
ფრჩხილის სოკო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გამაღიზიანებელი კანის პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად თითების ფრჩხილებზე ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კოსმეტიკური და სამედიცინო საშუალება არსებობს, ბევრ ადამიანს შედეგის მიღწევა უჭირს. საბედნიეროდ, ხალხური მედიცინა გვთავაზობს ბუნებრივ, მარტივ და უსაფრთხო გამოსავალს – სამი ეფექტური ინგრედიენტის დახმარებით, რომელთა გამოყენება მარტივად შეგიძლიათ სახლში.
სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა ხშირად რთული და ხანგრძლივია, მაგრამ ბუნებრივი საშუალებები ამ პროცესს აჩქარებს და გამარტივებს. სტატიაში წარმოგიდგენთ სამ ეფექტურ ინგრედიენტს, რომლებიც სოკოს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობენ:
იოგურტი
იოგურტი შეიცავს აციდოფილუსს – ცოცხალი ბაქტერია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ფრჩხილის სოკოს. გარდა ამ ბაქტერიისა, იოგურტი შეიცავს მიკროორგანიზმებს, რომლებიც სოკოვან დაავადებებს ანადგურებენ. მოათავსეთ ფეხები იოგურტით სავსე ტაშტში რამდენიმე წუთით და შემდეგ დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. გაომეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
საცხობი სოდა
საცხობი სოდა არაჩვეულებრივი ნატურალური საშუალებაა, რომელიც სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება. შეურიეთ ერთმანეთში საცხობი სოდა და წყალი თანაფარდობით 1:3. მიღებული ნარევი დაიტანეთ თქვენს ფეხსაცმელზე და მიეცით მას გაშრობის საშუალება. ეს კომბინაცია მთლიანად ანადგურებს ფეხსაცმელში არსებულ ბაქტერიებს.
წყალბადის ზეჟანგი
ჩაამატეთ 100 მილილიტრი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი 1 ლიტრ გამოხდილ წყალში და მოათავსეთ ფეხები მიღებულ ხსნარში 20 წუთით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ დილით იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რა დრო სჭირდება მკურნალობას?
საშუალოდ 2-4 კვირა რეგულარული გამოყენებით უკვე შეამჩნევთ გაუმჯობესებას. - შეიძლება თუ არა ამ სამ საშუალებას ერთად გამოყენება?
კი, თუმცა სასურველია მათი გამოყენება სხვადასხვა დროის მონაკვეთში (დილით, შუადღესა და საღამოს). - არის თუ არა უსაფრთხო დიაბეტიანი ადამიანებისთვის?
უმჯობესია, დიაბეტიანებმა წინასწარ ექიმს გაესაუბრონ, განსაკუთრებით თუ მათ აქვს ღია ჭრილობები ფეხებზე.
რედაქციისგან:ბუნებრივი საშუალებების ეფექტურობა სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ მეცნიერულადაც დადასტურებულია. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა „Journal of Dermatological Treatment“-ში 2022 წელს, ადასტურებს, რომ საცხობი სოდა ქმნის ტუტე გარემოს, რომელიც არ იძლევა სოკოს გამრავლების საშუალებას და ეფექტურად ანადგურებს ინფექციის წყაროს.
მეორეს მხრივ, იოგურტის გამოყენება ადგილობრივად (ლოკალურად) განიხილება, როგორც ბუნებრივი პრობიოტიკური თერაპია, რაც დადასტურდა 2020 წლის კვლევით, რომელიც გამოქვეყნდა „Microbial Pathogenesis“-ში. მიკრობიომების ბალანსის რეგულაცია ადგილობრივად, პირდაპირ ინფიცირებულ ადგილზე, ამცირებს დაავადების განმეორების რისკსაც კი.