მარტივი შეცდომა, რომელიც სახის კანს აფუჭებს – თქვენც უშვებთ მას?

218

იცოდით, რომ სახის არასწორი დაბანა თქვენი კანის მთავარი მტერი შეიძლება აღმოჩნდეს? ვივიენის რედაქცია გაგიზიარებთ იმ მარტივ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს წესებს, რომლებიც იდეალური კანის მისაღწევად აუცილებელია. თუ გსურთ, რომ თქვენი კანი მუდამ სუფთა, ახალგაზრდული და ბზინვარე იყოს – გადახედეთ ამ რუტინას და გაიგეთ, სწორად თუ ასრულებთ ყოველდღიურ პროცედურებს.

სახის კანის დაბანა

  • წაისვით სახის დასაბანი საშუალება მხოლოდ მშრალ კანზე! თუკი თქვენ ამას სწორედ ასე არ აკეთებთ, ეს საშუალება ვერ ასწრებს მოქმედებას და მიკრობები რჩებიან თქვენს კანზე.
  • სახე მხოლოდ გრილი წყლით დაიბანეთ, არასოდეს – ცხელი წყლით.რადგან ის ნაადრევ ნაოჭებს, კანის დაბარებას და ანთებებს იწვევს.
  • არასოდეს გაიმშრალოთ სახე პირსახოცით, უმჯობესია გამოიყენოთ ქარალდის ხელსახოცი. ის ბევრად უფრო ჰიგიენურია, გარდა ამისა კანი დამატებითად აღარ ზიანდება!
  • სახის ბანის პროცესი უნდა გრძელდებოდეს არანაკლებ 4 წუთისა! 2 წუთი – სასაპნე საშუალებით დაბანა, 2 წუთი – ჩვეულებრივი გრილი წყლით.

ვიმედოვნებ თქვენ ყველაფერს სწორედ აკეთებთ! სახის ასეთი დაბანის დროს, კანი მუდამ შეუდარებლად გამოიყურება, რადგან გაძლიერებული სისხლის მიმოქცევის წყალობით მცირე კაპილარებში, უჯრედების განახლების სტიმულირება ხდება. გამოსცადეთ ეს რჩევები პრაქტიკაში და თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. მართალია, რომ სახე მხოლოდ გრილი წყლით უნდა დაიბანოს?
    დიახ. გრილი წყალი ამცირებს ანთებით პროცესებს და ხელს უშლის ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას, ცხელი წყალი კი პირიქით – აშრობს და აზიანებს კანს.
  2. რატომ უნდა წაისვათ დასაბანი საშუალება მშრალ კანზე?
    რადგან ასე საშუალება უკეთესად აღწევს კანში და ეფექტურად აშორებს მიკრობებს. ნესტიან კანზე ის ვერ ასწრებს მოქმედებას.
  3. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს სახის დაბანის პროცესი?
    სრულფასოვანი შედეგისთვის აუცილებელია სულ მცირე 4 წუთი – 2 წუთი დასაბანი საშუალებით და 2 წუთი სუფთა წყლით ჩამობანა.

რედაქციისგან:კვლევები აჩვენებს, რომ ყოველდღიური კანის მოვლის სწორად ჩატარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას და ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას (International Journal of Dermatology, 2021). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია წყლის ტემპერატურა და ჰიგიენური პირობების დაცვა – ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება კანის ელასტიურობაზე და ტექსტურაზე.

გარდა ამისა, იაპონურ კვლევაში (Journal of Cosmetic Dermatology, 2020) დადასტურდა, რომ სახის 4-წუთიანი დაბანის მეთოდი აუმჯობესებს კაპილარული ცირკულაციას, რაც კანის უჯრედების რეგენერაციას ასტიმულირებს. ეს პროცესი ხელს უწყობს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას.

ასე რომ, თუ გსურთ ხილული შედეგები და იდეალური კანი – დაიწყეთ ამ მარტივი რჩევებით. შედეგი არა მხოლოდ სარკეში, არამედ გარშემომყოფთა რეაქციაში ძალიან სწრაფად გამოჩნდება.