
პიგმენტური ლაქები, კანის გაუთანაბრებელი ტონი და მუქი ფერები პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პროდუქტი არსებობს ამ პრობლემის წინააღმდეგ, ბევრ მათგანს არც შედეგი მოაქვს და არც ბუნებრივია. სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ნიღაბი, რომელიც კანს გაათეთრებს და ტონს გააუმჯობესებს — თანაც სრულიად უსაფრთხოდ.
კანის პიგმენტაცია უამრავი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. აფთიაქებში თქვენ შეძლებთ უამრავი კოსმეტიკური საშუალების შეძენას, რომელიც სპეციალურად კანის გასაღიავებლად გამოიყენება, თუმცა მათი ფასი საკმაოდ მაღალია, ხოლო ეფექტურობა – დაბალი. საბედნიეროდ, ხალხურ მედიცინაში მოიპოვება საშუალება, რომლის ეფექტურობაც ნებისმიერი კოსმეტიკური პროდუქტის ეფექტურობას აღემატება.
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი;
- 1 სუფრის კოვზი უბრალო იოგრუტი;
- 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი;
მომზადების წესი:
მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი პატარა ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული ნიღაბი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით, ხოლო შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმშრალეთ სახე რბილი პირსახოცით და წაისვით საყვარელი დამატენიანებელი კრები. გაიკეთეთ სახის ეს ნიღაბი კვირაში 2-4-ჯერ.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რა შედეგს უნდა ველოდოთ ამ ნიღბისგან?
სისტემატური გამოყენების შემთხვევაში კანი ნათდება, ებრძვის ლაქებს და ტონი თანაბრდება. - რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენოთ ეს ნიღაბი?
კვირაში 2-4-ჯერ, შედეგის მიხედვით. კანის მგრძნობელობის მიხედვით შეიძლება რეგულირება. - იოგურტი და ლიმონი კანს არ აღიზიანებს?
თუ კანი ძალიან მგრძნობიარეა, წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი მაჯაზე. იოგურტი არბილებს ლიმონის მჟავიანობას და ამცირებს გაღიზიანების რისკს.
რედაქციისგან:ლიმონის წვენი შეიცავს ბუნებრივ AHA მჟავებს, რომლებიც კანის ზედა შრეების მსუბუქი ექსფოლიაციის გზით ხელს უწყობენ კანის ტონის გათანაბრებას (Journal of Clinical and Aesthetic Dermatology, 2020). იოგურტი მდიდარია ლაქტობაქტერიებით და რძის მჟავებით, რაც კანის დატენიანებას და დამშვიდებას უწყობს ხელს. თაფლი კი თავისი ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებებით კანს იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან (Molecules Journal, 2018). ამ სამეულის ერთობლიობა ქმნის იდეალურ ნიღაბს პიგმენტური პრობლემების წინააღმდეგ.