
ექოსკოპიის შედეგად აღმოჩენილი თირკმლის 9 მმ-იანი კისტა სრულად გაქრა ორიოვანდის წვენით მკურნალობის შედეგად. ორ თვეში მიღწეულმა შედეგმა დაადასტურა, რომ ეს ხალხური რეცეპტი შესაძლებელია ეფექტური იყოს. სტატიაში განვიხილავთ ოროვანდის მოქმედებას, გამოყენების წესებს და ექიმის პროფესიულ კომენტარს.
თირკმელზე აღმოჩენილი 9 მმ-იანი კისტის ბუნებრივი მკურნალობა ოროვანდის წვენით. მკურნალობის კურსი გაგრძელდა ორი თვე და შედგებოდა მცენარის წვენის ყოველდღიური მიღებისგან.
ოროვანდი: ოროვანდის ფოთლები წვრილად დაკეპეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ გაწურეთ წვენსაწურში და შეინახეთ მაცივარში. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოროვანდის წვენი 3 დღეზე მატხანს არ ინახება. გთავაზობთ წამლის მიღების 2 სქემას, გამოიყენეთ ის, რომელიც უფრო მისაღებია თქვენთვის
- 1-2 სუფრის კოვზი წვენი დალიეთ ჭამამდე, 3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 4 კვირაა. შემდეგ უნდა დაისვენოთ ერთი კვირა და კურსი გაიმეოროთ.
- პირველი ორი დღე თითო ჩაის კოვზი წვენი დალიეთ 2 ჯერ დღეში, შემდეგი 3 დღე – თითო ჩაის კოვზი 3 ჯერ დღეში, მომდევნო 2 დღე კი, თითო სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში. ასე გასრულდება ერთი კვირა. ამ სქემას გაიმეორებთ დანარჩენი სამი კვირის განმავლობაშიც.
ექიმის კომენტარი: ოროვანდი ჩვენში საკმაოდ გავცელებული ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება.
მცენარის ფესვი მდიდარია ლორწოთი, ეთერზეთებით, პალმიტინისა და სტეარინის მჟავებით, ინსულინით, მინერალური მარილებით, ვიტამინებით, განსაკუთრებით C ვიტამინით.
სამკურნალოდ იხმარება მცენარის ფესვი, ფოთოლი და ნაყოფი. ფესვს აგროვებენ გვიან შემოდგომაზე და გამოიყენება როგორც შარდმდენი, ოფლმდენი და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი საშუალება პოდაგრას და თირკმელ-კონჭოვანი დაავადებების დროს. ფესვის ნაყენს ან ნახარშს იყენებენ აგრეთვე გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, ჩირქოვანი პათოლოგიების, ფურუნკულების სამკურნალოდ.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ):
- შეიძლება თუ არა ოროვანდის წვენი გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის თირკმლის კისტის დროს?
არა ყველა შემთხვევაში. სანამ დაიწყებთ მკურნალობას, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და დაადგინეთ კისტის ტიპი. - რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მკურნალობა?
საბაზისო კურსი გრძელდება 4 კვირა, შემდეგ 1 კვირის შესვენებით შეიძლება განმეორება. შედეგის შესაფასებლად რეკომენდებულია ექოსკოპიური კონტროლი. - რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ოროვანდის წვენს?
შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ალერგიული რეაქცია ან კუჭის გაღიზიანება, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიღებისას. რეკომენდებულია მცირე დოზებით დაწყება. - შეიძლება თუ არა ოროვანდის წვენის გამოყენება პროფილაქტიკისთვის?
დიახ, თუმცა მცირე დოზით და პერიოდულად. პროფილაქტიკური მიღება ეხმარება ორგანიზმის გაწმენდასა და თირკმლის ფუნქციის გაძლიერებას. - შესაძლებელია წვენის შენახვა ხანგრძლივად?
არა. ოროვანდის წვენი ინახება მაცივარში მაქსიმუმ 3 დღე. მისი ეფექტურობა შემდეგ იკლებს.
რედაქციისგან:ოროვანდის მცენარით თირკმელზე არსებული კისტის მკურნალობის შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუნებრივი მედიცინის დიდ შესაძლებლობებს. კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარეული პრეპარატები, რომლებიც მდიდარია ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი კომპონენტებით, რეალურად მოქმედებენ კისტების შემცირებაზე (Gulati et al., 2020; Cheng et al., 2022).
ორიოვანდში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები შესაძლოა ახდენდნენ კისტის ზომის შემცირებას მექანიზმების საშუალებით, რაც დაკავშირებულია შარდმდენი ეფექტით ტოქსინების გამოდევნასთან და იმუნური პასუხის გაძლიერებასთან. ამდენად, მცენარეული მკურნალობა, რომელიც შერწყმულია რეგულარულ ექოსკოპიურ კონტროლთან, შეიძლება გახდეს უსაფრთხო ალტერნატივა, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც არ სურს მედიკამენტოზური ჩარევა.