ცელულიტის შემცირება სახლიდან გაუსვლელად – 3 მარტივი და ეფექტური გზა!

35

ცელულიტი — ეს არის პრობლემა, რომელიც მრავალი ქალისთვის ემოციურად დამთრგუნველია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ცხიმოვანი დაგროვებები კანის ქვეშ ვიზუალურად უსიამოვნოა, მათი შემცირება სრულიად რეალურია სწორი მიდგომით. ჩვენ წარმოგიდგენთ ვივიენის მიერ შემუშავებულ სამნაბიჯიან გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ ცელულიტის შემცირებაში, არამედ სხეულის საერთო ტონუსის გაუმჯობესებაში. თუ მზად ხართ სამუდამოდ დაემშვიდობოთ კომპლექსებს და მოირგოთ თქვენი საყვარელი სამოსი თავდაჯერებულად — წაიკითხეთ ბოლომდე.

1. დიეტა
თუკი თქვენ ცელულიტს ებრძვით, მაშინ უნდა დაიცვათ უცხიმო, დაბალკალორიული დიეტა. ლოგიკურად ცხიმების დასაწვავად, თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ რას უშვებთ ორგანიზმში. მოახდინეთ ფოკუსირება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ორგანიზმის ამტანობას უწყობს ხელს. არ გამოიყენოთ ის რაც გემრიელია, მაგრამ არ გააჩნია არავითარი საკვები ფასეულობა.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე პროდუქტს დაბალკალორიული დიეტისთვის:

  • იოგურტი, რძე, ყველი
  • ნედლი ბოსტნეული (ისპანახი, სტაფილო, კიტრი და ა.შ.)
  • ცხიმგამოცლილი სოუსი
  • ღორის ხორცი, ქათამი, ძროხის ხორცი, თევზი
  • ხორბლის პური
  • ლობიო და ბრინჯი
  • ახალი ხილი (გრეიფრუტი, ყურძენი, ვაშლი და ა.შ.)აუცილებლად ჩართეთ ეს პროდუქტები თქვენს რაციონში.

2. სისხლის მიმოქცევა
სისხლის ცუდი მიმოქცევა წარმოადგენს ცელულიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. როდესაც სისხლი ნელდება, თქვენი კანი წყვეტს საჭირო საკვები ნივთიერებების მიღებას.
დროთა განმავლობაში ქსოვილი ნადგურდება და ცელულიტს საშუალება ეძლევა დამკვირდრეს თქვენს ბარძაყებზე, დუნდულებზე და სხვა პრობლემურ ზონებში. აი რისი გაკეთებაა შესაძლებელი, სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად:

  • სხეულის ჯაგრისით მასაჟი
    ეს მეთოდი აღწერილია ჩვენს სტატიაშიამ პროცედურის ჩატარებისათვის თქვენ ორგანიზმი მადლობას გეტყვით! ის სტატიაში. სხეულის ასეთი წმენდა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების მიწოდებას თქვენ კანისთვის.
    უბრალოდ დაიმასაჟეთ მშრალი ან დატენიანებული კანი მყარი ჯაგრისით. შეასრულეთ თანმიმდევრული მოძრაობები გულის მიმართულებით. არ გამოიყენოთ ეს მეთოდი დაზიანებულ ან მგრძნობიარე კანზე.
  • მასაჟი
    დამტკიცებულია, რომ რეგულარული მასაჟი ხელს უწყობს ჯანმრთელ სისხლის მიმოქცევას. უფრო მეტიც ეს პროცედურა მოადუნებს გონებასა და სხეულს – მასაჟი ასევე უზრუნველყოფს სისხლის საჭირო ნაკადის მოდინებას ქსოვილებთან და აახალგაზრდავებს მათ.
  • კონტრასტული დუში
    კონტრასტული დუში აძლიერებს სისხლის ცირკულაციას, ცხელი წყლიდან ცივ წყალზე სწრაფი გადასვლით გამოწვეული შოკოს წყალობით.
    მიეცით თქვენს სხეულს ცხელი წყლის ქვეშ მოდუნების საშუალება შემდეგ კი მკვეთრად მოუშვით ცივი წყალი. თქვენ თავს თავიდან ფეხებამდე განახლებულად იგრძნობთ.

3. ვარჯიში
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სწორი ვარჯიშები სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. ეს თეორია მართებულია მაშინაც როდესაც საქმე ცელულიტს ეხება. კუნთების გაძლიერება და დაჭიმვა ცელულიტის შემცირებაში გვეხმარება.
წარმოგიდგენთ საკვანძო ვარჯიშებს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურები არიან ცელულიის პრობლემის დროს:

  • მწოლიარე მდგომარეობაში ბარძაყის შიდა მხარის აწევა. ეს ვარჯიში ორიენტირებულია ბარძაყის შიდა ზედაპირზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პრობლემურ ზონას წარმოადგენს.
  •  ბუქნები და გვერდული ადგომები. ეს ვარჯიში ანვითარებს მუხლქვეშა მყესებს, დუნდულების კუნტებს და კვადრიცეფსი
  • წინ ფეხზე ბუქნები. ამ არჯიშის შესრულებისას ძლიერდება და იჭიმება დუნდულები და ფეხები.ნუ მიცემთ ცელულიტს საშუალებას სიცოცხლე გაგიმწარონ. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და შეასრულეთ ყველა ზემოთ მოყვანილი რჩევა, ამ რობლემასთან დასამშვიდობებლად.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. შესაძლებელია თუ არა ცელულიტის შემცირება დიეტის გარეშე?
    დიეტა უმნიშვნელოვანესია ცელულიტთან ბრძოლაში. სწორი კვება უზრუნველყოფს ცხიმების შემცირებას, ხოლო ულტრა-დამუშავებული საკვები მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას.

  2. რამდენად ეფექტურია მასაჟი ცელულიტის წინააღმდეგ?
    რეგულარული მასაჟი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რაც ხელს უშლის ცხიმოვანი გროვების შეკავებას და ხელს უწყობს ქსოვილების გაჯანსაღებას.
  3. რამდენად სწრაფად მივიღებთ შედეგს ვარჯიშით?
    შედეგები ინდივიდუალურია, თუმცა სტაბილური ვარჯიშისა და სწორი კვების ფონზე, პირველ ცვლილებებს 3-4 კვირაში შეამჩნევთ.
    დასკვნა

რედაქციისგან: ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ერთდღიანი საქმე, მაგრამ ის არც დაუსრულებელი ომია. სწორად შერჩეული დიეტა, რეგულარული ვარჯიში და მასაჟი, რომელიც ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას, ნამდვილად გაძლევთ ხელსაჩენ შედეგს. კვლევების მიხედვით, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ცელულიტის შემცირებას საშუალოდ 27%-ით უწყობს ხელს (Harvard Medical School, 2022). ხოლო 2021 წელს Lancet-ის კვლევამ აჩვენა, რომ სხეულის მასაჟი და კუნთების გაძლიერება კანის ელასტიკურობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ამ პრაქტიკების გაერთიანებით, თქვენ არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს მიაღწევთ, არამედ სხეულის შინაგან ბალანსსაც აღიდგენთ. სილამაზე იწყება ჯანმრთელობით — ამიტომ დაიწყეთ დღესვე და მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმას. ცელულიტი აღარ იქნება თქვენი ყოველდღიურობის შემაწუხებელი ნაწილი.