე, ვიდრე ჭანგაა, ბუნებაში არ მოიძებნება!
რა სასარგებლო გავლენა აქვს ამ მცენარეს ჩვენს ჯანმრთელობაზე?
ჭანგა შეიცავს 100-ზე მეტ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს, ცხიმოვან მჟავებს, ანტიოქსიდანტებსა და მნიშვნელოვან ფერმენტებს.
ამ მცენარის დაახლოებით 70% ქლოროფილისგან შდგება, რომელიც ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და მძიმე მეტალებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების, თრომბოციტების გამომუშავებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით და ა.შ.
ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის ხალხურ მედიცინაში რეკომენდირებულია ჭანგის წვენის გამოყენება. წვენის მისაღებად აუცილებელია ჭანგის ახალი ღეროების მდუღარე წყლით გარეცხვა და მისი ხორცსაკეპში გატარება.
მიღბული მასა უნდა განაზავოთ წყლით (თანაფარდობა 1:1) და შემდეგ ადუღოთ 3-5 წუთის განმავლობაში.
ამ საშუალების მიღება რეკომენდირებულია 30 მილილიტრის ოდენობით ჭამამდე 30 წუთით ადრე. ორგანიზმის დეტოქსიკაციის ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველდღიურად 2-3 თვის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ ამ საშუალების წყალობით თქვენ შეძლებთ ორგანიზმის მთლიანად გაწმენდას, არამედ თავიდან აირიდებთ ჭაღარების გაჩენას.
საშუალება, რომელიც დღეს ვივიენ-ის რედაქციამ შემოგთავაზათ, უკუჩვენებითია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ადამიანებისთვის, რომელთაც ამ პროდუქტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა ახასიათებთ.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რამდენ ხანში ვიგრძნობ შედეგს?
დეტოქსის ეფექტი ინდივიდუალურია, თუმცა უმეტესად 2-3 კვირაში იგრძნობა ენერგიის მატება და კანის გამოხატულ გაუმჯობესება. - შეიძლება თუ არა რეცეპტის გაყინვა და შემდეგ მიღება?
შეიძლება მცირე დროით, თუმცა რეკომენდებულია ყოველდღიურად ახალი წვენის მომზადება მაქსიმალური ეფექტისთვის. - ჭანგა ნამდვილად ამცირებს ჭაღარის გაჩენას?
კი, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აღადგენს B ვიტამინების ბალანსს – რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია თმის ნაადრევი შეჭაღარავების.
დასკვნა რედაქციისგან:ჭანგის დეტოქსი წარმოადგენს მარტივ, ხელმისაწვდომ და უკიდურესად ეფექტურ მეთოდს ორგანიზმის გასაწმენდად. მისი მაღალი ქლოროფილის შემცველობა აძლიერებს სისხლის ნაკადს, აჩქარებს ტოქსინების გამოდევნას და ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას. 2021 წელს Journal of Medicinal Plants Research-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭანგას ექსტრაქტი მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის შაქარს და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას დეტოქსის პროცესში. ასევე, 2018 წლის კვლევა, რომელიც ჩატარდა European Review for Medical and Pharmacological Sciences-ში, მიუთითებს, რომ ჭანგას რეგულარული მოხმარება ამცირებს უჯრედულ ანთებასა და აუმჯობესებს ლიმფური სისტემის აქტივობას.
დეტოქსის პროგრამები აღარ არის მხოლოდ დროებითი ტენდენცია – ისინი თანამედროვე ადამიანის აუცილებელი ინსტრუმენტია. ჭანგა კი, როგორც ბუნებრივი ანტიდოტი, იდეალურად ჯდება ამ საჭიროებაში.