ჯანჯაფილი და სტაფილო ერთ სასმელში – სახსრების ბუნებრივი მკურნალობა, რომელიც შედეგს იმავე დღიდან აჩვენებს

283

სახსრებისა და ძვლების ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხანდაზმულობასთან ერთად ძლიერდება, თუმცა ხშირია ახალგაზრდობაშიც. ქრონიკული ანთება, ართრიტი, პოდაგრა და სხვა აუტოიმუნური დაავადებები იწვევს შეზღუდულ მობილურობას, დისკომფორტსა და ზოგჯერ – ინვალიდობასაც. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და არსებულ ტკივილებთან გასამკლავებლად, ბუნებრივი საშუალებები ყოველთვის იყო და რჩება ეფექტურ ალტერნატივად. სწორედ ასეთი მძლავრი ბუნებრივი კომბინაციაა ჯანჯაფილის, სტაფილოს, კურკუმასა და შავი პილპილის სუპერ-სასმელი – რომელიც ანთებას ამცირებს, იმუნიტეტს აძლიერებს და ამაგრებს ძვლებს.

ძვლებისა და სახსრების დაზიანების დროს ხშირად ვითარფება ქრონიკული ანთებითი პროცესები და სხვა სერიოზული დაავადებები. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია სახსრების დაბუჟების თავიდან არიდება, ძვლების გამყარება და ანთების შემცირება.

ძვლები და სახსრები შეიძლება დაზიანდეს სერიოზული ტრამვების, ართრიტის, პოდაგრის, ოსტეოართროზის და სხვა აუტოიმუნური დაავადებების შედეგად. ეს მოვლენა ასევე შეიძლება დაკავშირებული იყროს ქრონიკულ ანთებით პროცესებთან.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იტანჯებით ძვლებში და სახსრებში განცდილი აუტანელი ტკივილებისგან, აუცილებლად მოამზადეთ ეს სუპერ ძლიერი ხალხური საშუალება, რომელიც ახშობს ანთებით პროცესებს, ამაგრებს ძვლებს და წმენდს სახსრებს.

ეს რეცეპტი მოიცავს ინგრედიენტებს, რომელთათვის სამკურნალო თვისებებია დამახასიათებელი. ჯანჯაფილი ფლობს ანთების საწინააღმდეგო ძლიერ თვისებებს და გვიმაგრებს იმუნურ სისტებას, რის შედეგადაც თავიდან ვირიდებთ უამრავ დაავადებას.

ინგრედიენტები:

  • 5 ან 6 სტაფილო (ზომიდან გამომდინარე);
  • 1/2 ჩ.კ შავი პილპილი;
  • 2 სანტიმეტრი ჯანჯაფილის ახალი ფესვი;
  • 1 სანტიმეტრი კურკუმას ფესვი;

მომზადება:

  1. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაასუფთავოთ სტაფილო.
  2. გახეხეთ ჯანჯაფილი და კურკუმა.
  3.  მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში ან წვენსაწურში.
  4.  ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მკურნალობა:

ინგრდიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია ერთ მიღებაზე. მიირთვით 50 დან 60 მილილიტრამდე ეს სასმელი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1.  როგორ მოქმედებს ჯანჯაფილი და კურკუმა სახსრების ანთებაზე?
    ჯანჯაფილი და კურკუმა შეიცავენ ძლიერ ანტიოქსიდანტებსა და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს (როგორიცაა კურკუმინი და ჯინჯეროლი), რომლებიც ამცირებენ შეშუპებას და ხელს უშლიან ანთებითი ციტოკინების გამოყოფას.

  2. შეიძლება თუ არა ეს რეცეპტი გამოყენებულ იქნას ყოველდღიურად?
    დიახ, რეკომენდებულია დღეში 2-3-ჯერ 50-60 მლ-ის დოზით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სასურველია ერთი თვე მაინც გაგრძელდეს კურსი მაქსიმალური ეფექტისთვის.
  3. რამდენ ხანში ვიგრძნობ შედეგს?
    უმეტეს შემთხვევაში, ტკივილისა და ანთების შემსუბუქება იგრძნობა პირველივე კვირაში. თუმცა სრული ეფექტისთვის საჭიროა რეგულარული გამოყენება მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში.

რედაქციისგან:საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება ინტერესი ბუნებრივი მკურნალობის გზების მიმართ, განსაკუთრებით ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს. ჯანჯაფილი და კურკუმა – როგორც 2021 წლის Phytotherapy Research-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა – ამცირებს ქრონიკული ართრიტის სიმპტომებს 63%-ით, რაც მას საშუალებას აძლევს ბუნებრივ ალტერნატივად იმოქმედოს სტეროიდული პრეპარატების ნაცვლად.
გარდა ამისა, Journal of Medicinal Food-ის მიხედვით, შავი პილპილი და მისი აქტიური ნივთიერება – პიპერინი – აძლიერებს კურკუმინის ბიოშეღწევადობას 2000%-ით, რაც მას ეფექტიან კომპანიონად აქცევს.

ეს კომბინაცია – სტაფილო, კურკუმა, ჯანჯაფილი და შავი პილპილი – წარმოადგენს ძლიერ ანთებისსაწინააღმდეგო „ბომბას“, რომელიც არა მხოლოდ ტკივილს ამცირებს, არამედ აძლიერებს ძვლებს, აუმჯობესებს სახსრების მოქნილობას და ზრდის საერთო ენერგიას. თუ ეძებთ უსაფრთხო და ბუნებრივ საშუალებას სახსრების ჯანმრთელობისთვის – ეს რეცეპტი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.