
იცნობთ იმ შეგრძნებას, როცა სარკეში საკუთარ სახეს უყურებთ და ფიქრობთ – „სად გაქრა ჩემი ბზინვარე, გლუვი კანი?“ ნაოჭები, მოდუნებული კანი და მკრთალი ფერი დროთა განმავლობაში ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი ხდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დრო უნდა დავნებდეთ.
ვივიენის რედაქციამ მოამზადა უნიკალური, სრულიად ბუნებრივი რეცეპტი, რომელიც უკვე პირველი გამოყენების შემდეგ დაგაბრუნებთ ახალგაზრდული იერისკენ. კარგი ამბავია ისიც, რომ ყველა საჭირო ინგრედიენტი შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს სამზარეულოში – ასე რომ, შედეგის მისაღებად არც დრო დაგჭირდებათ და არც ზედმეტი ხარჯი.
როგორ გავაახალგაზრდაოთ კანი
დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერი ნიღაბი გაწმენდილ სახეზე კეთდება! ზოგიერთი კომპონენტები შესაძლოა ალერგიულ რეაქციას იწვევდეს, ამიტომ მგრძნობიარე კანის მფლობელებისთვის თაფლი და დარიჩინი უმჯობესია გამოირიცხოს. მათ მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის გული.
ინგრედიენტები:
- 3 სუფრის კოვზი სოდა
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი თხევადი E ვიტამინი (იყიდება აფთიაქებში)
- 1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 4 ჩაის კოვზი რძე ან ნაღები
მომზადების წესი:
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი: მასა საკმაოდ სქელი გამოგივათ. დაიტანეთ ეს მასა მსხვილ ფენად გაწმენდილ სახის კანზე და კისერზე, მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების არეს. აცადეთ გაშრობა.
- 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, კანის მსუბუქად გახევით.
- ნიღაბის ჩამორეცხვის შემდეგ თქვენ მაშინთვე შეამჩნევთ კანის ფერის ცვლილებას, ის უფრო ნათელი გახდება ხოლო ფორები გაიწმინდება და შევიწროდება. გამოიყენეთ ეს ნიღაბი 2 ჯერ კვირაში, რომ თქვენი გარემოცვა ვეღარ ახერხებდეს თქვენი სილამაზისთვის თვალის არიდებას.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რამდენად ხშირად შეიძლება ამ ნიღბის გამოყენება?
რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ. ასე კანი იღებს საკმარის დატენიანებას, ბზინვარებას და ხდება თანდათან უფრო გლუვი. - შეიძლება თუ არა ნიღბის გამოყენება მგრძნობიარე კანისთვის?
თაფლი და დარიჩინი შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ასეთ შემთხვევაში მათი შეცვლა კვერცხის გულით შეგიძლიათ. - რა არის ნიღბის ეფექტი პირველივე გამოყენების შემდეგ?
კანის ფერი ნათდება, ფორები შევიწროვდება, ტონი ხდება უფრო თანაბარი და კანი – ბზინვარე და გლუვი.
რედაქციისგან:სახის კანის რეგულარული მოვლა ბუნებრივი ინგრედიენტებით გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ბევრ კომერციულ საშუალებაზე დაყრდნობილი რუტინა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბიკარბონატის (სოდის) გამოყენება ზომიერ დოზებში აუმჯობესებს კანის მიკროცირკულაციას და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას (Dermatology Research and Practice, 2020).
ასევე, ვიტამინი E ცნობილია როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს ნაადრევი დაბერების პროცესს და ამსუბუქებს კანის სტრესს (Journal of Clinical and Aesthetic Dermatology, 2018).
თუ თქვენ ეძებდით სწრაფ, ბუნებრივ და ეფექტურ გადაწყვეტას – ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. სცადეთ და თავად დარწმუნდით, როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ინგრედიენტებს წარმოუდგენლად გარდაქმნას თქვენი კანი.