
ათეროსკლეროზი — სერიოზული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც არტერიების შევიწროებასა და სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ხშირად შუახნისა და ასაკოვან ადამიანებში ვლინდება, მისი გამოვლენა შესაძლოა ახალშობილებშიც კი მოხდეს. სტატიაში წარმოდგენილია ხალხური მედიცინის რჩეული რეცეპტები, რომლებიც ხელს უწყობს ათეროსკლეროზთან ბრძოლას — მათ შორის გარეული წიწაკა, ღიღილო და კოთხონჯი, ასევე კვების რეკომენდაციები, რომლებიც ქოლესტერინის შემცირებას და ორგანიზმის გაძლიერებას ემსახურება.
ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი: ასაკი, მემკვიდრეობა, ქრონიკული დაავადებები, სტრესი და უმოძრაო ცხოვრება. დაავადების ძირითადი შედეგია არტერიული სანათურის შევიწროება, რაც იწვევს სისხლის ნაკადის დარღვევას და ზრდის გულის დაავადებების, ინსულტისა და სხვა სერიოზული გართულებების რისკს.
გარეული წიწაკა.
- ათეროსკლეროზს კურნავენ ამ მცენარის ფესვებითა და ქერქით. თუ ათეროსკლეროზის დროს დაზიანებულია აორტა და კორონალურ სისხლძარღვთა სისტემა, მაშნ გარეული წიწაკის მიღებით სისხლში იწევს ქოლესტერინის შემცველობა, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს გონებრივი სამუშაოების შრომისუნარიანობის ამაღლებაზე. ამ დროს მცირდება გადაღლა, ძლერდება მხედველობისა და სმენის ორგანოების მოქმედება.
- გარეული წიწაკა აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ანიჭებს ორგანიზმს წინააღმდეგობის უნარიანობას, დაბლა წევს შაქრის შემცველობას სისხლში, სტიმულს აძლევს სასქესო კუნთების მოქმედებას.
- ამ მცენარეს აგროვებენ გაზაფხულზე, როცა იგი სავსეა წვენით, ან შემოდგომაზე როცა ფოთლები ჩამოცვენილია. წამლად გამოიყენება გარეული წიწაკის ქერქი და ფესვები, რომელიც დაყენებულია არაყზე ფარდობით 1:1, ვიდრე ნაყენი არ მიიღებს მუქ ფერს და არ მიეცემა მოტკბო სპეციფიკური სუნი.
- ათეროსკლეროზის დროს მიიღება ეს ნაყენი 30 წვეთი ჭამის წინ 3-ჯერ დღეში.
კოთხონჯი.
- კოთხონჯი. სმენის, მხედველობის და მეხსიერების გაუარესების დროს გამოიყენებენ კოთხონჯის ფესვების (ძირების) ფხვნილს. ამისათვის იღებენ 1/3 სუფრის კოვზს ფხვნილს და დააყოლებენ ცხელ წყალს ან ჩაის. წამალს მიიღებენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 6 თვეა. ყოველი ოთხი კვირის შემდეგ ერთი კვირით ისვენებენ.
- კოთხონჯი გამოიყენება: კარდიონევროზის, გულის კლაპანის უკმარისობის, ქრონიკული გასტრიტის დროს. კოთხუჯის ფესვების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას. კოთხუჯს გააჩნია შემდეგი თვისებები: იგი გამოიყენება სისხლის ნაკლებობის, ნაღვლის ბუშტის დაავადების, მენსტრუაციული ციკლის დარღვევების დროს. ფესვებს თხრიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში.
ღიღილო
- ღიღილო. ამაღლებული აგზნებით მიმდინარე ათეროსკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენებენ ღიღილოს ფესვების ნახარშს.
- ამ ნახარშის გავლენით მცირდება ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობა, მცირდება ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, უმჯობესდება აორტას მდგომარეობა, ლიპოიდური დაგროვებების შემცირების გამო. მომზადება და მიღების წესი: ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 200 მლ ადუღებულ წყალს, ადუღებენ 10 წუთს წყლის აბაზანაში. გაწურულ ნახარშს იღებენ დღეში 5 ჯერ თითო სუფრის კოვზს ჭამის შემდეგ. ბოლო მე-5 სუფრის კოვზს მიიღებენ ღამე, რათა ძილი უფრო მშვიდი იყოს. ნახარშის დამაწყნარებელი მოქმედება ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ვალერიანის წვეთების (0.06გ/კგ დოზის დროს).
კვების რეკომენდაცია ათეროსკლეროზის დროს
- მწიფე ხურმის წვენი, ორი-სამის ჭიქა დღეში.
- კომშის მურაბა, თაფლთან ერთად. მურაბა სასარგებლოა ფსიქიკისათვის, ახალისებს აუმჯობესებს განწყობილებას.
- კანგაცლილი შემწვარი ბადრიჯანი დაბლა სწევს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. ბადრიჯანის მუდივი მიღება აუმფობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
- ბერძნული კაკლის გამოყენება საკვებთან ჩამიჩთან ერთად და ლეღვთან ერთად სასარგებლოა ხანდაზმულობის პერიოდში, მოხუცებისთვის ათეროსკლეროზის დროს.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რა იწვევს ათეროსკლეროზს?
ათეროსკლეროზის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: მაღალი ქოლესტერინი, შაქრიანი დიაბეტი, სტრესი, სიმსუქნე, გენეტიკა და დაბალი ფიზიკური აქტივობა. - შესაძლებელია თუ არა ათეროსკლეროზის მკურნალობა მხოლოდ ბუნებრივი მეთოდებით?
ბუნებრივი საშუალებები ეფექტურია, თუმცა მკურნალობის სქემა ყოველთვის უნდა შეთანხმდეს ექიმთან. მცენარეული რეცეპტები ხშირად ეხმარება ქოლესტერინის დონის რეგულირებაში და დაავადების გართულების პრევენციაში.
- რომელი პროდუქტებია რეკომენდებული ათეროსკლეროზის დროს?
ხურმა, ბადრიჯანი, თაფლი, ბერძნული კაკალი, კომშის მურაბა — ეს პროდუქტები ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებასა და სისხლძარღვების გაძლიერებას. - როგორ მოქმედებს ღიღილო ნერვულ სისტემაზე?
ღიღილოს ნახარში მოქმედებს როგორც ძლიერი დამამშვიდებელი. მისი ეფექტი 10-ჯერ აღემატება ვალერიანის წვეთებს.
რედაქციისგან:ათეროსკლეროზის ბუნებრივი მკურნალობა ეფუძნება ფესვოვან და სამკურნალო მცენარეებზე დაფუძნებულ პრეპარატებს, რომლებიც ათასწლეულებია, რაც ჩვენს წინაპრებს გამოიყენებდნენ. გარეული წიწაკა, კოთხონჯი და ღიღილო — თითოეული მათგანი განსხვავებულად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და, კომპლექსურად გამოყენებისას, ასუსტებს ათეროსკლეროზის მიმდინარეობას.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Atherosclerosis–ში, ადასტურებს, რომ ალტერნატიული მედიცინის ზოგიერთი კომპონენტი (როგორიცაა მცენარეული ექსტრაქტები) დადებითად მოქმედებს ლიპიდურ პროფილზე და ანთებით პროცესებზე (Atherosclerosis, 2021). ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2022 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ბუნებრივ საშუალებას შეუძლია შეამციროს ათეროსკლეროზის პროგრესირების სისწრაფე და შეამციროს გართულებების რისკი.